ელჩი კელის კომენტარი რესპუბლიკურ პარტიასთან შეხვედრის შემდეგ (23 აგვისტო)

Ambassador Kelly at the Republican Party Office
ელჩი კელი რესპუბლიკური პარტიის წევრებთან შეხვედრისას

კითხვა შეხვედრასთან დაკავშირებით

ელჩი კელი:

მე მჯერა, რომ ძლიერი და აქტიური ოპოზიცია არის დემოკრატიის არსებითი შემადგენელი ნაწილი და სწორედ ამიტომ შევხვდი საქართველოში ერთ-ერთ უძველეს პარტიას, რათა გავცნობოდი მათ ხედვას ქვეყანაში დამოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით. მე მათ ვუთხარი, რომ ძლიერი ოპოზიცია არის ხელისუფლებათა განშტოებებს შორის ბალანსისა და კონტროლის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი.

კითხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ

ელჩი კელი:

ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა ჰყავდეს საპარლამენტო მმართველობა ქვეყანაში და ამ სისტემის წარმატებისთვის აუცილებელია პლურალისტური და მრავალპარტიული პარლამენტის არსებობა. მოვუწოდებ ყველა პარტიას რომელიც ქვეყნის კეთილდღეობისთვის იღწვის, მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში. რესპუბლიკური პარტიის ლიდერებთანაც სწორედ ეს განვიხილეთ, თუ რა გეგმები აქვთ მათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მხრივ.

კითხვა ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარსა და აშშ-ის დახმარების აუცილებლობასთან დაკავშირებით

ელჩი კელი:

ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ხანძრით და ჩვენი დახმარება შევთავაზეთ  საქართველოს მთავრობას.  გუშინ ვესაუბრე ამერიკის საგარეო სტიქიური უბედურებების დახმარების სამსახურს, რათა გამერკვია თუ რა ტიპის დახმარება შეგვიძლია აღმოვუჩინოთ საქართველოს მთავრობას.  ველი, რომ დღის განმავლობაში მივიღებ შესაძლო დახმარების ჩამონათვალს და შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება თავად გადაწყვეტს თუ სად ჭირდება ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად. ჩვენ არ გვინდა რომ ხელი შევუშალოთ იმის კეთებაში რასაც უკვე აკეთებენ, არამედ დახმარება აღმოვუჩინოთ იმ მიმართულებით რომელიც საჭიროა.

კითქვა იმის შესახებ თუ რა ტიპის დახმარებაზეა საუბარი

ელჩი კელი:

მინდა, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა ჯერ ნახონ რისი საშუალება გვაქვს და კონკრეტულ ნაბიჯებზე შემდეგ ვისაობროთ.