ელჩი კელის კომენტარი მედიასთან პანკისში მეწარმეებთან შეხვედრაზე (16 ნოემბერი)

ელჩი კელი პანკისში მეწარმეებთან შეხვედრაზე. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

კითხვა ვიზიტთან დაკავშირებით

ელჩი კელი:

პანკისში ჩემი სტუმრობის მიზანი არის ხალხთან და  მოსახლეობასთან შეხვედრა. ძალიან კარგი და საინტერესო შეხვედრა მქონდა უხუცესთა საბჭოსთან, სადაც განვიხილეთ რეგიონის გამოწვევები და შესაძლებლობები.ამ ვიზიტით გვინდა ყურადღება გავამახვილოთ მეწარმეობაზე და იმ შანსებზე რაც  ბიზნესის განვითარებამ შეუძლია მოუტანოს რეგიონს. ჩვენ ამერიკიდან მოვიწვიეთ ახალგაზრდა წარმატებული მეწარმე, ბეთსი ფორი, რომელიც შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ რჩევები მისცა. USAID პანკისში მეურნეობას და მცირე ბიზნესს ძალიან ეხმარება. აქ ვარ რათა უკეთ გავიცნო ადგილობრივი მეწარმეები.