ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის კომენტარი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროექტის გახსნის ცერემონიალზე (19 ნოემბერი)

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის კომენტარი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროექტის გახსნის ცერემონიალზე (19 ნოემბერი)

 

ჟურნალისტი: პირველ რიგში, თუ შეიძლება რომ გკითხოთ შეხვედრასთან დაკავშირებით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან შეხვედრა, რა ინფრომაცია მიიღეთ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: პირველ რიგში გეტყვით, თუ რაოდენ მოხარული ვარ, რომ დღეს ქუთაისში ვიმყოფები. რამდენიმე წლის ვიყავი ქუთაისში და ძალიან მიხარია, ორ კვირაზე ნაკლებ დროში ქართველოში ჩემი ჩამოსვლიდან, მომეცა, კვლავ, ქუთაისის სტუმრობის შესაძლებლობა. ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანი გახლდათ ამერიკის მთავრობის, ახალი დახმარების პროგრამის გამოცხადება. ეს გახლავთ სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერის 5-წლიანი პროგრამა, ინიცირებული USAID-მიერ, რომელიც მომდევნო წლებში განხორციელდება. ამ პროგრამის მთავარი მიზანი და ჩვენი გეგმაა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან სოფლის მეურნების სფეროში, რომელთაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტით; მათ უკვე მიაღწიეს წარმატებას, აქვთ წამატების ისტორია, და ახლა მათთან თანამშრომლობით ჩვენ უნდა დავეხმაროთ ახალ თაობას, შევქმნათ ახალი წარმატების ისტორიები ქვეყნის ზრდად და მნიშვნელოვან სასოფლო სამეურნეო ბაზარზე. ამ შეხვედრით ფორმალურად გაიხსნა პროექტი და მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მომესმინა კომპანიებისა და მეწარმეებისაგან, მათი წარმატების ისტორიის და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე იმ ფაქტორების შესახებ, რაც მათი ბიზნესის განვითარებას აფერხებს და ყველა იმ საკითხის შესახებ რაც დაგვეხმარება მოვძებნოთ გადაჭრის გზები ერთობლივად.

ჟურნალისტი: ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ ახსენა „ებრაელი აფერისტი“ – ეს სიტყვები კონკრეტულად პიარის სპეციალისტებთან დაკავშირებით, რომელიც ოცებას ჰყავს, ხომ არ აღვივებს ეს ანტისემიტურ განწყობებს საზოგადოებაში?

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: ეს განცხადება არ მომისმენია, მოგეხსენებათ, დღეს დილიდან ვმგზავრობ და ამის შესაძლებლობა არც გუშინ მქონია. რა თქმა უნდა, ანტისემიტიზმი მნიშვნელოვანი საკითხი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ანტისემიტიზმის ენა, ქმედებები, არ არის კარგი არც ერთი ქვეყნისთვის. ამაზე სხვას ვერაფერს გეტყვით

კითხვა საარჩევნო გარემოზე, როგორ შესაფასებს წინასაარჩევნო გარემოს

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: საქართველოში ძალიან საინტერესო დროს ჩამოვედი პოლიტიკური მდგომარეობის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული დაძაბულობა საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, რაც ნორმალურია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. მქონდა საინტერესო შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან.მომდევნო დღეებში ვგეგმავთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას. პარასკევს შევხვდი საპრეზიდენტო კანდიდატებს. კარგად მესმის რომ ნებისმიერი არჩევნები, არის დაძაბული პერიოდი, ცხარე რიტორიკით, თუმცა აუცილებელია, რომ ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება და ეს დავაფიქსირე სხვადასხვა შეხვედრებზე. საქართველომ უნდა გააგრძელოს სწრაფვა ღია დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ. ტოლერანტობა და პატივისცემა განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მიმართ იქნება მნიშვნელოვანი არჩევნების დღის შემდეგ, და მომავალ წლებშიც.