ელჩის კომენტარი GULF BASKETBALL EVENT-ზე
შეკითხვა დღევანდელ ღონისძიებაზე:
ელჩი დეგნანი: მოხარული ვარ გურიაში დაბრუნებით. ის ჩემთვის საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა და აქ ყოფნის უკეთეს მიზეზს ვერ მოვიფიქრებ, ვიდრე ზაზა ფაჩულიას კალათბურთის მოედანი გავხსნა აქ, ოზურგეთში. ამას აფინანსებს Gulf-ი. ეს არის მეხუთე კალათბურთის მოედანი იმ ოცთაგან, რომლებიც გალფისა და ზაზას თანამშრომლობით გაიხსნა საქართველოში. და ვფიქრობ, თქვენ ხედავთ ყველა აღფრთოვანებული კალათბურთელიდან, რომელიც ჩემს უკან არის, ეს არის დიდი საჩუქარი საზოგადოებისთვის და მე უბრალოდ მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ ღონისძიებას.
კითხვა FARA დოკუმენტებზე
ელჩი დეგნანი: ჩვენ ნათლად ვისაუბრეთ ამის შესახებ; არის რაღაც ბუნდოვანი ან ორაზროვანი. თბილისში აშშ-ის საელჩოში პრეზიდენტი სააკაშვილის ლობირებაში არავინ ყოფილა ჩართული. საელჩო იყო ნახსენები დოკუმენტებში, რადგან ლობისტმა დაურეკა ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს. თქვენს ტელეფონზე პასუხის გაცემა არანაირად არ ნიშნავს რაიმეზე დათანხმებას. ეს არაფერს ნიშნავს, გარდა თქვენს ტელეფონზე პასუხის გაცემას. და ჩვენ ვიყავით ძალიან, ძალიან მკაფიო, კრისტალურად ნათელი, რომ თბილისში აშშ-ის საელჩოში პრეზიდენტი სააკაშვილის ლობირებაში არავინ ყოფილა ჩართული. მარტივად. დასასრული.
კითხვა ბათუმში საკრუიზო გემზე მომხდარი მოვლენების რეაქციების შესახებ
ელჩი დეგნანი: ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქცია, რუსი ტურისტების ამ საკრუიზო გემზე, საქართველოს მოქალაქეების რეაქციაა. და ვფიქრობ, მათ ეს ნათლად განაცხადეს ბათუმში და სხვაგან, რომ არ მიესალმნენ ამას. ქართველები შესანიშნავი, სტუმართმოყვარე, თბილი მასპინძლები არიან. მაგრამ არა მგონია, ვინმეს გაუკვირდეს ან ვინმეს მოელოდოს, რომ ის მიესალმება იმას, ვინც თავის ტერიტორიას იკავებს, ვინც ოჯახებს აშორებს, ვინც თავიანთ მოქალაქეებს აკავებს. არა მგონია, ვინმეს უკვირდეს, რომ მრავალი ქართველი არ მიესალმა ამ გემის ჩამოსვლას.
კითხვა სანქციებზე
ელჩი დეგნანი: რამდენიმე კვირის წინ ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების კოორდინატორებისაგან, განვიხილეთ ეს საქართველოს მთავრობასთან და მადლობა გადავუხადეთ საქართველოს მთავრობას იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენ ვნახეთ მცდელობისას შეეჩერებინათ ის კომპონენტები, რომლებიც ჩნდება ბრძოლის ველზე, და კლავს ხალხს უკრაინაში. ეს ნამდვილად არის ექსპორტის კონტროლისა და სანქციების მცდელობის მთავარი აქცენტი, ხელი შეუშალოს იმას, რაც უკრაინაში ადამიანებს კლავს რუსეთში შესვლითა და რუსეთის ჯარში მოხვედრით. საქართველო ამაში კარგი პარტნიორია და ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, ვინაიდან არის ბევრი ადამიანი, ვინც ცდილობს იპოვოს გზა ამ კომპონენტების რუსეთში შესატანად. ჩვენ მოუთმენლად ველით გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა ეს არ მოხდეს საქართველოს გავლით. გმადლობთ!