ელჩი კელის კომენტარი მედიასთან ალექსანდრე ქართველის სახელობის ოთახის გახსნის ცერემონიაზე (1 მარტი)

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან ალექსანდრე ქართველის სახელობის ოთახის გახსნის ცერემონიაზე (1 მარტი)

 

კითხვა ღონასძიებასთან დაკავშირებით

ელჩი კელი: ჩემთვის დიდი პატივია ბიბლიოთეკაში ქართველის სახელობის ოთახის გახსნაში მონაწილეობის მიღება. ალექსანდრე ქართველი გახლავთ ამერიკასა და საქართველოს შორის ხანგრძლივი პარტნიორობის სიმბოლო და წარმოადგენს ქართველების მიერ როგორც ამერიკის, ასევე საქართველოს კულტურისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილ წვლილს. ვფიქრობ, რომ იგი სამაგალითო პიროვნებაა ქართველი ხალხისათვის, რამდენადაც იგი გახლდათ შესანიშნავი ინჟინერი და უმნიშნველოვანესი როლი შეასრულა ამერიკის საავიაციო ძალების განვითარებაში. ამდენად, როგორც უკვე მოგახსენეთ, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა დიდი პატივია.

შეკითხვა ტელეკომპანია იბერიისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ

ელჩი კელი: ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საქართველოში მედიის განვითარებას. საელჩო მუდამ მზადაა უმასპინძლოს ქართველ ხალხს, განსაკუთრებით მათ, ვინც მედიის სფეროში მოღვაწეობს. ვფიქრობ, წარმომადგენლებთან გასაუბრების შემდეგ უკეთ გავეცანით ამჟამინდელ მდგომარეობას. ისღა დამრჩენია ვთქვა, რომ ჩვენ განვაგრძობთ საქართველოში მედია პლურალიზმის მხარდაჭერას. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს წვდომა ინფორმაციის სხვადასხვა წყაროზე.

შეკითხვა ტატუნაშვილის საქმისა და ერგნეთში შეხვედრის შესახებ

ელჩი კელი: ერგნეთში შეხვედრის შედეგების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ მაქვს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთეთ. პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მომხდარი უდიდესი ტრაგედიაა ბატონი ტატუნაშვილის ოჯახის წევრებისა და მეგობრებისათვის. ჩვენ მათ სამძიმარს ვუცხადებთ და მკაცრად ვგმობთ აღნიშნულ სიტუაციას. აუცილებელია საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულნი იყვნენ ქართველი მოქალაქის ბედის შესახებ და მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულების არსებობა. მომხდარი პირველი შემთხვევა არ გახლავთ, რისი განცხადებაც ხმამაღლა შეგვიძლია. შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ ამ შემზარავ ინციდენტში მონაწილე პირებს. ოკუპანტი ძალა ნამდვილად ანგარიშვალდებულია, თუმცა პასუხისმგებლობის აღებას ნაკლებად ვხედავთ. ამდენად, ვიმედოვნებ, რომ ოჯახი რაც შეიძლება მალე დაიბრუნებს მის [ტატუნაშვილის] ნეშტს. ჩვენ სრულიად შეძრწუნებულნი ვართ აღნიშნული მოვლენით.