ელჩი კელის კომენტარი მედიასთან ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის კონფერენციაზე (12 დეკემბერი)

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის კონფერენციაზე (12 დეკემბერი)

 

შეკითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩი კელი: მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ამ ძალზე მნიშვნელოვან ფორუმში. ვფიქრობ, რომ ძლიერი და სტაბილური დემოკრატია გულისხმობს საყოველთაო დემოკრატიას. სწორედ ამიტომ, მხარს ვუჭერთ ქალების გაზრდილმონაწილეობას როგორც ეკონომიკაში, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც აღნიშნული კონფერენციის მთავარ ინტერესს წარმოადგენს.

შეკითხვა უკრაინული სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ და როგორ აისახება ეს ფაქტი საქართველოზე

ელჩი კელი: ცხადია, რომ ჩვენ და სახელმწიფო დეპარტამენტი ამ საკითხს გულდასმით ვაკვირდებით. ჩემი კოლეგა კიევში აქტიურადაა ჩართული აღნიშნულ საქმეში და ვფიქრობ, უმთავრესია, რომ სათანადო სამართლებრივ პროცესს ზედმიწევნითვადევნოთ თვალი. რაც შეეხება ამ მოვლენის გავლენას საქართველოზე, იგი [მიხეილ სააკაშვილი] სახელმწიფოს ყოფილი ლიდერი გახლდათ; აშკარაა, რომ ჩვენი ყურადღება მიმართულია საქართველოს მომავლისაკენ, რათა იგი გახდესწარმატებული და მდგრადი სახელმწიფო. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველო თავის მომავალზეა ორიენტირებული.