ელჩები და მაღალი რანგის დიპლომატები სცენაზე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული „16 დღიანი კამპანიის“ მხარდასაჭერად (7 დეკემბერი)

ელჩები და მაღალი რანგის დიპლომატები სცენაზე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული „16 დღიანი კამპანიის“ მხარდასაჭერად (7 დეკემბერი)

ამ საღამოს შვიდი მაღალი რანგის დიპლომატი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე საერთაშორისო აღიარების მქონე დოკუმენტრ პიესას „შვიდ“ს წარადგენს. დიპლომატები თავიანთ წარმოდგენას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან გლობალურ კამპანიას უძღვნიან. პიესა ასახავს რეალურ ისტორიას შვიდ ქალზე რომლებმაც ქალთა, ბავშვთა და ოჯახების უფელებებისთვის ბრძოლაში სიმამაცე გამოიჩინეს. პიესის წარმოდგენა მოხდება სცენური კითხვით. თითოეულ როლს თბილისის დიპლომატიური კორპუსის შვიდი წევრიდან ერთ ერთი შეასრულებს:

  • მისი აღმატებულება ნიდერლანდების სამეფოს ელჩი ჯოს დუმა, რუსი მარინა პისკლაკოვა-პარკერის როლში.
  • მისი აღმატებულება სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი რუდოლფ მიხალკა, ჩრდილოეთ ირლანდიელი ინეს მაკკორმაკის როლში.
  • მისი აღმატებულება გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი, კამბოჯელი მუ შოშუას როლში.
  • მისი აღმატებულება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, გუატემალელი ანაბელა დე ლეონის როლში.
  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მისი აღმატებულება ელჩი კიასტუტის იანკაუსკასი, ავრანელი ფარიდა აზიზის როლში.
  • ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელძღვანელი საქართველოში ბატონი უილიამ ლაჰუ, ნიგერიელი ჰაფსათ აბიოლას როლში.
  • გაეროს განვითარების პროგრამის წარმოამდგენლის მოადგილე (დროებითი წარმომადგენელი) საქართველოში ბატონი შომბი შარპი, პაკისტანელი მუხტარ მაის როლში.

პიესას წარადგენს პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია. პიესა შვიდმა პრიზის მფლობელმა დტარატურგმა შექმნა, რომლებიც არიან: პაულა ციზმარი, კატერინ ფილუქსი, გაილ კრიგერი, კაროლ კ. მარკი, რუს მარგაფი, ანა დივერ სმიტი და სუზანა იანკოვიცი. პიესა მთელს მსოფლიოში უამრავ სცენზე დაიდგა, მათ შორის შვედეთში, ბრუსელში (ევროპარკლამენტის შენობაში) და ნიუ იორკში, სადაც პიესა ჰილარი კლინტონმა წარადგინა და კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელმა მერილ სტრიპმა შეასრულა ინეს მაკკორმაკის როლი (ადამიანისა და ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი ჩრდილოეთ ირლანდიიდან) დღევანდელი საღამოს წარმოდგენა ინიცირებულია ევროკავშირის საადმკვირვებლო მისიისა და საქართველოში ქალთა ფონდის მიერ, შვედეთის ინსტიტუტისა და შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, დადგმის ავტორი კი თომას ბარნსია. წარმოდგენა ნაწილია „აქტიურობის 16 დღის“ ფარგლებში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიისა, რომელიც 25 ნოემბრიდან (ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე) 10 დეკემბრემადე (ადამიანის უფლებების დაცვის დღე) გრძელდება.