ელჩი კელის კომენტარი მედიასთან SDSU-ს სტიპენდიების გადაცემის ცერემონიაზე (5 ივნისი)

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან SDSU-ს სტიპენდიების გადაცემის ცერემონიაზე. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან SDSU-ს სტიპენდიების გადაცემის ცერემონიაზე (5 ივნისი)


კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩი კელიმოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს დიდ ინვესტიციებს საქართველოში, ეხმარება საქართველოს, რომ გახდეს 21-ე საუკუნისთავისუფალი საბაზრო სისტემის მქონე დემოკრატიული ქვეყანა. საქართველოში ჩვენ უდიდესი ინვესტიცია სწორედ განათლებაში ჩავდეთ,  რადგანსამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად აუცილებელია კვალიფიციური, 21 საუკუნის ეკონომიკისთვის მომზადებული მუშა ძალა. შესაბამისად, დღესჩვენ აღვნიშნავთ 6 სტუდენტის სტიპენდიით დაჯილდოებას, რომელთაც განათლების მისაღებად ფინანსური დახმარება სჭირდებათ. ეს არის კიდევერთი ჩვენი ძალისხმევა ამ სფეროში.

კითხვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით

ელჩი კელითქვენ ალბათ ყველამ იხილეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებსგაათავისუფლოს აფგან მუხთარლი და ის პირები, ვისაც სიტყვის თავისუფლება ეზღუდებათ. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას რომდეტალურად და სრულად გამოიძიოს ამ საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები. ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს მთავრობასთან და ისინიაცნობიერებენ ამ საქმის სერიოზულობას. ჩვენ ასევე მივიღეთ მოთხოვნა სამოქალაქო საზოგადოებისაგან ამ საკითხის ირგვლივ შეხვედრასთანდაკაშირებით, რომელთან აწუხებთ ჟურნალისტების ბედი, მათი უსაფრთხოება, ამასთან დაკავშირებით გავმართავთ შეხვედრას და მოვისმენთ მათმოსაზრებებს.

კითხვა ავღანეთში ქართული კონტინგენტის შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით

ელჩი კელიპირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ უაღრესად მადლობლები ვართ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი ღვაწლისა დაწვლილისთვის. ასევე, მადლობლები ვართ, რომ საქართველო ჩვენს გვერდით დგას ერაყსა და ავღანეთში. კონტინგენტის შემცირებასთანდაკავშირებით საქართველოს მთავრობისგან არაფერი მსმენია. მე ვერ ვისაუბრებ იმ სამშვიდობო მისიებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთანპარტნიორობით აქვს. ასევე, არსებობს სამშვიდობო კონტინგენტი აფრიკაში.  ავღანეთს რაც შეეხება, ჩვენ არაფერი ვიცით ამის შესახებ.

დამატებითი შეკითხვა იმის შესახებ თუ  რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამერიკის მთავრობისგან კონტინგენტის შემცირებას

ელჩი კელიეს უბრალოდ სპეკულაციაა. ჩვენ არ ველით არანაირ ცვლილებას ავღანეთში მისიასთან დაკავშირებით. არც კონტინგენტის გაზრდას და არც მისშემცირებას. ვერ გეტყვით რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამას, რადგან არ გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია შემცირებასთან დაკავშირებით.