სახელმწიფო დეპარტამენტის განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო მსოფლიოს მასშტაბით მისი გლობალური პარტნიორობის მეშვეობით უზრუნველყოფს სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარების პროგრამების განხორციელებას ლტოლვილების, გადაადგილებულ პირების, მოქალაქეობის არმქონე ადამიანების და ასევე მოწყვლად მიგრანტებისათვის. ბიურო ადვოკატირებას უწევს მოწყვლადი მოსახლეობის სამართლებრივ დაცვას ჰუმანიტარული დიპლომატიის საშუალებით, წინა პლანზე სწევს ჰუმანიტარული დახმარების საუკეთესო პრაქტიკას და ცდილობს რომ ჰუმანიტარული პრინციპების დაცვა და ინტეგრირება მოხდეს აშშ-ს საგარეო და შიდა თავდაცვის პოლიტიკაში.
განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს მისიისგანმარტება
ლტოლვილებისათვის, მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის დაკონფლიქტის მსხვერპლთათვის სამართლებრივი დაცვის,დახმარების და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების შეთავაზება დაასევე აშშ–ს განსახლებისა და მიგრაციის პოლიტიკის ხელშეწყობა.მრავალმხრივი სისტემების ამოქმედებით მსხვერპლთათვის გაწეულდახმარებაზე მაქსიმალური შედეგიანობის მიღწევა და ამერიკელიგადამხდელების სახელით ამ შედეგების უზრუნველყოფა.
განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ჰუმანიტარული დახმარების და სამართლებრივი დაცვის საქმიანობები მსოფლიოს მასშტაბით მოიცავს:
- იძულებით გადაადგილებისას გრძელვადიანი გადაწვეტილებების მონახვა: გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მოძიება ლტოლვილთა და კონფლიქტის მსხვერპლთა საკუთარი ნებით და უსაფრთხოდ დაბრუნების ჩათვლით, ადგილობრივ თემებში ინტეგრაცია და, მცირე ჯგუფებისათვის, მესამე ქვეყანაში საცხოვრებლის მიცემა, მაშინ როდესაც უკან დაბრუნება ან ადგილობრივი ინტეგრაცია არ არის შესაძლებელი.
- სახალხო დიპლომატიის განვითარება: განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო ასევე კოორდინაციას უწევს აშშ-ს მთავრობის მიერ განხორციელებულ სახალხო პოლიტიკას, აშშ-ს განვითარების სააგენტოსთან (UშAID) მჭიდრო თანამშრომლობის გზით.
- აშშ-ს სამიგრაციო პოლიტიკის ღირებულებების დაცვა და გატარება: განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო ხელმძღვანელობს სახელმწიფო დეპარტამენტის მუშაობას მიგრაციის პოლიტიკის საკითხებში, იმ შემთხვევაში, როდესაც მიგრაცია გადაიკვეთება ადამიანის უფლებებთან, სამუშაო ძალებთან, ეკონომიკურ განვითარებასთან, კლიმატის ცვლილებასთან, ფულად გზავნილებთან და ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებთან.
განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ჰუმანიტარული დახმარების და სამართლებრივი დაცვის საქმიანობები მსოფლიოს მასშტაბით მოიცავს:
- იძულებით გადაადგილებისას გრძელვადიანი გადაწვეტილებების მონახვა: გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მოძიება ლტოლვილთა და კონფლიქტის მსხვერპლთა საკუთარი ნებით და უსაფრთხოდ დაბრუნების ჩათვლით, ადგილობრივ თემებში ინტეგრაცია და, მცირე ჯგუფებისათვის, მესამე ქვეყანაში საცხოვრებლის მიცემა, მაშინ როდესაც უკან დაბრუნება ან ადგილობრივი ინტეგრაცია არ არის შესაძლებელი.
- სახალხო დიპლომატიის განვითარება: განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო ასევე კოორდინაციას უწევს აშშ-ს მთავრობის მიერ განხორციელებულ სახალხო პოლიტიკას, აშშ-ს განვითარების სააგენტოსთან (USAID) მჭიდრო თანამშრომლობის გზით.
- აშშ-ს სამიგრაციო პოლიტიკის ღირებულებების დაცვა და გატარება: განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო ხელმძღვანელობს სახელმწიფო დეპარტამენტის მუშაობას მიგრაციის პოლიტიკის საკითხებში, იმ შემთხვევაში, როდესაც მიგრაცია გადაიკვეთება ადამიანის უფლებებთან, სამუშაო ძალებთან, ეკონომიკურ განვითარებასთან, კლიმატის ცვლილებასთან, ფულად გზავნილებთან და ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებთან.
განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ბენეფიციარები
განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს დახმარება კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მოიცავს 1 მილიონზე მეტ ადგილნაცვალ პირს ქვეყნის საზღვრებს შიგნით ან მათ გასწვრივ, რომლებიც იძულებით გადაადგილებულნი არიან თავისი ქვეყნის ფარგლებში ან არიან იმ ქვეყნის მოქალაქეობის არმქონენი სადაც ცხოვრობენ. ჩვენს პრიორიტეტებს ამ რეგიონებში წარმოადგენს მოქალაქეობის არქონის პრეცენდენტების შემცირება, განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების შემუშავება, რომლებიც მოიცავს ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციას, ადგილობრივი მთავრობების ჩართულობას გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მოძიებაში, ბრძოლას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ და შესაძლო კონფლიქტების შემთხვევაში – სამოქმედო გეგმის შემუშავებას.
განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ძირითადი პარტნიორები
თავისი მისიის მისაღწევად განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო კონგრესის მიერ უფლებამოსილია დააფინანსოს გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (გლუკი), საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. ბიუროს ფონდების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ოგრანიზაციების პროგრამებს ხმარდება მათი ჰუმანიტარული და სამშვიდობო საქმიანობის განსახორციელებელად. გარდა ამისა, რათა მოხდეს პროგრამებში არსებული ყველა კომპონენტის დაფარვა, განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო ასევე აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომელბსაც შესაბამისი ექსპერტიზა და გამოცდილება გააჩნიათ. ბიურო აფინანსებს პროექტებს, რომლებიც ბიუროს მისიასთან არიან კავშირში, რათა მოხდეს ბენეფიციართა სამართლებრივი დაცვა და სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარება (როგორიცაა საკვები, წყალი, სანიტარია, განათლება და სამედიცინო მომსახურება).
არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მექანიზმები
RFP – განაცხადი პროექტების მიღებაზე
ყოველ წელს, უმეტესად აპრილ-მაისში, განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო აქვეყნებს განაცხადს პროექტების მიღებაზე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან (კონკურსის მექანიზმით). განაცხადები ქვეყნდება ვებ-გვერდზე www.grants.gov მითითებებისა და ინსტრუქციების დეტალური პაკეტით.
ჯულია ტაფტის გრანტი
ყოველწლიურად განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო აცხადებს საპროექტო წინადადებების მიღებას ჯულია ტაფტის საგრანტო დაფინანსებაზე, რომლის მიზანია ლტოლვილთა დასახმარებლად მცირებიუჯეტიანი, სხვა პროგრამების მიერ დაუფარავი, კომპონენტების დაფინანსება. ბიურომ ეს დაფინანსება წამოიწყო 2000 წლის ოქტომბერში მაშინდელი სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბიუროს ხელმძღვანელის ქ_ნ ჯულია ტაფტის ინიციატივით. ინიციატივის მიზანი გახლდათ ელჩებისათვის მიეცათ გარკვეული ფონდები, რათა მათ ჰქონოდათ საშუალება დაეფინანსებინათ კრიტიკული აქტივობები, რომელთა დაფინანსება არ მოხდა ან არასაკმარისად განხორციელდა სხვა დიდი პროგრამების ფარგლებში. განაცხადების მიღება წარმოებს თებერვლიდან მაისამდე. ტაფტის გრანტზე საპროექტო განაცხადის გამოგზავნა გაცილებით მარტივი და იოლია ვიდრე RFP. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით რეგიონალური ოფისის თანაშემწეს ეკა თოდრიას.
განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს წარმომადგენლობა ამერიკის საელჩოში
თბილისის ლტოლვილთა რეგიონალური ოფისი ზედამხედველობას უწევს დაახლოებით 20 მლნ ამერიკული დოლარის ჰუმანიტარულ დახმარების პროგრამებს რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების პირდაპირი დაფინანსებით და ინსტიტუციონალური პარტნიორებისათვის სამოქმედო ყოველწლიური ფონდების გამოყოფის გზით. ოფისი წარმოდგენილია რეგიონალური კოორდინატორის და მისი თანაშემწის მიერ, რომლებიც ბაზირებულნი არიან თბილისში. ოფისის გეოგრაფიული დაფარვის არეალია: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, რუსეთი, ცენტრალური აზია (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და უკრაინა.
ამჟამინდელი თანამშრომლები
ჯოშუა ფიშელი, რეგიონალური კოორდინატორი
ეკა თოდრია, რეგიონალური კოორდინატორის თანაშემწე.
განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ძირითადი დახმარების პროგრამები საქართველოში
საქართველოში 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურომ დაახლოებით 35 მლნ დოლარის დახმარება გამოყო, რაც იძულებით გადაადგილებული პირებისათვის შემწეობებს, თავშესაფარს და სოციო-ეკონომიურ მხარდაჭერას მოხმარდა. ამ თანხის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 29 მილიონი დოლარი) გადაეცა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს (გლუკი) სხვადასხვა დახმარების პროგრამებისათვის, და დახმარება ასევე მოიცავს ყოველწლიურ თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დაფინანსებას, რომელიც განცალკევებულია პირდაპირი დაფინანსებისაგან.
გლუკი საქართველოში ანხორციელებს დახმარებისა და სამრთლებირივი დაცვის პროგრამებს დაახლოებით 250,000 იძულებით გადაადგილებული პირისათვის, რომელთა უმრავლესობა ადგილნაცვალია 1990 წლების კონფლიქტების შედეგად. ბიუროს მიერ დაფინანსებული გლუკის ამჟამინდელი პროგრამები ეხმარება იძულებით გადაადგილებულ პირებს სამართლებრივი კუთხით დაცვაში და ასევე მიზნად ისახავს მათ ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციას. ასევე ხელს უწყობს მათ უსაფრთხო დაბრუნებას. ამ პროექტების ფარგლებში ხორციელდება იძულებით გადაადგილებული პირებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ხდება მათი ეკონომიური ინტეგრაცია პროფესიული გადამზადებისა და ტრეინინგების გზით, მიმდინარეობს მუშაობა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეფექტურობის გასაზრდელად, ხორცილედება პროექტები გენდერული და ოჯახური ძალადობის აღმოსაფხვრელად და ხდება ადგილობრივი თემების მობილიზაციით სხვადასხვა ინიციატივების ხელშეწყობა.
აფხაზეთში, გალის რაიონში გლუკი განსახლების, ლტოლვილთა, და მიგრაციის ბიუროს დაფინანსებით აშენებს საცხოვრებლებს დაბრუნებული მოსახლეობისათვის; აფუძნებს სოციალურ და თემთა ცენტრებს, რომლებიც ატარებენ სხვადასხვა ტრეინინგებს თემთა წევრებისათვის და ეხმარება მცირე ბიზნესს. ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის გაძლიერებას. გარდა ამისა, განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო მონაწილეობს ჟენევის კვარტალურ მოლაპარაკებებში ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობაში, რომელიც სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებაზე მუშაობს. განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს დაფინანსებით 2013-14 წლებში სამი პროექტი განხორციელდება. არასამთავრობო ორგანიზაცია Premiere Urgence–მა მიიღო მცირე გრანტი, რათა გააგძელოს ადმნისტრაციული ხაზის მიმდებარე სოფლებში ნდობის აღდგენისა და ფერმერთა შორის ორმხრივი კონტაქტების გაძლიერების პროექტები. საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children მუშაობს თემზე დაფუძნებული სამართლებრივი მომსახურების ცენტრების შექმნაზე, რომლებიც ადგილნაცვალ პირებს გაუწევენ დახმარებას სხვადასხვა სამართლებრივ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ საკითხებში. ორგანიზაცია UMCOR მუშაობს კონტაქტებისა და ნდობის აღდგენის კუთხით, რათა აღადგინოს და ინტენსიური გახადოს სამხრეთ ოსეთი-საქართველოს და აფხაზეთი-საქართველოს სასაზღვრო თემების 56 სამედიცინო მუშაკების ურთიერთ თანამშრომლობა. გარდა ამის, ადგილობრივი ორგანიზაცია “აფხაზინტერკონტი”, ჯულია ტაფტის გრანტის ქვეშ, იმერეთის რეგიონში ანხორციელებს ახალგაზრდა იძულებით გადაადგილებული პირების ტრეინინგებსა და უნარ_ჩვევების სწავლებას სოფლის მეურნეობის სფეროში.
და, ორგანიზაცია the Alliance for Conflict Transformation (ACT) ბიუროს დაფინანსებით აგრძელებს წინა წლის პროექტს, რომელიც სამხრეთ ოსეთ-საქართველოს სასაზღვრო ტერიტორიაზე ახდენს ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობა-მონაწილეობას წყლის რესურსების ერთობლივ მართვაში, რათა მოხდეს ირიგაციული სისტემების ამოქმედება იმგვარად, რომ ორივე მხარეს მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდოს წყალი.
განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო კვლავაც გააგძელებს თავის ძალისხმევას ნდობის აღდგენისა და საზღვრებზე ორმხრივი აქტივობების გაძლიერების ხელშესაწყობად. გლუკი პირველადი დახმარებების პროექტების დასრულების პროცესშია და ნელ-ნელა მოახდენს მიღწეული შედეგების გადაცემას გაეროს განვითარების პროგრამაზე (UNDP) სამომავლოდ უკვე ამ უკანასკნელის მიერ განვითარებადი პროექტების შემუშავება-განხორციელებისათვის. მაშინ როდესაც საქართველოს მთავრობა უფრო მეტ და მეტ პასუხისმგებლობას იღებს იძულებით გადაადგილებული პირების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, გლუკი თავისი აქტივობების გაგძრელებას გაეროს განვითარების პროგრამას და სხვა განვითარებაზე მომუშავე სააგენტოებს გადააბარებს. ამ გადასვლის დროს ბიურო შეეცდება, რომ შედარებით მცირე დაფინანსებით გააგრძელოს სამართლებრივი დაცვის პროგრამების დაფინანსება ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე, რათა უზრუნველყოს საჭირო ჰუმანიტარული პროგრამების გაგრძელება აფხაზეთში.