აფრო-ამერიკელთა ისტორიის თვე (20 თებერვალი)

რუბი ბრიჯესი

სურათზე ნაჩვენებია, თუ როგორ მიდის 6 წლის რუბი ბრიჯესი ამერიკის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების თანხლებით ნიუ ორლეანში მდებარე უილიამ ფრენცის დაწყებით სკოლაში. იგი გახლდათ პირველი აფრო-ამერიკელი ბავშვი, რომელიც ამერიკულ სამხრეთში თეთრკანიანთა დაწყებითი სკოლის მოსწავლე გახდა.

რუბის მშობლებს ვერ გადაეწყვიტათ, მიეცათ თუ არა შვილისათვის უფლება ევლო თეთრკანიანთა სკოლაში, რომელიც მათი სახლიდან რამდენიმე ბლოკის მოშორებით მდებარეობდა. რუბის მამა წინააღმდეგი იყო, ღელავდა რა შვილის უსაფრთხოებაზე. მისგან განსხვავებით, რუბის დედას უნდოდა მას ისეთი საგანმანათლებლო შესაძლებლობები ჰქონოდა, რომლებზეც წვდომა თავად რუბის მშობლებს არ ჰქონდათ. რუბი და დედამისი ოთხი ფედერალური მარშალის თანხლებით სკოლაში ყოველ დღე დადიოდნენ. რუბი ბრბოს სალანძღავი სიტყვების ფონზე მიდოდა სკოლაში, სადილს მარტო მიირთმევდა და შესვენებაზე მასწავლებელთან ერთად თამაშობდა, თუმცა სკოლა არცერთხელ გაუცდენია.

რუბიმ დესეგრეგირებული საშუალო სკოლა დაამთავრა, ტურისტული წარმომადგენელი გახდა, დაქორწინდა და ჰყავდა 4 შვილი. მოგვიანებით ადრეული გამოცდილებების შესახებ ორი წიგნი დაწერა და კარტერ ვუდსონის ჯილდო დაიმსახურა. საკუთარი სიცოცხლის მანძილზე იგი რასობრივი თანასწორობის აქტივისტი იყო, 1999 წელს კი ტოლერანტობის პოპულარიზაციისა და საგანმანათლებლო ცვლილებების ხელშეწყობის მიზნით, რუბი ბრიჯესის ფონდი დააფუძნა.

ფერადკანიანთა მეოთხე ქვეითი ბრიგადა

სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას აფრო-ამერიკელებს ფედერალურ ჯარში გაწევრიანება სურდათ, თუმცა მათ უარით ისტუმრებდნენ. ემანსიპაციის პროკლამაციის გამოცხადებასთან ერთად, აფრო-ამერიკელი მამაკაცების ჯარში მიღება კანონიერი გახდა, თუმცა სეგრეგაცია უცვლელად გრძელდებოდა, იქმნებოდა რა შავკანიანებით დაკომპლექტებული დანაყოფები, რომელთაც თეთრკანიანი ოფიცრები ხელმძღვანელობდნენ.

სურათზე გამოსახული 28 მამაკაცი E ასეულის, ამერიკის შეერთებული შტატების მე-4 ფერადი ქვეითი ბრიგადის წევრები არიან, რომელთაც ამერიკის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვაშინგტონის დაცვა ევალებოდათ. აღნიშნულ სურათზე ისინი თოფებით ფორტ ლინკოლნთან არიან გამოსახულნი 17 ნოემბერს, 1865 წელს. შავკანიანმა ჯარისკაცებმა საკუთარი ქვეყნის მსახურებისათვის უამრავი დაბროკლება გადალახეს. აფრო-ამერიკელები ყოველ ბრძოლაში სიმამაცით გამოირჩეოდნენ და გამარჯვება არაერთხელ მოიპოვეს. ფერადკანიანი ჯარისკაცები ამერიკის ისტორიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენენ, რაც თანაბარი სამოქალაქო უფლებების მოსაპოვებლად კიდევ ერთი უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

ჰარიეტ ტაბმენი

ჰარიეტ ტაბმენის ნამდვილი სახელი არმანიტა როსი გახლდათ, მოგვიანებით კი დედამისის სახელი დაირქვა. იგი მონობაში დაიბადა და მერილენდის აღმოსავლეთ ნაპირზე იზრდებოდა, სადაც ზღვარი მონობასა და თავისუფლებას შორის ხშირად ბუნდოვანი იყო.  1849 წელს მონობას ჩრდილოეთში გამოექცა და გახდა ყველაზე ცნობილი ე.წ. „გამტარი“ რკინიგზაზე – ტაბმენი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასობით ოჯახის წევრსა და მონებს პლანტაციის სისტემიდან თავისუფლებისკენ გაუძღვა. ამერიკის სამოქალაქო ომის დაწყებამდე ტაბმენი მოწინავე აბოლიციონისტი იყო, ომის დროს კი ფედერალურ ჯარს ეხმარებოდა და ჯაშუშის როლსაც ირგებდა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ტაბმენმა დარჩენილი სიცოცხლე გაღარიბებული ყოფილი მონებისა და მოხუცების დახმარებას მიუძღვნა.

მადამ სი ჯეი უოლკერი

მადამ სი ჯეი უოლკერი ამერიკის პირველი შავკანიანი მილიონერი ქალის სახელითაა ცნობილი. მან თმის მოვლის საშუალებების წარმატებული ხაზი შექმნა. მისი ნამდვილი სახელია სარა ბრიდლავი. იგი 20 წლის ასაკში დაქვრივდა და მრეცხავად დაიწყო მუშაობა. თმის ცვენის მკურნალობის ძიების პროცესში ე.წ. „უოლკერის სისტემა“ შეიმუშავა და სახლში დამზადებულ საშუალებებს შავკანიან ქალებზე ჰყიდდა. საკუთარი ნიჭის მეშვეობით მან სწრაფად მზარდი საწარმო დააფუძნა და მდიდრული სახლების შეძენასაც არ ერიდებოდა. უოლკერმა ტასკიგის ინსტიტუტში ქალებისათვის სტიპენდიები შექმნა და მრავალ საქველმოქმედო ორგანიზაციას დიდი ფინანსურ დახმარებას უწევდა.

 

ტასკიგის მფრინავები

ტასკიგის მფრინავები ამერიკის ჯარის პირველი შავკანიანი სამხედრო ავიატორები იყვნენ. მათ წვრთნა ალაბამაში, ტასკიგის სამხედრო საავიაციო ბაზაზე გაიარეს და მეორე მსოფლიო ომის დროს 15,000-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა განახორციელეს ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ტასკიგის მფრინავები გამბედაობით აღსავე, მიზანსწრაფი ახალგაზრდა მამაკაცები იყვნენ. ისინი ამერიკის პირველი შავკანიანი სამხედრო მფრინავები იმ პერიოდში გახდნენ, როდესაც ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობდა, რომ შავკანიანი ინდივიდები ნაკლებ ინტელექტუალები, უნარიანები, მამაცები და პატრიოტები იყვნენ.  ქვეყნის ყოველი კუთხიდან მომავალი მფრინავები ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მსახურების სურვილით იყვნენ აღსავსენი. მათმა შთამბეჭდავმა მსახურებამ 150-ზე მეტი ჯილდო დაიმსახურა და ხელი შეუწყო ამერიკის შეიარაღებული ძალების სამომავლო ინტეგრაციას.

ლუი არმსტრონგი

ლუი არმსტრონგი ნიუ ორლეანში, ლუიზიანაში დაიბადა. ვარსკვლავური ვირტუოზი, იგი ცნობილი 1920-იან წლებში გახდა და საყვირზე დაკვრის გამბედავი სტილითა და უნიკალური ვოკალით მრავალ მუსიკოსზე იქონია გავლენა. არმსტრონგის ქარიზმატულობამ არამხოლოდ ჯაზის სამყარო, არამედ მთელი პოპულარული მუსიკის მსმენელები აღაფრთოვანა.

არმსტრონგს რთული ბავშვობა ჰქონდა და იძულებული გახდა სკოლა მუშაობის დასაწყებად მე-5 კლასში მიეტოვებინა. იგი პირველი აფრო-ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი იყო, რომელმაც ავტობიოგრაფია დაწერა; აგრეთვე პირველი აფრო-ამერიკელი იყო, რომლემაც ჰოლივუდის ფილმში ითამაშა და პირველი, რომელმაც ეროვნულ რადიო გადაცემას უმასპინძლა.

იგი საჯაროდ სამოქალაქო უფლებებზე არ საუბრობდა, თუმცა ლითლ როკ ცენტრალური სკოლის კრისიზმა იმდენად იქონია მასზე გავლენა, რომ სიჩუმე დაარღვია და თქვა: „ჩემი ხალხისადმი ასეთი მოპყრობისათვის სამხრეთში მთავრობა ჯოჯოხეთშიც წასულა“. არმსტრონგის სიტყვებს დიდი პოპულარობა და კრიტიკა მოჰყვა როგორც შავკანიანი, აგრეთვე თეთრკანიანი საჯარო ფიგურებისაგან. ეს მომენტი არმოსტრნიგის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მსაბაძ და გამბედავ მომენტად ითვლება.

როზა პარკსი

სამოქალაქო უფლებების მოძრაობის დაწყებას ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიძგი მისცა  შავკანიანმა მკერავმა, როზა პარკსკმა, რომელმაც 1955 წელს ალაბამაში, მონტგომერიში, თეთრკანიან მამაკაცს ავტობუსში ადგილი არ დაუთმო. ადგილობრივი შავკანიანთა საზოგადოების ლიდერებმა ბოიკოტი იმ დღეს გამოაცხადეს, როდესაც პარკსს სეგრეგაციის კანონების დარღვევის გამო პატიმრობა მიუსაჯეს. შემდეგი ნახევარი საუკუნის განმავლობაში  პარკსი ღირსებისა და სიძლიერის ეროვნული სიმბოლო გახდა, რაც გამჯდარი რასობრივი სეგრეგაციის დასრულებისაკენ იყო მიმართული.

„ხალხი ამბობს, რომ ჩემი ადგილი იმიტომ არ დავთმე, რომ დაღლილი ვიყავი“ – წერდა პარსკი თავის ავტობიოგრაფიაში – „მაგრამ ეს სიმართლე არ არის. მე ფიზიკურად დაღლლი არ ვიყავი… მე დანებებისაგან ვიყავი დაღლილი“.

ლითლ როკის ცხრიანი

ცხრა შავკანიანი მოსწავლე ფედერალური ჯარის თანხლებით მოძრაობდა თეთრკანიანების განრისხებულ ბრბოში, როდესაც ისინი თეთრკანიანთა საშუალო სკოლის კარებისკენ მიიწევდნენ ლითლ როკში, არკანზასში, გაკვეთილების პირველ დღეს. ცხრა მამაცი შავკანიანი მოსწავლეები იყვნენ: მელბა პატილო ბილსი, მინიჯინ ბრაუნი, ელიზაბეტ ეკფორდი, ერნესტ გრინი, გლორია რეი კარლმარკი, კარლოტა უოლს ლანიერი, ტელმა მაზერშედი, ტერენს რობერტსი და ჯეფერსონ ტომასი. აფრო-ამერიკელ მოსწავლეთა ეს ჯგუფი საჯარო სკოლებში რასობრივ სეგრეგაციას დაუპირისპირდნენ.

1957 წლის ზაფხულში ცხრა მოსწავლე ლითლ როკის სკოლაში ჩაეწერა, რომელშიც მანამდე მხოლოდ თეთრკანიანები სწავლობდნენ. მოსწავლეების ამ ძალისხმევას მხარს ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უჭერდა, რომელმაც სეგრეგირებული სკოლების არსებობა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

მშვიდობიანი, მამაცი მოსწავლეები და მათი მსვლელობა განრისხებულ ბრბოში თეთრკანიანების მსგავსი ხარისხიანი განათლების მისაღებად, სამოქალაქო უფლებების ეპოქის განმსაზღვრელი მკაფიო სურათია.

ჯიმი ჰენდრიქსი

გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი ჯიმი ჰენდრიქსი 1960-იან წლებში ელექტრო გიტარით, დაკვრის სტილითა და ექსპერიმენტული ხმით მსმენელში აღტაცებას იწვევდა. მამამისი ალი ყვება, რომ როდესაც ჯიმი თავდაპირველად იწყებდა დაკვრას თავის ბენდთან ერთად პატარა კონცერტებზე, იგი მხოლოდ თეთრკანიანებისათვის განკუთვნილ რიგებში ჯდებოდა, სეგრეგაციის პრტესტის ნიშნად. ამის გამო, მას ხშირად აპატიმრებდნენ კიდეც. როდესაც ცნობილი გახდა, იგი ფინანსურად არაერთ საქველმოქმედო ორგანიზაციას ეხმარებოდა.

რასა ჰენდრიქსისათვის იმაზე მეტს ნიშნავდა, ვიდრე ხალხს ეგონა. როგორც კრიტიკოსები და ბიოგრაფები აღნიშნავდნენ: იგი გულნატკენი იყო, როდესაც რადიოში მისი მუსიკის დაკვრაზე უარს აცხადებდნენ; მწვავედ განიცდიდა რასიზმს და მისი ყველაზე ცნობილ სიმღერებიში იგრძნობა მისი, როგორც ამერიკაში მცხოვრები შავკანიანი მამაკაცის, გამოცდლების გავლენა.

შირლი ჩისჰოლმი

შირლი ჩისჰოლმი პირველი ქალი აფრო-ამერიკელი კონგრესის წევრი გახდა 1968 წელს. ოთხი წლის შემდეგ იგი პირველი მაჟორიტარული პარტიის შავკანიანი კანდიდატი გახდა, რომელიც კენჭს ამერიკის პრეზიდენტობისთვის იყრიდა. პოლიტიკური კარიერის მანძილზე ჩისჰოლმი საგანამანათლებლო შესაძლებლობებისა და სოციალური თანასწორობისათვის იბრძოდა. ჩისჰოლმა კონგრესი 1983 წელს დატოვა მასწავლებლობისათვის. საპრეზიდენტო კანდიდატურის წამოყენებისას ჩისჰოლმა განაცხადა: „მე არ ვარ შავკანიანი ამერიკის კანდიდატი, თუმცა შავკანიანი ვარ და ამით ვამაყობ. მე არ ვარ ამ ქვეყნის ქალთა მოძრაობის კანდიდატი, თუმცა ვარ ქალი და ამითაც თანაბრად ვამაყობ. მე ვარ ხალხის კანდიდატი და ჩემი ახლა თქვენ წინაშე არსებობა ამერიკის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ეპოქის სიმბოლოა“. თავისი მემკვიდრეობის შესახებ ჩისჰოლმა განაცხადა: „მინდა გამიხსენონ როგორც ქალი, რომელმაც გაბედა ყოფილიყო კატალიზატორი ცვლილებებისათვის“.

გაიონ (გაი) ბლუფორდი

1983 წელს გაიონ (გაი) ბლუფორდი გახდა პირველი აფრო-ამერიკელი ნასას ასტრონავტი, რომელმაც კოსმოსში იფრინა. იგი კოსმოსური ხომალდი „ჩელენჯერის“ ბორტზე იმყოფებოდა, როგორც მისიის სპეციალისტი. მან 4 ხომალდის მისიაში მიიღო მონაწილეობა.

ბლუფორდის პირველი ფრენა STS-8 ჩელენჯერზე წვიმიანი აგვისტოს დილით, 1983 წელს შედგა. 30 წლის შემდეგ ბლუფორდი ხუმრობით ამბობდა, რომ მას არ ეგონა საშინელ ამინდში ფრენის საყურებლად ვინმე თუ შეიწუხებდა თავს მოსვლით.

„მე ვგრძნობდი უდიდეს პასუხისმგებლობას. ვგრძნობდი, რომ ვიყავი მისაბაძი ფიგურა და გზას ვუკაფავდი შავკანიან ამერიკელებს. თუმცა მნიშვნელოვანია არა ის, რომ შავკანიანი ვარ, არამედ ის, რომ როგორც მეცნიერმა და ასტრონავტმა კარგი სამუშაოები ჩავატარე“.

ფრედერიკ დაგლასი

„თქვენ იხილეთ, თუ როგორ აქციეს ადამიანი მონად; ისიც უნდა ნახოთ, თუ როგორ აქციეს მონა ადამიანად“.

ფრედერიკ დაგლასი გამოჩენილი ამერიკელი აბოლიციონისტი, ავტორი და ორატორი იყო. დაგლასმა მონობას თავი 20 წლის ასაკში დააღწია და მსოფლიოში ცნობილი ანტი-მონობის აქტივისტი გახდა. მისი სამი ავტობიოგრაფია მონობის ნარატივის ტრადიციის უმნიშვნელოვანეს ნამუშევრად და ამერიკული ავტობიოგრაფიის კლასიკად ითვლება. იგი მონობასა და რასიზმს ათასობით სიტყვით გამოსვლაში აკრიტიკებდა, თავისი ხალხის შეუპოვარ ხმას წარმოადგენდა და მონობის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას ქადაგებდა.

1845 წელს დაგლასმა, კიდევ ერთი გამოჩენილი აბოლიციონსიტის, გარისონისა და უენდელ ფილიპსის მხარდაჭერით, გამოქვეყნა ფრედერიკ დაგლასის ცხოვრების ნარატივი: ამერიკელი მონა. ნამუშევარმა მყისიერი წარმატება მოიპოვა. კრიტიკოსები იმასაც კი ამბობდნენ, რომ ნაშრომი იმდენად კარგად იყო დაწერილი, რომ შეუძლებელი იყო იგი შავკანიანის მიერ ყოფილიყო შექმნილი.

ჯესი ოუენსი

ჯესი ოუენსი ამერიკელი მძლეოსანი იყო, რომელმაც 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე 4 ოქროს მედალი მოიპოვა. მისი გრძელი ნახტომი მსოფლიო რეკორდის ტიტულს 25 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.

ოუენსის სპორტული კარიერია სკოლაში დაიწყო, როდესაც მან ეროვნული სასკოლო ჩემპიონატის 3 ღონისძიებაზე გაიმარჯვა. 2 წლის შემდეგ 1936 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლამდე ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შეჯიბრზე იგი ერთ მსოფლიო რეკორდს გაუთანაბრდა, ხოლო 3 რეკორდი მოხსნა. მისმა ოლიმპიურმა გამარჯვება ადოლფ ჰიტლერის განზრახვას, დაემტკიცებინა არიანული რასის უპირატესობა, წერტილი დაუსვა.

ოუენსი მოგვიანებით ყმაწვილდა ხელმძღვანელობის აქტივობებში ჩაერთო, ესტუმრა აზიას, როგორც კეთილი ნების ელჩი. ასევე გახლდათ ილინიოსის სახელმწიფო სპორტული კომისიის მდივანი.

მარტინ ლუთერ კინგი (უმცროსი)

„ჩვენი ცხოვრება მთავრდება მაშინ, როდესაც მნიშვნელოვან თემებზე საუბარს სიჩუმეს ვამჯობინებთ“.

მარტინ ლუთერ კინგი (უმცროსი) სოციალური აქტივისტი და ბაპტისტი მღვდელი იყო, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ამერიკული სამოქალაქო უფლებების მოძრაობის წარმატებაში. კინგი, მშვიდობიანი პროტესტის გზით, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის იღვწოდა როგორც აფრო-ამერიკელებისათვის, ასევე ეკონომიკურად ჩაგრულთა და უთანასწორობის ყველა მსხვერპლისათვის. იგი ისეთ გადამწყვეტ მომენტებს ედგა სათავეში, როგორიც იყო მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტი და ვაშინგტონის 1963 წლის მსვლელობა, რომელთა შედეგიც გარდამტეხი კანონების შემოღება იყო. 35 წლის ასაკში ლუთერ კინგი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, რომელმაც ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო. როდესაც გამარჯვება შეატყობინეს, მან განაცხადა, რომ საკუთარ 54,123 დოლარის ოდენობის საპრიზო თანხას სამოქალაქო უფლებების მოძრაობას გადასცემდა.