ელჩ როს უილსონის განცხადება საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრის შემდეგ (16 ნოემბერი)


ელჩ როს უილსონის განცხადება საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრის შემდეგ (16 ნოემბერი)

მოხარული ვარ, რომ დღეს შევხვდი, საპრეზიდენტო კანდიდატებს, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს, რათა გვემსჯელა მომავალი არჩევნებისა და ზოგადი პოლიტიკური სიტუაციის შესახებ. ეს საუბრები იყო კარგი შესაძლებლობა, შემეტყო მათი ხედვებისა და მოსაზრებების შესახებ ქვეყანასთან დაკავშირებით. შეხვედრებისას  ხაზგასმით აღვნიშნე ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; აგრეთვე, დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობა  ქვეყნის წარმატებისთვის. ამ საარჩევნო პერიოდში, ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მწვავე რიტორიკისა და პოლარიზების გამომწვევი თავდასხმებისაგან და აწარმოონ მშვიდი და კონსტრუქციული დიალოგი, რაც გაზრდის პატივისცემას დემოკრატიული ღირებულებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სტაბილურობის მიმართ.