მდივნის თანაშემწე ანტინარკოტიკულ და სამართალდაცვის საკითხებში ტოდ. დ. რობინსონი თბილისს, რომს, ვატიკანსა და ვენას ეწვევა
მდივნის თანაშემწე, საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვის საკითხებში (INL), ტოდ. დ. რობინსონი 6-8 მარტს თბილისს ეწვევა, სადაც დაესწრება კონფერენციას „ქალები პოლიციაში“ და გამართავს შეხვედრებს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვის პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) პარტნიორებთან მართლმსაჯულებისა და სამართალდაცვის სფეროდან.
9-10 მარტს მდივნის თანაშემწე რობინსონი ეწვევა რომს, იტალიას, და ვატიკანს, სადაც გამართავს შეხვედრებს იტალიის მთავრობასა და წმინდა საყდრის წარმომადგენლებთან. იგი, ასევე, შეხვდება სამართლის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და განიხილავს კორუფციასთან და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის ძალისხმევას.
ამის შემდეგ მდივნის თანაშემწე რობინსონი გაემგზავრება ვენაში, ავსტრიაში, სადაც 13-17 მარტს, უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას, როგორც თანა-ხელმძღვანელი, გაეროს ნარკოტიკების კომისიის 66-ე სესიას,-–ნარკოტიკებთან ბრძოლის უმთავრეს მრავალმხრივ ფორუმზე. ამ წამყვან როლში, მდივნის თანაშემწე რობინსონი გაუძღვება დეპარტამენტის ძალისხმევას საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებისთვის არალეგალური სინთეზური ნარკოტიკებით გამოწვეული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საფრთხეების დასაძლევად.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ INL-PAPD@state.gov ან გამოიწერეთ INL Twitter-ზე და @StateINL-ზე.