ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველოში
არუნ ვენკატამარანის, ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველოში: ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ეკონომიკური
6 აპრილს, არუნ ვენკატარამანმა, სავაჭრო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ გლობალური ბაზრების საკითხებში და აშშ-სა და საგარეო ვაჭრობის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, დაასრულა ვიზიტი საქართველოში. ვიზიტისას იგი შეხვდა ლევან დავითაშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს. შეხვედრაზე მათ განიხილეს აშშ-ს ძირითადი ეკონომიკური მიზნები, რაც ენერგეტიკას, ლოჯისტიკა/ტრანსპორტსა და ბიზნეს კლიმატს უკავშირდება. იგი ასევე შეხვდა SABIT-ის კურსდამთავრებულებს და დაესწრო აშშ-ს ინვესტორების SelectUSA ბიზნეს იდეებიის კონკურსს , რომლის გამარჯვებული თავის იდეას შეერთებულ შტატებში წარადგენს. ვახშამზე ამერიკის სავაჭრო პალატის საბჭოსთან მან ასევე ისაუბრა ეკონომიკურ და საინვესტიციო კლიმატზე საქართველოში, და განიხილა, თუ დამატებით რა დახმარების გაწევა შეუძლია აშშ-ს ამერიკულ კომპანიებისათვის.
ვიზიტის დასასრულს სავაჭრო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ სადახლოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი მოინახულა და საქართველოს შემოსავლების სამსახურსა და საბაჟო დეპარტამენტს შეხვდა. საბაჟო კონტროლის ხელმძღვანელთან მან განიხილა ვაჭრობისა და ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებული აშშ-ს ძირითადი მიზნები და ისაუბრა საქართველოში აშშ-ს უსაფრთხოების სკანერის ტექნოლოგიის დანერგვაზე.







