11 სექტემბრის ხსოვნის დღე

9/11 Commemoration Ceremony at the US Embassy in Georgia. Photo: State Dept

დრო ვერ წაშლის ჩვენი მეხსიერებიდან 9/11-ს. 19 წლის შემდეგ ჩვენ კიდევ უფრო ძლიერნი ვართ ერთად. დღეს ჩვენ ვიხსენებთ და ვგლოვობთ მათ, ვინც დაიღუპა ან სამუდამოდ დასახიჩრდა იმ საბედისწერო ტერორისტული თავდასხმის დღეს. ჩვენ პატივს მივაგებთ იმ მამაცი კაცების და ქალების, მეხანძრეების, პოლიციის ოფიცრების, პარამედიკოსების და მოქალაქეების გამბედაობას და უანგარო თავდადებას, რომლებმაც პირველივე წუთებში საკუთარი ნებით მოინდომეს დახმარება სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ტერორიზმთან ბრძოლამ კიდევ უფრო დაახლოვა ამერიკელი და ქართველი ხალხი, დღეს ამ ბრძოლაში ჩვენ ორივეს გვყავს მსხვერპლი. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს წვლილს ავღანეთის მისიაში და კიდევ უფრო მეტად- გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ ქართველებს, ისევე, როგორც მივაგებთ პატივს 9/11- ში და შემდგომ წლებში დაღუპულ ამერიკელებს.