საზღვარგარეთ უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო

საზღვარგარეთ უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო (OSAC) შეიქმნა 1985 წელს ფედერალური საკონსულტაციო კომიტეტის აქტის მიხედვით, რათა ხელი შეუწყოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას მთელ მსოფლიოში ამერიკის კერძო სექტორის ინტერესებსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის.  OSAC გადაიქცა უაღრესად წარმატებულ ერთობლივ უწყებად, სადაც ამერიკული კომპანიები და ორგანიზაციები იღებენ საჭირო ინსტრუმენტებს უცხო გარემოში უსაფრთხოების საკითხების მოსაგვარებლად.  OSAC არის უფასო სერვისი აშშ-ში დაფუძნებული ან აქ ჩართული კერძო სექტორის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ოპერირებენ საზღვარგარეთ.

OSAC ეფექტურად ეხმარება აშშ-ის კერძო სექტორს უშიშროების სფეროში საფრთხეების უკეთ გამოვლენაში; მათ შორის, ისეთი საფრთხეების იდენტიფიცირებაში, რომლებიც მიმართულია კერძო სექტორის პერსონალის, ობიექტების, ინვესტიციების, ინტერესებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაზიანებისკენ.  უსაფრთხოების დროული და ქმედითი ინფორმაციის მიწოდების გარდა, OSAC ასევე ეხმარება ახალი ბაზრების განვითარებას არსებული და მომავალი გარემოს უსაფრთხოების ზუსტი შეფასებით.  ის, მოთხოვნისა და საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფს უსაფრთხოების შესახებ კრიტიკული ინფორმაციის გაზიარებას.  OSAC ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე, რათა  შეუფერხებლად და მაღალპროფესიულად უპასუხოს მისი მომხმარებლების შეკითხვებს საზღვარგარეთ სრწაფად აღმოცენებად უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით.

თავისი ვებგვერდის (www.OSAC.gov) მეშვეობით, OSAC თავის მომხმარებლებს სთავაზობს: უახლეს ინფორმაციას უსაფრთხოებასა და უშიშროებასთან დაკავშირებით, საჯარო განცხადებებს, საკონსულო საქმეთა ბიულეტენებს, სამოგზაურო რჩევებს, მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღებს, ტერორისტული ჯგუფების პროფილებს, ქვეყანაში დანაშაულისა და უსაფრთხოების ანგარიშებს, სპეციალურ ანგარიშებს, თემატურ რეპორტაჟებს, უცხოური პრესის რეპორტაჟებს და მრავალ სხვა გამოსადეგ ინფორმაციას.  OSAC-ის ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი ასევე მოიცავს საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევის სპეციალისტებს, რომელიც  მხოლოდ აშშ-ის კერძო სექტორს ემსახურებიან. გარდა ამისა, OSAC-ს აქვს ქვეყნების საბჭოების (Country Councils) ქსელი მთელ მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებს აშშ-ის ადგილობრივ საზოგადოებასთან უსაფრთხოების ინფორმაციის გასაზიარებლად.

მეტი ინფორმაციისთვის, ან გასაწევრიანებლად, ეწვიეთ ბმულს.