ელჩი კელის კომენტარი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ (22 ნოემბერი)

აშშ-ის ელჩი კელი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
აშშ-ის ელჩი კელი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ელჩი კელის კომენტარი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ (22 ნოემბერი)


კითხვა შეხვედრის შესახებ

ელჩი კელი:
ახლახანს მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, სადაც ვისაუბრეთ კანონის უზენაესობის საკითხებზე, სასამართლო სისტემის შესახებ და მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში. როგორც იცით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნშვნელოვანი ფუნდამენტი დემოკრატიისა არის დამუკიდებელი საასამართლო სისტემა და ჩვენ გვჯერა, რომ ამ საერთო მიზნების მისაღწევად და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შესაქმნელად, საქართველოს სასამართლოს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელობა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ თავმჯდომარეს მისი ამ ხელმძღვანელობის კუთხით.

კითხვა იმის შესახებ, თუ ისაუბრეს შეხვედრისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ ზეწოლის შესახებ

ელჩი კელი:
ვფიქრობ, რომ მისი თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მას და გვჯერა, რომ მას უნდა ჰქონდეს საშუალება განახორციელოს თავისი უფლებამოსილება, რათა ჰქონდეს რეფორმების დანერგვის შესაძლებლობა. მასთან გასაუბრების შემდეგ ჩვენ დავრწმუნდით, რომ მას შეუძლია ამ უფლებამოსილების განხორციელება.

კითხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით

ელჩი კელი:
ჩვენ განვიხილეთ ზოგიერთი შეხვედრა, რომლის შესახებაც მოსახლეობამ იცის. მან განაცხადა, რომ ამ მომენტისათვის გადადგომას არ აპირებს. ისევ გავიმეორებ, მხარს ვუჭერთ მას და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან შეძლოს თავისი ხელმძღვანელობის განხორციელება.

კითხვა სპეც-ოპერაციის შესახებ, რამდენად არის დაცული მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება

ელჩი კელი:
ვფიქრობ, რომ ჩვენი უპირველესი საზურნავი ნებისმიერი ამ სახის ოპერაციისას არის მოსახლეობის უსაფრთხოება. ჩვენ სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების უზურნველსაყოფად მიიღეს ზომები და ვაგროვებთ მეტ ინფორმაციას მომხდარის შესახებ. კვლავ გავიმეორებ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში არის თბილისის მოსახლეობის უსაფრთხოება.

კითხვა იმის შესახებ თუ რამდენად კარგად ინფორმირებულია მედია და მოსახლეობა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

ელჩი კელი:
ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ორი საკითხი: პირველი, ოპერაციის მიმდინარეობისას არავინ დაშავდეს და უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხოებას. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ზომებს უკვე იღებენ. რაც შეეხება ოპერაციის დასრულების შემდგომ პერიოდს, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი ორგანოები იყვნენ შეძლებისდაგვარად გამჭვივალენი ოპერაციის თაობაზე. თუმცა, ოპერაციის უშუალო მიმდინარეობისას, უმთავრესია მოსახლეობის უსაფრთხოება.