ელჩ კელის განცხადება პრესისათვის 2016 წლის თბილისის ლიდერთა ფორუმზე (18 იანვარი)

ელჩ კელის პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე რუსულ „გაზპრომთან“ საქართველოს მთავრობის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ (საქართველოს საზოგადოება ფიქრობს, რომ მოლაპარაკებების თაობაზე საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ და რომ ყველა ცნობა რუსული წყაროებიდან ვრცელდება).

ელჩ კელი: ვფიქრობ, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით მთავრობა შეძლებისდაგვარად გამჭვირვალე იყოს. [მთავრობა] ჩვენთან ძალიან ღიაა. გამოვთქვით წუხილი, რომ საქართველო არ გახდეს მეტისმეტად დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე – რომ [მთავრობას] ენერგიის წყაროები დივერსიფიცირებული ჰქონდეს – და მათი განმარტებებით კმაყოფილნი ვართ.

შეკითხვა: მიგაჩნიათ, რომ საქართველოსთვის ნორმალურია გაზპრომთან მოლაპარაკებები იმ დროს, როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული?

ელჩი კელი: ვფიქრობ, რომ დიახ. ვფიქრობ, საქართველოს ხანმოკლე დროით ენერგია სჭირდება და გონივრულია, ელაპარაკო ყველა პოტენციურ ენერგომომწოდებელს. რა თქმა უნდა, მესმის თქვენი შეკითხვა. ჩვენც ძალიან გვაშფოთებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობას კარგად ესმის საკითხი და გამოწვევები, რომელიც ამ [საკითხს] ახლავს.