ელჩი კელის კომენტარი მედიასთან პოლიციაში ქალების მსახურების კონფერენციაზე (6 მარტი)

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან პოლიციაში ქალების მსახურების კონფერენციაზე (6 მარტი)


შეკითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩი კელი: ძალიან მოხარული ვარ, რომ აღნიშნულ კონფერენციაში უკვე მესამედ ვიღებ მონაწილეობას. ვფიქრობ, ეს კარგი შანსია საქართველოსათვის თავი წარმოაჩინოს რეგიონული პროექტების პლატფორმად; ქალების ჩართულობითა და მონაწილეობით აჩვენოს მზაობა მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად, რაც ხელსაყრელია როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, ასევე საქართველოსათვის.

შეკითხვა არჩილ ტატუნაშვილის საქმისა და პრემიერ მინისტრის განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც [ტატუნაშვილის] ცხედარს კვირის ბოლოს გადმოასვენებენ

ელჩი კელი: უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ პრემიერ მინისტრისა და მთავრობის ყოველგვარ ძალისხმევას გამოიძიონ და დაასრულონ აღნიშნული საქმე, რაც როგორც ბატონი ტატუნაშვილის ოჯახის, ასევე ქართველი ხალხის ინტერესებში შედის. საჭიროა ასევე შესაბამისი პასუხისმგებლობა დააკისრონ მომხდარი ტრაგედიისათვის. რასაკვირველია, აღნიშნულ ფაქტს ამერიკის შეერთებული შტატები ადევნებდა თვალს. ჩვენ მოვუწოდებთ როგორც მოსკოვს, ასევე ცხინვალს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ორი დაკავებული პირი, სრული პასუხისმგებლობა აიღონ აღნიშნულ ტრაგიკულ ინცინდენტზე და მოხდეს გარდაცვლილის ცხედრის გადმოსვენება.