ელჩი კელის კომენტარი მედიასთან USAID-ის ენერგოუსაფრთხოების პროგრამის პრეზენტაციაზე (14 თებერვალი)

Ambassador Kelly at the USAID Energy Program Presentation. Photo: State Dept
ელჩი კელი USAID-ის ენერგოუსაფრთხოების პროგრამის პრეზენტაციაზე. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
ელჩი კელი USAID-ის ენერგოუსაფრთხოების პროგრამის პრეზენტაციაზე. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩი კელი: ძალიან მოხარული ვარ, რომ მივიღე მონაწილეობა დღევანდელი პროექტის გახსნის ცერემონიაში. ეს გახლავთ 7.5 მილიონი დოლარის ღირებულების USAID-ის პროექტი, რომელიც არის ნაწილი ჩვენი საერთო ძალისხმევისა დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ძლიერი და მტკიცე დემოკრატიული ქვეყანა. ამისათვის აუცილებელია სტაბილური და მდგრადი ენერგო რესურსები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გახდეს ჰაბი რეგიონისათვის. მას ამის მონაცემები გააჩნია. აქ რასაც ვხედავ არის ამის კარგი მაგალითი და აჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მისი როლი ზოგადად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ასევე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას დღევანდელი მასპინძლობისათვის.