ელჩი კელის კომენტარი მედიასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ბათუმში (12 ოქტომბერი)

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ბათუმში (12 ოქტომბერი)

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩი კელი: უკვე მესამე წელია, რაც ბათუმში თავდაცვისა დაუსაფრთხოების კონფერენციას ვესწრები და ვხედავ როგორ გაიზარდა ამ ხნის განმავლობაში არამხოლოდ მონაწილეების რაოდენობა, არამედ ჩართულობის დონე. შთამბეჭდავია ამდენი მინისტრის მონაწილეობა კონფერენციაში. ჩემი აზრით, ეს არის საქართველოს მნიშვნელობის ზრდის ნამდვილი გამოხატულება და პარტნიორების მხრიდან აღიარება იმ მძიმე გამოწვევებისა, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების მიმართულებით აქვს და რომელსაც ქვეყანა წარმატებით უმკლავდება. რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქვთ საქართველოს დახმარების ძლიერი სურვილი. რაც შეეხება კონფერენციის თემებს, მე ველი პანელს შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელშიც თავად ვმონაწილეობ. ჩვენ ყველანი, როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში, შეძრწუნებული ვართ ყირიმის ანექსიით, ხურჩის გამშვები პუნქტის დახურვით და რუსეთის მხრიდან ნატოს თვითმფრინავისა და შავ ზღვაში გემის მიმართ აგრესიული ქმედებებით. ძალიან საინტერესო კონფერენციაა.

კითხვა: რა როლი აქვს საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებაში?

ელჩი კელი: ჩემი აზრით, შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს ორმხრივი როლი აქვს: ერთი, როგორც შავი ზღვის ტერიტორიაზე სანაპირო სივრცის მქონე ქვეყნის და მეორე, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გამტარის, პორტის ფუნქციის მქონე. ასე რომ, საქართველოს აქვს როგორც სტრატეგიული, ისე პოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობა.