როს უილსონის კომენტარი მედიასთან პროგრამის „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ გახსნის ცერემონიალზე (7 მარტი)

როს უილსონის კომენტარი მედიასთან პროგრამის „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ გახსნის ცერემონიალზე (7 მარტი)

 

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: მე ძალიან მიხარია, რომ ჩემი პირველი ვიზიტი ამ უნივერსიტეტში ემსახურება საქართველოს მიმართ ძალიან მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვას. ჩვენ გვსურს ხელი შევუწყოთ საქართველოს წარმატებისკენ სწრაფვას და განსაკუთრებით მოვუწოდოთ ახალგაზრდებს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ სიცოცხლეს და რომ გონივრულად მიუდგნენ ნარკოტიკების მოხმარების საკითხს. ჩვენ გვსურს გავაცნოთ ახალგაზრდებს ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად ნარკოტიკების ტრეფიკინგისა და მოხმარების წინააღმდეგ არამხოლოდ აქ, არამედ მთელს მსოფლიოში.