ელჩი კელის კომენტარი მედიასთან შავი ზღვის უნივერსიტეტის ამერიკათმცოდნეობის კონფერენციის გახსნაზე (20 ნოემბერი)

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან შავი ზღვის უნივერსიტეტის ამერიკათმცოდნეობის კონფერენციის გახსნაზე (20 ნოემბერი)


კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით
 
ელჩი კელი:
ვფიქრობ, უკვე მესამე წელია, რაც ვმონაწილეობ ამ მნიშვნელოვანი, შესაძლოა რეგიონში უმნიშვნელოვანესი ამერიკათმცოდნეობის კონფერენციის გახსნაში. საელჩო მას ეხმარება სპიკერებით და, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას ღებულობენ ჩვენს გაცვლით პროგრამებში. ამდენად, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ამ ღონისძიების მხარდაჭერა. ასევე ვფიქრობ, რომ ამერიკის შესწავლისას საჭიროა ინტერდისციპლინური მიდგომის არსებობა და, ვუწყობთ რა ხელს ურთირთგაგების ჩამოყალიბებას, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამგვარ პროგრამებს.