ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ რუსთავში

კითხვა საარჩევნო გარემოს შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ არჩევნებში ვმონაწილეობ როგორც დამკვირვებელი. ეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ქართველი ხალხისთვის – მოქალაქეები ხმის მიცემით ლიდერებს პასუხისმგებლობას აკისრებენ და საკუთარი პრიორიტეტების შესახებ ატყობინებენ, იქნება ეს სამუშაო ადგილები, გზები თუ ჯანდაცვა. ეს არის დღე, როდესაც მოქალაქეების ხმა ისმის. მოხარული ვარ, რომ ჩემს მიერ მონახულებულ საარჩევნო უბნებში მშვიდი და კოვიდისთვის მომზადებული გარემო იყო. კარგად ორგანიზებული სივრცეა იმისათვის, რომ მოქალაქეებმა უსაფრთხოდ მისცენ ხმა. იმედი მაქვს, რომ ხალხი მოვა არჩევნებზე – გაიკეთეთ პირბადე და გამოდით ხმის მისაცემად, რათა თქვენი მოსაზრება დაფიქსირდეს. დააკისრეთ თქვენს ლიდერებს პასუხისმგებლობა. ეს არის დემოკრატიის არსი. საქართველოს მოქალაქეები არიან დემოკრატიის ქვაკუთხედი და ჩვენ გულწრფელად მივესალმებით მათ მიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღების პასუხისმგებლიან მიდგომას.

კითხვა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: დავიწყებ იმით, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვღელავთ ბატონი სააკაშვილის კეთილდღეობას და ჯანმრთელობაზე. ჩვენ, ვაშინგტონთან ერთად, მჭიდროდ ვაკვირდებით სიტუაციას, რათა მან მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. არ ვარ ევროპული კანონის ექსპერტი, თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობისთვის მოწოდებას, რომ ბატონ სააკაშვილს მოეპყრან სამართლიანად, მიუკერძოებლად და საქართველოს კანონის შესაბამისად, რა თქმა უნდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტთან თანხმობაში. ამ ამბით უკრაინაც არის დაინტერესებული. ის [სააკაშვილი] არის უკრაინის მოქალაქე და ბუნებრივია, რომ უკრაინას განსაკუთრებული ინტერესი აქვს მის მიმართ. ეს უკრაინის მთავრობის პასუხისმგებლობაა საკუთარი მოქალაქისადმი. ჩვენ მოვუწოდებთ სამედიცინო პროფესიონალებს, რომ აკონტროლონ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზედმიწევნითა და სიფრთხილით, და მას სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ. მადლობა

კითხვა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: გავიმეორებ, მე არ ვარ სამედიცინო ექსპერტი. როგორც ვიცი, მხოლოდ ერთი პენიტენციური კლინიკაა, რომელზეც არის საუბარი, თუმცა ასევე ვიცი, რომ სახალხო დამცველმა დაასახელა ის ნაკლოვანებები, რაც ამ დაწესებულებას აქვს იმისათვის, რომ ბატონ სააკაშვილს საჭირო დახმარება აღმოუჩინოს. ვფიქრობ, ამოსავალი წერტილი არის ისეთი მოვლა, რომელიც ნებისმიერ პაციენთს შეიძლება დასჭირდეს და არიან სამეციდინო ექსპერტები ვისთან შეთანხმებითაც სამართლიანად და მიუკერძოებლად უნდა მოხდეს ამის განსაზღვრა. აქ მთავარი ადამიანის ჯანმრთელობაა და პრიორიტეტი უნდა იყოს ისეთი მოვლა, როგორიც პაციენტს ესაჭიროება.