მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანების გადაცემა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის
22 თებერვალს, აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა ოთხი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანა გადასცა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს.
აღნიშნული მანქანების გადაცემა, რომელიც განხორციელდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, გაზრდის ცენტრის შესაძლებლობას სასწრაფო სამედიცინო დახმარება მიაწოდოს საქართველოს მაღალმთიან რაიონებს.
აღნიშნული პროექტი მხოლოდ ნაწილია აშშ-ის ევროპული სარდლობის იმ ძალისხმევისა, რომელიც ხორციელდება საქართველოს დასახმარებლად საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის დონის ასამაღლებლად, რაც გამოხატება როგორც აღჭურვილობის გადაცემით, ასევე სპეციალური სწავლებებით.
ცერემონიის დროს, ცენტრის დირექტორმა, ბ-მა ავთანდილ თალაკვაძემ და ორმხირივი ურთიერთობის ოფიცერმა, მაიორმა კვინტინ დოლმა განიხილეს სამომავლო გეგმებიც საყოველთაო ჯანდაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.