ელჩი იან კელის მედიასთან კომენტარი “С” ჰეპატიტის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის კონფერენციაზე (30 ნოემბერი)

ელჩი იან კელის მედიასთან კომენტარი “С” ჰეპატიტის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის კონფერენციაზე. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
ელჩი იან კელის მედიასთან კომენტარი “С” ჰეპატიტის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის კონფერენციაზე. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ელჩი იან კელის მედიასთან კომენტარი “С” ჰეპატიტის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის კონფერენციაზე (30 ნოემბერი)

 

ვფიქრობ, ორი წლის წინ საქართველომ განსაკუთრებული ინიციატივა წამოიწყო-გამხდარიყო პირველი ქვეყანა ცე ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით . მე ეს-ესაა  მივიღე მონაწილეობა მნიშვნელოვანი შეხვედრის გახსნაში, რომლის მიზანიც გახლავთ, ამ ფართო პროგრამისგანხორციელების შეფასება; შეხვედრაზე ყველა შეთანხმდა, რომ ცე ჰეპატიტის აღმოფხვრის ძალისხმევა შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს მთავრობის ძლიერი მხარდაჭერისა და წვლილის გარეშე, და , სწორედ ამიტომ, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომპროგრამა მიაღწევს თავის მიზნებს; და 2020 წლისათვის საქრათველოში  ფაქტობრივად  აღმოფხვრილი იქნება ცე ჰეპატიტი.

შეკითხვა მთავრობის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ

ჩვენ გვჯერა, რომ თუ ყველა ჩაიტარებს ანალიზს- და მე ვფიქრობ  ყველაზე დიდი გამოწვევა ნებიმიერ ქვეყანაში არის  მოსახლეობის /ამ დაავადებაზე/შემოწმება. იმისათვის   რომ ჩატარდეს მკურნალობა, რა თქმა უნდა, ჯერ შემოწმებაა აუცილებელი, და რადგანაცარსებობს გრკვეული სტიგმა მათ მიმართ, ვინც ამ ინფექციური დაავადების მატარებელია, ხალხი  ყოყმანობს შემოწმების გავლას, და როგორც აღვნიშნე ჩვენ გვჯერა, რომ ამ ახალი მედიკამენტებით და მკურნალობის პროგრამით ცე ჰეპატიტისაგან განკურნებაშესაძლებელია, თუმცა პირველ რიგში შემოწმებაა აუცილებელი. მე ვფიქრობ, ესაა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა. მე ექიმი არ ვარ და შესაბამისად, არ შემიძლია  სხვა ტექნიკურ გამოწვევებზე ვისაუბრო.

შეკითხვა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით

რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ევროპული სასამართლოს წევრი, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია  ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან, და სტაბილურობა საქართველოში, და ვფიქრობთ რომ ნამდვილი პრიორიტეტი საქართველოსათვის, ისეროგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისათვის არის კანონის უზენაესობის დაცვა, რა თქმა უნდა, ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს აღნიშნულ საქმეს. კიდევ ერთხელ /გავიმეორებ/ ჩვენ არ ვართ ევროპული სასამართლოს წევრები, შესაბამისად, მე ვერ გავაკეთებ კომენტარსიმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა მოყვეს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

შეკითხვა მიხეილ სააკაშვილზე და მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე 

მე არ მინახავს ეს განცხადება; უბრალოდ ვიტყვი,  რომ მსგავსად საქართველოსი, უკრაინა არის ამერიკის შეერთებული შტატებისა მნიშვნელოვანი პარტნიორი და ამერიკის შეერთებულ შტატებს დიდი ინვესტიცია აქვს /განხორციელებული/ უკრაინაში, უყურებს თუ როგორ ვითარდება იგი როგორც დემოკრატიული ქვეყანა. გეტყვით, მხოლოდ იმას, რომ ჩვენ გვჯერა ჩვენი პარტნიორების, უკრაინის, რომ  იგი დაიცავს კანონის უზენაესობას, ადამიანის  უფლებებს, და რა თქმა უნდა, იქნება სამართლიანი სამართლებრივი პროცესინებისმიერი პირის მიმართ მიმართ ვისაც შეხება ექნება სამართლებრივ სისტემასთან, სხვას ვერაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით . გმადლობთ.