9 აპრილის ხსოვნის დღე

1989 წელი სიმამაცით, თავდადებითა და თავისუფლებისადმი ერთგულებით გამოირჩეოდა. ბერლინის კედლის დაცემიდან დაწყებული, ტიანანმანის მოედანზე შეკრებილთა  გმირული წინააღმდეგობით დამთავრებული, მსოფლიომ იხილა, თუ როგორ დადგნენ მოქალაქეები დემოკრატიული ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე. ბალტიისპირეთის ქვეყნებში მილიონობით ადამიანი სოლიდარობის ნიშნად ცოცხალ ჯაჭვში გაერთიანდა; უნგრეთმა ავსტრიასთან საზღვარი გახსნა პიკნიკის მოსაწყობად. აქ, საქართველოში კი, 9 აპრილს 21 ადამიანმა სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად, ხოლო ასობით ადამიანი დაშავდა საბჭოთა არმიის ხელით, თავისუფლებისთვის გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს. მაშინ, როდესაც ვიხსენებთ მათ, ვინც თავი გაწირა უფრო თავისუფალი და წარმატებული ხვალინდელი დღისთვის, მოდით, ასევე, სიამაყით გავიხედოთ წინ, ვზეიმობთ რა, ამერიკელები და ქართველები , დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის თანაზიარ ღირებულებებს.