ავტორი/ილუსტრატორი დევიდ მაკი საქართველოს ეწვევა (21 ივნისი)

color

აშშ-ის საელჩო თბილისში სიამაყით მასპინძლობს კომიქსების მეორე საპატიო წარმომადგენელს, ავტორს/ილუსტრატორს დევიდ მაკს (დეარდევილი, ელიესი, კაბუკი) საქართველოში. დევიდი გაუძღვება რამდენიმე პროგრამას ქართველი ახალგაზრდებისთვის, რათა მათ გაუზიაროს ამერკული ხელოვნების ეს უნიკალური ფორმა.

  • დევიდი დახატავს კომიქსებს იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებთან ერთად და გააგრძელებს კომიქსების მწერლის, ვან ჯენსენის მიერ წინა თვეში დაწყებულ სემინარებს. შემდეგ დევიდი ხელოვნების გაკვეთილს ჩაუტარებს ბავშვებს ისეთი ოჯახებიდან, რომლებიც  მეზობელი ქვეყნებიდან ძალადობას გამოექცნენ. ასევე გამართავს ლექციას და მასტერკლასს ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის.
  • დევიდი წარუძღვება სესიას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კომიქსების შექმნით დაინტერესებული ხელოვანებისთვის. დევიდი ისაუბრებს თანმიმდევრული ხელოვნების შესახებ და ხაზს გაუსვამს განსხვავებას კომიქსებსა და სხვა ვიზუალური ხელოვნების ნიმუშებს შორის.
  • დევიდი შეხვდება „ფატალური შეცდომის „ შემქმნელებს და დაეხმარება მათ კომიქსის რეალიზებაში. „ფატალური შეცდომა“გახლავთ ქომიქსი, რომელიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თბილისის კამპუსში არსებული ჯგუფის „ქალთა გაძლიერებისა“ და ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების მიერ იქმნება. შემქმნელმა ჯგუფმა უკვე დაწერა აღნიშნული კომიქსის სცენარი, რომელიც დამოკიდებულებასა და ომის საკითხებს ეხება. ასევე ამახვილებს ყურადღებას გუნდური მუშაობისა და გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე.17-2

საჯარო ღონისძიებები:

  • გამოფენა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში (ხელოვნების სასახლე, ი. კარგარეთელის ქუჩა N6).  გამოფენილი იქნება დევიდ მაკის ნამუშევართა დიდი ნაწილი, მათ შორის მარველის კომიქსებისთვის შექმნილი ნახატები, პერსონალური ნამუშევრები, თანმიმდევრული ხელოვნების ნიმუშები და ცნობილი ადამიანების პორტრეტები. გამოფენა გაიხსნერბა 23 ივნისს, 19:00 საათზე და 30 ივნისამდე გასტანს.
  • პრეზენტაცია და გამოფენა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში (რუსთაველის გამზირი N6) 27 ივნისს, 17:00 საათზე

კომიქსის პროგრამა „ფატალური შეცდომის“ დასრულებით დაგვირგვინდება. აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს კომიქსის პირველი გამოცემის ბეჭდვასა და უსასყიდრო დისტრიბუციას საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სტუდენტებისთვის. პროგრამის მიზანია გამოხატვის ამ ახალი ფორმის ქართველ ახალგაზრდებამდე მიტანა და ხელუხლებელი ეკონომიკური სექტორის სტიმულირება, ისევე, როგორც ახალგაზრდა თაობებისთვის პოტენციური შემოსავლის ბაზრის გაჩენა.

გაიცანით დევიდი ონლაინ! შეუერთდით პირდაპირ ჩართვას საელჩოს ფეისბუქის გვერდზე შაბათს, 25 ივნისს, 14:30 საათზე:https://www.facebook.com/tbilisi.usembassy/