Flag

An official website of the United States government

ავტორი
19 წუთიანი საკითხავი
დეკემბერი 2, 2022

პანდემია კრიტიკულად მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო,რომელიც თავისი დამანგრეველი ადამიანური დანაკარგითა თუ სოციალური და ეკონომიკური რღვევებით თითოეულ ჩვენგანს შეეხო. COVID-19ის შესუსტებასთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა განიხილავს მომავალი პანდემიების თავიდან აცილების გზებს, ამავდროულად,უნდა გვახსოვდეს, რომ ინფექციური დაავადების, როგორც ბიოლოგიურ იარაღად მიზანმიმართული გამოყენებით, შესაძლებელია მასობრივი განადგურების გამოწვევა,საფრთხე, რომელსაც სერიოზულად უნდა მივუდგეთ პოტენციურად უფრო დამანგრეველი შედეგების თავიდან ასაცილებლად, ვიდრე, ეს 2020 და მის შემდგომ წლებში იყო. საბედნიეროდ, არსებობს საერთაშორისო ნორმა ბიოლოგიის იარაღად გამოყენების წინააღმდეგ. ამ ნორმის დაცვა თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოების დაცვაა. 1972 წლის ბიოლოგიური იარაღის კონვენცია (BWC) კრძალავს ყველა ამ ტიპის იარაღს. ნოემბრის ბოლოს ამ კონვენციის განხილვის მიზნით183 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები შეიკრიბებიან ჟენევაში, რაც საშუალებას მისცემს საერთაშორისო საზოგადოებას გამოიტანოს დასკვნები პანდემიისგან და გაუმკლავდეს სახელმწიფოებისა და ტერორისტების მიერ ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხეს. 

ამრიგად, რა უნდა გაკეთდეს ამისათვის მომავალ მეცხრე მიმოხილვი კონფერენციაზე ბიოლოგიური იარაღის კონვენცს წევრმა ქვეყნებმა პასუხისმგებლობით უნდა გამოიყენონ ეს მომენტი და დასახონ ახალი კურსი, რომელიც ონვენციას შესაბამისობაში მოიყვანს განვითარებად მეცნიერულ, ტექნოლოგიურ და საფრთხეების ლანდშაფტთან და გააუმჯობესებს ბიოლოგიური იარაღის გამოყენების, გამოვლენისა და აღკვეთის საერთაშორისო ზომებს. კანადამ და ნიდერლანდებმა შემოგვთავაზეს გზა ამ მიზნების მისაღწევად – ინიციატივა, რომელსაც თანადაფინანსებას უწევს  შეერთებული შტატები და 27 ქვეყანა, რომელთა მიზანი ექსპერტთა რჩევებზე დაყრდნობით მე-20 საუკუნის ხელშეკრულების 21-ე საუკუნის ახალ რეალობასა და რისკებთან შესაბამისობაში მოყვანაა. 

წელს მსოფლიო თავზარდაცემული ადევნებდა თვალყურს,რუსეთი უკრაინაში შეჭრას და სიცრუისა და დეზინფორმაციის კამპანიის წამოწყებას, რომელიც მოიცავდა ცრუ და სამარცხვინო განცხადებებს, რომ თითქოს უკრაინა აშშ-ს მხარდაჭერით საზოგადოებრივ ჯანდაცვის დაწესებულებებში ბიოლოგიურ იარაღს აწარმოებდა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ შეძლო გაეროს უშიშროების საბჭოს დარწმუნება მისი ბრალდებების გამოძიებასთან დაკავშირებით, მოსალოდნელია, რომ იგი შეეცდება ხელი შეუშალოს და პოტენციურად ჩაშალოს მიმოხილვითი კონფერენცია თავსი განგრძობადი დეზინფორმაციული კამპანიით. შავი  და აშკარა ირონიაა, რომ მოსკოვი ბრალდებებს უყენებს და უსაფუძვლოდ ადანაშაულებს სხვებს იმ კანონდარღვევებში, რასაც თავად სჩადის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთს მემკვიდრეობით ერგო ბიოლოგიური იარაღის უზარმაზარი პროგრამა, რომლის შესახებ მას არც საჯაროდ განუცხადებია და არ გაუნადგურებია. 

როგორც წესი, ხელშეკრულების გადასინჯვის კონფერენციებზე საბოლოო ანგარიშს კონსენსუსის საფუძველზე იღებენ. 2022 წლის აგვისტოში გამართული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების მიმოხილვი ბოლო კონფერენციაზე, საბოლოო ანგარიშზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგანაც მხოლოდ ერთი ქვეყანა აღმოჩნდა ხელისშემშლელი და წავიდა თითქმის 150 ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებმაც გულმოდგინედ წარმართა მოლაპარაკებები, კომპრომისზე წავიდა და დათანხმდა საბოლოო დოკუმენტს,-ერთი ქვეყნისრუსეთის, გარდა. ახლა ჩვენ მიზანი ბიოლოგიური იარაღის კონვენციის მიმოხილვი კონფერენციაზე სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად გულმოდგინედ მუშაობაა კონსენსუსის მისაღწევად, პოლიტიკური და სხვა გამოწვევების ფონზე. 

როგორიც არ უნდა იყოს ბიოლოგიური იარაღის მიმოხილვითი  კონფერენციის შედეგი, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გაითვალისწინოს თუ რა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბიოლოგიური იარაღი მოსახლეობის ჯანმრთელობა, ეკონომიკის წარმატებასა და სახელმწიფოთა უსაფრთხოება. აშშ ბიოლოგიური იარაღის კონვენციის  მიმოხილვი კონფერენციაში , თანამშრომლობითი  სულისკვეთებით მიიღებს მონაწილეობას და შეეცდება რეალურ დისკუსიების გამართვას მონაწილე სახელმწიფოებთან. თითოეული მონაწილე სახელმწიფო კეთილსინდისიერად უნდა მიუდგეს მომავალ მიმოხილვი კონფერენცია და გაითავისოს ჩვენი, როგორც ქვეყნების, საერთო ინტერესები, და, უფრო მეტიც, –მთლიანად  კაცობრიობის,- რადგანაც ბიოლოგიური იარაღ საზღვრებს არ ცნობს. 

ბიოლოგიური იარაღის კონვენციის პრეამბულა გმობს ისეთი იარაღის გამოყენება, რომელიცშეუთავსებელია კაცობრიობის სინდისთან“. ჩვენ უნდა დავგმოთ, დაავადების იარაღად გამოყენება, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და დააკისროთ მკაცრი პასუხისგება ნებისმიერ ასეთ დამნაშავეს. შეერთებული შტატები მტკიცედ ერთგულია მიაღწიოს ბიოლოგიური იარაღისგან თავისუფალ სამყაროს და მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას შემოგვიერთდნენ.