ამერიკელი მეწარმე, მეგან უორდი, ხელს უწყობს ქალების გაძლიერებას და ფინანსურ დამოუკიდებლობას (14 ნოემბერი)

ამერიკელი მეწარმე, მეგან უორდი, ხელს უწყობს ქალების გაძლიერებას და ფინანსურ დამოუკიდებლობას (14 ნოემბერი)

25-30 ნოემბერს თბილისს ეწვევა ახალგაზრდა წარმატებული მეწარმე და ბიზნესის მფლობელი მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტიდან, მეგან უორდი.  გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მოწვევით მეგან უორდი საქართველოს ქალების გაძლიერებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობის მისიით ეწვევა. მეგანმა დააარსა სამეწარმეო ორგანიზაცია „ძლიერი ქალები“ და არის საბრენდინგო კომპანია Creatively Flawless-ის აღმასრულებელი დირექტორი. მან ასევე შექმნა დეტროიტის პირველი სამუშაო სივრცე ქალებისთვის. საქართველოში ვიზიტისას მეგანი ჩაატარებს ვორკშოპებს ქალ მეწარმეებთან და შეხვდება ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რათა დაეხმაროს მათ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებაში. აშშ-ის საელჩოს კამპანია – 16 დღე ძალადობის წინააღმდეგ: მომავალი ჩვენია –  ასევე წარმოგიდგენთ NASA-ს ასტრონავტს, ჰაიდი ფაიფერს, რომელიც საქართველოს დეკემბრის დასაწყისში ეწვევა. აშშ-ის საელჩო გაავრცელებს ჰეშტეგს #ქალებისაქართველოში (#WomanInGeorgia), რათა ხაზი გაუსვას ქალების ჩართულობას და როლს ქვეყნის კულტურასა და ეკონომიკაში.