წიგნის „ქართველები ამერიკაში“ ავტორის საჩუქარი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (16 დეკემბერი)

CDA Elizabeth Rood hosted Irakli Makharadze, author of "Georgian Trick Riders in American Wild West". Photo: State Dept

წიგნის „ქართველები ამერიკაში“ ავტორის საჩუქარი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (16 დეკემბერი)

დღეს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ირაკლი მახარაძეს, წიგნის „ქართველები ამერიკაში“ ავტორს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში უმასპინძლა. ბატონი მახარაძე იკვლევს იმ მხედრების ისტორიას, რომლებიც მონაწილეობდნენ როგორც ცნობილ ბუფალო ბილის ველური დასავლეთის შოუში, ასევე, ცირკებსა და სხვა წარმოდგენებში 1890-1920 წლებში. კვლევის თანახმად, ქართველმა მხედრებმა დიდი წვილი შეიტანეს ცხენზე ჯირითის კოვბოის ტექნიკის განვითარებასა და სრულყოფაში. ბ-ნი მახარაძის საინტერესო წიგნიდან ირკვევა, რომ ბუფალო ბილსა და ქართველ მხედრებს შორის კავშირი არის ერთ-ერთი უძველესი ჩვენთვის ცნობილი ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ირაკლი მახარაძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზებეთ რუდს გადასცა სიმბოლური სკულპტურა, რომელშიც გამოსახულია ბუფალო ბილ კოდი, ქართველი მხედარი და ადგილობრივი ამერიკელი. აღნიშნული საჩუქარი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ატრიუმში წლების განმავლობაში მისიისათვის გადაცემულ სხვა საჩუქრების გვერდით გამოიფინება.