ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას ბერლინერის კომენტარი მედიასთან ამერიკანისტიკის კონფერენციაზე (11 მაისი)

ელჩის მოვალეობის შემსრულებლი, ნიკოლას ბერლინერი. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას ბერლინერის კომენტარი მედიასთან ამერიკანისტიკის კონფერენციაზე (11 მაისი)

 

კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლას ბერლინერი:

მე დღეს აქ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამერიკანისტიკის ყოველწლიურ კონფერენციაზე დასასწრებად ვარ მოსული. ეს არის ღონისძიება, რომელშიც ყოველ წელს მიხარია მონაწილეობის მიღება. გულწრფელად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს რაღაცები რაც ჩვენს ორ ქვეყანას შორის კავშირს აძლიერებს და ურთიერთგაგებას აღრმავებს. სწორედ დღევანდელი დღის ღონისძიება ქმნის ასეთ კავშირს. ეს არის ძლიერი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ამ კონფერენციას და მოხარულები ვართ რომ იმ ქვეყნის შესახებ იქნება საუბარი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. მიხარია, რომ ვმონაწილეობ გახსნაში.