აშშ-ის ელჩის განცხადება მედიისთვის ბორჯომის ხანძართან დაკავშირებით (22 აგვისტო)

Ambassador Kelly making statement regarding the Borjomi wildfire
ელჩი კელის განცხადება მედიისთვის ბორჯომის ხანძართან დაკავშირებით

უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ გუშინდელი ღამიდან მოყოლებული კავშირი მაქვს მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებთან. ვიცით, რომ ხანძარი ძალიან ძლიერი და საშიშია. ასობით ქართველი მეხანძრე სახიფათო ვითარებაშია. ჩვენ, როგორც საქართველოს პარტნიორს, გვსურს, მხარში დაგიდგეთ და ამისათვის მოვითხოვე აშშ-ის მთავრობისგან დამატებითი დახმარება. დავუკავშირდით აშშ-ის არმიის ევროპულ სარდლობას გერმანიაში და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID). ჩემი აზრით, მთავარია, ვნახოთ რით შევძლებთ დახმარებას. ვიცი, რომ მეზობელი ქვეყნები უკვე დაეხმარნენ საქართველოს ცეცხლის ჩასაქრობად საჭირო აღჭურვილობით. ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტს მთავრობასთან, რომ გავარკვიოთ, რა მიმართულებით შეგვიძლია დახმარება. ვლოცულობთ მამაცი მეხანძრეებისათვის, რომლებიც ებრძვიან ამ ხანძარს საქართველოს ულამაზეს და ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ მხარეში, ბორჯომში.