აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უეს მიტჩელის განცხადება მედიისთვის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, ოძისი, დუშეთის რაიონი (1 მაისი)

Assistant Secretary A. Wess Mitchell visits the administrative boundary line at Odzisi, Dusheti District. Photo: MFA Georgia
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უეს მიტჩელი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, ოძისი, დუშეთის რაიონი. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უეს მიტჩელის განცხადება მედიისთვის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, ოძისი, დუშეთის რაიონი (1 მაისი)

დოქტორი უეს მიტჩელი: მადლობას გიხდით მობრძანებისათვის. აღნიშნულ ტერიტორიაზე 10 წლის წინ ომი მიმდინარეობდა და დღეს მე აქ ვიმყოფები, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს აღნიშნული მოვლენა არ დავიწყებია. ჩვენ არ ვცნობთ გამყოფ ხაზს როგორც საერთაშორისო საზღვარს. შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობენ; ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების დაკავების, წამებისა და მკვლელობის ფაქტებს და ვუსამძიმრებთ მათი ოჯახის წევრებს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების პირობები, შეწყვიტოს ამ ერთეულების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და ნება დართოს ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო შესვლას აღნიშნულ რეგიონებში. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს საქართველოს, როგორც მოკავშირის უსაფრთხოებას. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ხალხის მიერ დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობისათვის გაწეულ ძალისხმევებს და საქართველოს თავდადებას იყოს წარმატებული დემოკრატიის ნათელი მაგალითი კავკასიის რეგიონში.