ელჩი კელის კომენტარი ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე (29 მარტი)

Ambassador Kelly before the roundtable on State Response to Early Marriage Issue. Photo: State Dept
ელჩი კელის კომენტარი ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
ელჩი კელის კომენტარი ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ელჩი კელის კომენტარი ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე  (29 მარტი)


კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით

ელჩი კელი:

მოხარული ვარ რომ დღევანდელ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებაში ამ საკითხის ფართო განხილვა ხდებოდეს და ხალხმა მეტი იცოდეს ნაადრევი ქორწინების პრობლემურობა. ოჯახური ძალადობა, რომელიც ხშირად ნაადრევი ქორწინების შემთხვევებში იჩენს თავს არის დანაშაული. ნაადრევი ქორწინება გოგონებს მომავალს ართმევს და ხშირად მათ წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინაპირობაც ხდება. ეს ის საკითხია, რომელზეც საზოგადოებაში ღია და გულწრფელი საუბარი უნდა მიმდინარეობდეს. ძალიან ვაფასებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ამ საკითხის წამოჭრას და მიხარია, რომ ჩვენც ჩავერთეთ ამ საქმეში.

კითხვა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ქმედებების დაგმობის შესახებ

ელჩი კელი:

ჩვენ მხარი დავუჭირეთ გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის დასკვნას, რომელშიც ცხად ფაქტებზე იყო საუბარი – ამ ტერიტორიებზე ადამიანის ფულებები ირღვევა. ეს ქმედებები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის. მნიშვნელოვანია რომ ნათელი მოეფინოს მსგავს ფაქტებს და ამ ტერიტორიებზე ადამიანებს თავისუფალი მიმოსვლის საშუალება მიეცეთ. ამ საკითხზე სრული და ფართო განხილვა უნდა ხდებოდეს.

კითხვა მოსმენების შესახებ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით

ელჩი კელი:

ჩვენ ამ საკითხს დიდი ხანია ვადევნებთ თვალყურს. ცხადია, ყველა დემოკრატიულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ფარული მოსმენების, უშიშროების სამსახურისა და სამართალ დამცავი ორგანოების საქმიანობაზე ზედამხედველობის მექანიზმი. ჩვენ მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში პარლამენტს გავუწიოთ კონსულტაცია, იქნება ეს მმართველი პარტია თუ ოპოზიცია. ჩვენთვის მთავარია არსებობდეს კოტროლის მექანიზმები – საპარლამენტო თუ სასამართლო – ძალის გადამეტების თავიდან ასაცილებლად.

კითხვა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით

ელჩი კელი:

ამ საქმის დეტალებს არ ვიცნობ, თუმცა მიმაჩნია რომ მნიშვნელოვანია იყოს დიალოგი ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის და რეგიონებში ადგილობრივი მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებებიც იყოს გათვალისწინებული. ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში ფართო განხილვა გაიმართება.