Flag

An official website of the United States government

ადამიანის უფლებადამცველთა ყოველწლიური გლობალური ჯილდოს მფლობელთა ვინაობა ცნობილია
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
თებერვალი 1, 2023

დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა ადამიანის უფლებადამცველთა ყოველწლიური ჯილდოს მიმღებთა ვინაობა. ადამიანის უფლებადამცველების  მხარდაჭერა და დაცვა  რჩება აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად, ასრულებენ რა ისინი არსებით როლს დემოკრატიის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, ძლიერი  სამოქალაქო საზოგადოების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და გარემოს მდგრადობის ხელშეწყობის კუთხით.

აღვნიშნავთ რა გაეროს „უფლებადამცველების შესახებ დეკლარაციის“ 25 წლისთავს, მოხარულები ვართ, დავასახელოთ  დაჯილდოებულთა ეს  კოჰორტა – ათი ადამიანი   მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც გამოიჩინეს ლიდერობა და გამბედაობა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობისა და დაცვის კუთხითდაუპირისპირდნენ  და ამხილეს ადამიანის  უფლებების დარღვევები და    უფლებათა დაცვის წარუმატებლობა;  ხელი შეუწყეს ერთობლივ  ძალისხმევას ისეთი საკითხების მხარდასაჭერად, როგორიცაა გარემოს დაცვა, მმართველობის გაუმჯობესება ,ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა  და დაუსჯელობის დასრულება.

წლევანდელ კოჰორტაში წარმოადგენილნი არიან  უფლებადამცველები სხვადასხვა ისტორიითა და დიდი პოტენციალით. მონობის უარყოფის წინააღმდეგ ბრძოლით დაწყებული , საარჩევნო და შრომითი უფლებების ხელშეწყობით დამთავრებული,  ათივე დაჯილდოებული განასახიერებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში ასახულ ღირებულებებს.

ნინო ლომჯარია და საქართველოს  გუნდი

ქალბატონი ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობას იკავებდა  2017 წლიდან 2022 წლამდე. სახალხო დამცველის აპარატი მისი ხელმძღვანელობით ფართოდ მოიაზრებოდა ყველაზე დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტად საქართველოში. მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ნინო და მისი გუნდი მხარს უჭერდნენ ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას ყველასთვის, ხანდახან ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ; მათ  დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს მთელი ამ დროის განმავლობაში. სახალხო დამცველის მუშაობამ, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, პატიმრების, ლგბტქი+ პირებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დასაცავად, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ხელი შეუწყო დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც  თავისი მოქალაქეების ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს პასუხობს.