ბროკ ბირმანი საუბრობს USAID-ის მიერ საქართველოსთვის COVID-19-ს საპასუხო დახმარებაზე (6 მაისი)
USAID-ის ადმინისტრაციის თანაშემწე ბროკ ბირმანი ტელეკომპანია „იმედს“ ესაუბრა USAID-ის მიერ საქართველოსთვის COVID-19-ის საპასუხოდ გაწეულ დახმარებაზე. „ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომ გაუმკლავდეს COVID-19-ს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა გააგრძელებს მუშაობას საქართველოს მხადასაჭერად, მათი გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად, ეკონომიკისა და ძლიერი დემოკრატიის გასაძლიერებლად.
ვაშინგტონიდან ჩაწერილ ინტერვიუში, ადმინისტრაციის თანაშემწე ბირმანმა ხაზგასმით აღნიშნა მხარდაჭერა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, საჯარო სამსახურების, განათლებისა და საქართველოს ეკონომიკის აღდგენისთვის მზადებაში.