ეკონომიკური მონაცემები და ანგარიშები

ქვეყნის კომერციული გზამკვლევი (CCG) არის სანდო წყარო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აწარმოოთ ბიზნესი საერთაშორისო ბაზარზე.  აშშ-ის საელჩოებისა და საკონსულოების  კომერციის განყოფილებების გამოცდილი თანამშრომლების მიერ  დაწერილი ეს გზამკვლევები, მკითხველს აწვდიან ინფორმაციას ეკონომიკური მდგომარეობის, წამყვანი სექტორების, გაყიდვების ტექნიკის, საბაჟოების, რეგულაციების, სტანდარტების, საქმიანი მოგზაურობისა და სხვა სფეროების შესახებ.

7 მთავარი თემა ბაზარზე წარმატების მისაღწევად

ბიზნეს საქმიანობა საქართველოში: მიიღეთ ბაზრის შესაძლებლობებისა და ბაზარზე შესვლის სტრატეგიების, ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორების, ვაჭრობის სტატისტიკისა და იმ სხვა მიზეზების მიმოხილვა, რის გამოც ამერიკულმა კომპანიებმა უნდა განიხილონ ექსპორტი საქართველოში.

წამყვანი სექტორები ექსპორტისა და ინვესტიციებისთვის: შეიტყვეთ სექტორზე დაფუძნებული ინდუსტრიის ტენდენციების, ინდუსტრიის ბაზრის მიმოხილვების, ექსპორტ-იმპორტის სავაჭრო მონაცემებისა და ძირითადი სავაჭრო მოვლენების შესახებ.

საბაჟო, რეგულაციები და სტანდარტები: გაიცანით უახლესი სატარიფო და არასატარიფო ბარიერები, ექსპორტის კონტროლი, იმპორტის მოთხოვნები და დოკუმენტაცია, პროდუქტის სტანდარტები და სავაჭრო ხელშეკრულებები.

აშშ-ის პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვა: გაიგეთ ბაზარზე შესვლის საუკეთესო სტრატეგიები აგენტების/დისტრიბუტორების, გაყიდვების სხვა არხების გამოყენებით, ფასების და გადახდის მეთოდების, დაფინანსების, ერთობლივი/საწარმოების/ლიცენზირების და მთავრობისთვის გაყიდვის შესახებ.

საქმიანი მოგზაურობა: ნახეთ ინფორმაცია ვიზის, მოგზაურობისა და ვაქცინაციის მოთხოვნების შესახებ და მიიღეთ ინფორმაცია ადგილობრივი ბიზნეს პროტოკოლის შესახებ, როგორიცაა ჩაცმულობა, სავიზიტო ბარათები და საჩუქრები.

საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიში: შეიტყვეთ მეტი საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ.

პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო: მიიღეთ ინფორმაცია საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობის, ადგილობრივი კანონების შესახებ და რჩევები უსაფრთხოებისა და უშიშროების შესახებ.