ელჩი კელის კომენტარი ბოდბის მონასტერში ნინოობის დღეს (27 იანვარი)

Ambassador Kelly in Bodbe on Saint Nino’s Day. Photo: State Dept

ელჩი კელის კომენტარი ბოდბის მონასტერში ნინოობის დღეს (27 იანვარი)

შეკითხვა წმინდა ნინოს ხსენების დღესასწაულში მონაწილეობის მიღების შესახებ

ელჩი კელი: ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის, ფრანჩესკასთვის, დიდი პატივია ამ დღესასწაულში მონაწილეობის მიღება. ჩვენ, ორივე, მორწმუნე ვართ და ვაცნობიერებთ წმინდა ნინოს უდიდეს მნიშვნელობას ქართველი ხალხისათვის და მთლიანად ქრისტიანული სამყაროსთვის.მსურს მივულოცო ქართველ ერს წმინდა ნინოს ხსენების დღე. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა დღეს.

შეკითხვა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თაობაზე, რომლითაც /აშშ/ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მოუწოდებს რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას.

ელჩი კელი: ჩვენ შეშფოთებულნი ვართ რუსეთის დუმას მიერ ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირებით, რომელიც გულისხმობს რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ინტეგრაციას. ჩვენ არ ვცნობთ ამ შეთანხმების ლეგიტიმურობას და განვიხალვთ მას უკან გადადგმულ ნაბიჯად. ვფიქრობ, ყველა მხარე უნდა მიმართავდეს ძალისხმევას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისაკენ, რომელიც ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების პირვანდელ პოზიციაზე დაბრუნებას; ეს გახლავთ ნაბიჯი არასწორი მიმართულებით და შესაბამისად, სრულიად ვგმობთ ამ ნაბიჯს.