ელჩი კელის კომენტარი მედიასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (31 მაისი)

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (31 მაისი)


კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩი კელი:
წელს ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს. სტუდენტებთან შესახვედრად მე მომიწვია რექტორმა და ვთვლი, რომ კარგი შესაძლებლობაა გადავხედოთ ჩვენს მიღწევებს, ასევე, განვიხილოთ საით მიდის საქართველო და როგორ განვითარდება ჩვენი თანამშრომლობა მომავალში.

კითხვა იმის შესახებ, თუ რა შეკითხვებს ელის ელჩი სტუდენტებისგან

ელჩი კელი:
კარგ შეკითხვებს. ველი, რომ მკითხავენ საქართველოს მომავალზე, რადგან საქართველო იღწვის დასავლურ საზოგადოებაში, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ პროცესს. იმედია კარგი დიალოგი გვექნება.

კითხვა იმის შესახებ, თუ რა იციან სტუდენტებმა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე

ელჩი კელი:
ჩემი აზრით საკმაოდ ბევრი იციან ჩვენს თანამშრომლობაზე. ამ უნივერსიტეტის სტუდენტები ალბათ დაინტერესებული არიან საერთაშორისო პოლიტიკით და ფლობენ ინფორმაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმე საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე

ელჩი კელი:
ეს სერიოზული ბრალდებებია და მე მაღელვებს, ისევე, როგორც ყველა ქართველს. ამიტომ, ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს და ველოდებით დამატებით ინფორმაციას მთავრობისგან. ჩვენ ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს ამ საქმის გარემოებებს. ეს ბრალდებები არის შემაშფოთებელი და ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია. მეტს ვერაფერს გეტყვით.