Flag

An official website of the United States government

USDA CADI-ის გაცვლითი პროგრამა
აპლიკაციის ჩაბარების ბოლო ვადაა 2023 წლის 29 დეკემბერი

2024 USDA CADI-ის გაცვლითი პროგრამა

2024 წლის USDA CADI-ის გაცვლითი პროგრამა

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი აცხადებს მოკლევადიან (1-2 კვირა) გაცვლით პროგრამას ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროგრამა განკუთვნილია მეკალმახეობის სექტორის წარმომადგენლებისთვის, მენეჯერებისთვის და ადმინისტრატორებისთვის, რომლებიც მუშაობენ აკვაკულტურის განვითარებაზე, ვაჭრობის საკითხებზე, აგრობიზნესის მართვასა და მარკეტინგზე, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორიდან. ინგლისური ენის ცოდნა სასურველია, თუმცა არ არის აუცილებელი პროგრამაში მონაწილეობისთვის.

ეს არის USDA-ს საგარეო სოფლის მეურნეობის სამსახურის პროგრამა და ხორციელდება აიდაჰოსა და მისისიპის შტატის უნივერსიტეტებთან, მომავლის ფერმერთან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ ექსტენციის ცენტრთან თანამშრომლობით.

გაცვლითი პროგრამის მიზანია საქართველოს მეკალმახეობის სექტორის მხარდაჭერა, რათა მოხდეს მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფა და გაძლიერდეს და გაფართოვდეს სავაჭრო კავშირები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებთან. აპლიკანტებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან ენიჭებათ პრიორიტეტი შერჩევის პროცესში, რადგან ეს გაცვლითი პროგრამა არის USDA-ს მიმდინარე საპილოტე აქტივობის ნაწილი აჭარაში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

შესავსები აპლიკაციის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

აპლიკაციის ჩაბარების ბოლო ვადაა 2023 წლის 29 დეკემბერი.

ხელმოწერილი ელექტრონული აპლიკაცია უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: tbilisiusda@state.gov

აღნიშნული გაცვლითი პროგრამა გაიმართება 2024 წლის გაზაფხულზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს საქართველოში: tbilisiusda@state.gov