აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბროლაურის სასამართლოს ეწვია

ჩვენ გვჯერა, რომ, როდესაც მოსამართლე შეიარაღებულია კანონის უზენაესობის დასაცავად საჭირო ინსტრუმენტებითა და ცოდნით, ქვეყანას შეუძლია დემოკრატიის გაძლიერება. ამიტომაც დიდ ძალისხმევას ვდებთ ქართველი მოსამართლეებისთვის საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლითი პროგრამების შექმნაში. რეგიონებში ვიზიტისას ელჩი დეგნანისთვის მნიშვნელოვანია, შეხვდეს მოსამართლეებს და მოისმინოს მათი გამოცდილებისა და გამოწვევების შესახებ. მადლობას ვუხდით ამბროლაურის რეგიონულ სასამართლოს შესაძლებლობისთვის, გაგვეზიარებინა ჩვენი ხედვა და მოგვესმინა მათი …

მეტის ნახვა»

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი რაჭის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

რაჭა უდავოდ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა, როგორც თვალწარმტაცი პეიზაჟების, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის სიმდიდრის გამო. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ელჩმა დეგნანმა საელჩოს სახელით გამოთქვა მზაობა რაჭაში პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად. მასპინძლებს, ასევე, ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის შესახებაც უამბო, რომლის მეშვეობითაც საქართველოს არაერთი ისტორიული ძეგლი შენარჩუნდა. დღემდე, ამერიკის მთავრობას ოცი პროექტი $2 მილიონით აქვს დაფინანსებული საქართველოს სხვადასხვა საგანძურის …

მეტის ნახვა»

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სამთო-სამაშველო ოპერაციების წვრთნებს დაესწრო

გიფიქრიათ რამდენად მრავალმხრივი ცოდნა და უნარები სჭირდება მაშველს? სამთო–სამაშველო ოპერაციები მათი საქმიანობის ერთ–ერთი, თანაც, საქართველოს რელიეფიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ყოველთვის სიამოვნებით ვუზიარებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას. დღეს ელჩი დეგნანი რაჭაში სამთო–სამაშველო წვრთნას დაესწრო, რომელსაც უელკერის ოლქის მაშველები უძღვებოდნენ. აშშ–ის დაფინანსებით კიდევ ოთხი ასეთი წვრთნა ჩატარდება.

მეტის ნახვა»

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ილია ჭავჭავაძზის სახლი მოინახულა

ამერიკელებისთვის „დამაარსებელი მამების” ცნება ძალიან ახლო და ძვირფასია. ამ ქვეყანაში თანამედროვე საქართველოს დამაარსებელ მამად ილია ჭავჭავაძე მიიჩნევა. მისი მრავალმხრივი საქმიანობა და მდიდარი მემკვიდრეობა აღმაფრთოვანებელია. ჩვენი მისიისთვის კი განსაკუთრებით საამაყოა, რომ აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობა ილიასეულ პრო-დასავლურ პრინციპებზე დგას.  მცხეთა-მთიანეთში ოფიციალური ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა საგურამოში ილიას სახლი მოინახულა და მისი ცხოვრების შესახებ საინტერესო ისტორიები მოისმინა.

მეტის ნახვა»

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი წეროვანში დევნილთა დასახლებას ესტუმრა

დევნილთა საჭიროებები, ისევე როგორც მათი ისტორიები, განსხვავებულია. წლების განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის მსგავს ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით ვცდილობთ ამ ადამიანებს ცხოვრების გაუმჯობესებაში დავეხმაროთ. აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობის აღნიშვნისას შეუძლებელია არ ვახსენოთ ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენთან ერთად ადგილობრივი აქტივისტები, ორგანიზაციები და თავად დევნილები ეწევიან უკეთესი მომავლისთვის შესაძლებლობების შესაქმნელად. დღეს ელჩი დეგნანი წეროვანში დევნილთა დასახლებას ესტუმრა, ჩვენი თანამშრომლობის შედეგებს …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულს, მერსა და პოლიციის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელებს ეწვია

ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობის წარმატებისთვის. საქართველოს მასშტაბით, მათ შორის მცხეთა-მთიანეთში არაერთ პროგრამას ვახორციელებთ, რომელიც ხელისუფლებისა თუ სამართალდამცავ ორგანოთა ჩართულობას ან მხარდაჭერას მოითხოვს. დღეს ელჩი დეგნანი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულს, მერსა და პოლიციის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელებს თანამშრომლობისთვის მადლიერების გამოსახატად და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ შეხვდა.

მეტის ნახვა»

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს ესტუმრა

კულტურული ძეგლებით მდიდარ საქართველოში ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის მეშვეობით აშშ-ის საელჩო წლებია ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ზრუნავს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლების შენარჩუნებაზე. ოფიციალური თუ პირადი ვიზიტებისას ყოველთვის ვნახულობთ დროს საქართველოს საგანძურების მოსანახულებლად. ელჩის მცხეთა-მთიანეთში ოფიციალური ვიზიტისას დავათვალიერეთ ადრეული შუა საუკუნეების შედევრი – სვეტიცხოველი. ეს ძეგლები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კაცობრიობის მემკვიდრეობის ნაწილია.

მეტის ნახვა»

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სოფელ ფრეზეთს ეწვია

შარშან სოფელ ფრეზეთში ავაშენეთ წყლის მომარაგებისა და შენახვის ახალი სისტემა, რომელიც 1000-ზე მეტ დევნილს სუფთა წყლით ამარაგებს. დღეს ელჩი ამ დასახლებაში დაბრუნდა და მაცხოვრებლებს მათ ყოველდღიურ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ესაუბრა. ჩვენი მხარდაჭერა დევნილთა მიმართ ეფუძნება საქართველოსთან 30-წლიან პარტნიორობას და ეს დახმარება გაგრძელდება.

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

საელჩო აფასებს ადგილობრივი მთავრობიდან პარტნიორებს, რომლებიც საქართველოში ასობით პროექტის მხარდაჭერით ერთობლივი მიზნის მიღწევაში გვეხმარებიან. ეს მიზნებია: მშვიდობა, კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ელჩმა დეგნანმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ჩვენს ძალისხმევასა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის USAID-ის ახლადგამოცხადებულ, ადგილობრივი მმართველობის მხარდამჭერ $24-მილიონიან პროექტზე.

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი ზემო სვანეთის მიტროპოლიტს და ფოთის ეპისკოპოსს შეხვდა

საქართველო და შეერთებული შტატები იზიარებენ რწმენის ძლიერ ტრადიციას, რელიგიური ტოლერანტობის სულისკვეთებასა და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემას. სამეგრელო-ზემო სვანეთში ელჩი დეგნანი სულიერ წინამძღოლებს შეხვდა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისადმი საელჩოს ღრმა პატივისცემა დაუდასტურა. ორ ათწლეულზე მეტია ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ქვეყნის უნიკალური კულტურისა და ისტორიის, მათ შორის ხატებისა და ეკლესიების შესანარჩუნებლად. მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი ფოთში გადატვირთვის პუნქტის მშენებლობას ეწვია

სამხედრო თანამშრომლობა, წვრთნები და ერთად მსახური – ეს არის აშშ-სა და საქართველოს შორის მრავალწლიანი პარტნიორობა, რომელსაც ვაგრძელებთ მშვიდობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მუშაობით. ჩვენ ამაყად ვდგავართ მხარდამხარ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ფოთში გადატვირთვის სარკინიგზო პუნქტის მშენებლობა საკვანძო პროექტია, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ და რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას უსაფრთხოების საკითხებში. ელჩი …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი ზუგდიდის სასამართლოს ეწვია

რა უწყობს ხელს მშვიდობას, სტაბილურობასა და თანაზიარ კეთილდღეობას? – კანონის უზენაესობა და სასამართლო დამოუკიდებლობა. ელჩმა დეგნანმა და ზუგდიდის მოსამართლეებმა განიხილეს საელჩოს მხარდაჭერა საქართველოს ძალისხმევისადმი, ააშენოს ეფექტიანი და სანდო სასამართლო ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა მენტორობა და სასწავლო კურსები. აშშ-ის ერთგულება საქართველოს განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი კვლავაც მტკიცეა.

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი წალენჯიხაში მედია წიგნიერების სემინარს დაესწრო

ციფრულ ერაში ინფორმაციის მიღებისას დაფიქრება გვმართებს. ყალბი ინფორმაცია და დეზინფორმაცია საყვარელი იარაღია მავნე აქტორთათვის, რომლებიც დაბნეულობისა და უნდობლობის დათესვას ცდილობენ. საელჩოს მრავალი წლის პარტნიორ მედია განვითარების ფონდთან ერთად საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებს ვაძლიერებთ მედია წიგნიერებით. წალენჯიხაში ელჩი დეგნანი პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა, რომ მათგან მედია წიგნიერების უახლესი ტრენდების შესახებ მოესმინა.  

მეტის ნახვა»

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ტრანსკავკასიური ბილიკის წარმომადგენლებს შეხვდა

გაინტერესებთ თვალწარმტაცი პეიზაჟები და ისტორია? დაამატეთ სვანეთში ვიზიტი თქვენს სიას. შეერთებული შტატები ტურიზმის ინდუსტრიას ხელს უწყობს ისეთ პარტნიორებთან თანამშრომლობით, როგორიცაა ტრანსკავკასიური ბილიკი. ჩვენი თანამშრომლობით, გვსურს, მდგრადი ტურიზმის განვითარება და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების გაჩენით სოფლად კეთილდღეობის შექმნა. ელჩი დეგნანი პარტნიორებს ადგილობრივი ბიზნესისა და მთაში მცხოვრები ადამიანებისთვის ლაშქრობაზე დაფუძნებული ტურიზმის სარგებელზე ესაუბრა.

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის მიმართვა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე

ბატონო ვიცე-პრემიერო, ძვირფასო სტუმრებო და მეგობრებო, საღამო მშვიდობისა. მოხარული ვარ, რომ კვლავ პირადად გხედავთ ყველას აქ, ამერიკის საელჩოში. სწორედ ასეთი უნდა იყოს 4 ივლისის ზეიმი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. 4 ივლისს აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც დამფუძნებელმა მამებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამ დღეს ამერიკელმა ხალხმა პირობა დადო, რომ ააშენებდა ქვეყანას, რომელიც ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნებოდა დაფუძნებული. 246 …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა

აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავი რეგიონული ვიზიტებისას ელჩი დეგნანი მოხარული იყო მოსამართლეებთან შეხვედრის შესაძლებლობით. საქართველოს მოსამართლეებთან შეხვედრისას განიხილებოდა ის გზები, რომლითაც შეერთებულ შტატებს შეუძლია მხარი დაუჭიროს ეფექტიან, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს. ელჩისთვის პატივი იყო დღეს შეხვედროდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს, მათ გამოცდილებასა და გამოწვევებზე სასაუბროდ. გასული 30 წლის განმავლობაში ქართველი და ამერიკელი მოსამართლეები და …

მეტის ნახვა»

ელჩმა დეგნანმა ხულოში ახალი ამერიკული თარო გახსნა

აშშ-საქართველოს ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად ელჩი დეგნანი აჭარას სტუმრობს. დღეს მან დაათვალიერა ხულოს მუნიციპალიტეტი და გახსნა ახალი ამერიკული თარო, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს, გაიგოს მეტი შეერთებული შტატების შესახებ, გაიაროს ინგლისური ენის პრაქტიკა და შეხვდეს ჩვენი გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს. ასევე, ელჩი ქობულეთთან ახლომდებარე კვირიკეს მეჩეთში მივიდა, სადაც რელიგიის თავისუფლებასა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ისაუბრა.

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა

ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ოფისი აჭარაში მხარს უჭერდა საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, მასწავლებლები, მშობლები და პოლიციის ოფიცრები ერთად მუშაობენ, რათა საკუთარი საზოგადოება უფრო უსაფრთხო გახადონ. მუხაესტატეში გამოიკვეთა უსაფრთხო შეხვედრების სივრცის ნაკლებობა მოსწავლეებისა და საზოგადოების სხვა წევრებისთვის, ამ სივრცის შექმნა ერთობლივი მუშაობით მოხერხდა. აშშ-ის მთვრობის მიერ …

მეტის ნახვა»

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალს ეწვია

საქართველოს ბაზარზე ამერიკული კომპანიების შემოსვლისთვის მუშაობით შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ამ მხარდაჭერის მაგალითია და აჭარაში ყველაზე მსხვილ ამერიკულ ინვესტიციას წარმოადგენს. ტერმინალში ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, როგორ უკვალავს მსგავსი ინვესტიციები გზას სხვა ამერიკულ ბიზნესებს, რომ დაინტერესდნენ ქართული ბაზრით და გამოიყენონ მისი სატრანსპორტო, ლოგისტიკური და კომერციული ჰაბის პოტენციალი.

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი არასამთავრობო ორგანიზაცია ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტს ეწვია

მშვიდობის კორპუსის მოხალისეების საქმიანობა ხანგრძლივად ტოვებს კვალს იმ ადგილებში, სადაც ისინი მსახურობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი, რომელიც ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა თამარ ღლონტმა, საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ერაძემ და ოზურგეთში მშვიდობის კორპუსის ყოფილმა მოხალისემ დააფუძნეს, ამის თვალსაჩინო მაგალითია. დაარსების დღიდან ეს ორგანიზაცია რეგიონში 12 000-მდე ადამიანს მოემსახურა, განახორციელა პროგრამები, რომლის დახმარებითაც შეიქმნა ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკა, ინგლისური ენის …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი გურიაში ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს შეხვდა

რაიონებში ახალგაზრდების დასაქმების ხელშესაწყობად ამერიკის მთავრობამ დააფინანსა ინოვაციური პროექტი, რომელიც გურიაში სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პროფესიულ და სამეწარმეო უნარებს უვითარებს. სოფლის მეურნეობის სამეწარმეო კლუბები, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, გააგრძელებს მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე ცოდნის გაცემას გრძელვადიანი კავშირების ჩამოყალიბებით. ელჩი დეგნანი გურიაში ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს შეხვდა და მოისმინა მათი წარმატების ისტორიები, რომელსაც ამ პროექტში მონაწილეობით …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოსამართლეებსა და თანამშრომლებს ეწვია

დამოუკიდებელი, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების ინსტიტუტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იქნება ეს ადამიანის უფლებების დასაცავად, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის თუ საქართველოს მთავრობისთვის, რომ მათ მიაღწიონ გაცხადებულ მიზანს უფრო ღრმა ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. დღეს კანონის უზენაესობის განმტკიცების ძალისხმევასა და სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე დგას ელჩი დეგნანი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოსამართლეებსა და თანამშრომლებს ესაუბრა.

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი გურიის რაიონში პროფესიულ კოლეჯს ეწვია

შეერთებულმა შტატებმა მილიონობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებისთვის. ამით, ასევე, ვეხმარებით ბიზნესებს გაფართოებასა და მთავარ სეგმენტებში სამუშაო ძალის განვითარებას. დღეს ელჩი დეგნანი ეწვია საელჩოს ერთ-ერთ პარტნიორ ცენტ „ჰორიზონტს”, რომელიც ერთადერთი პროფესიული კოლეჯია გურიის რაიონში. განათლების სფეროში ტექნიკურ ძალისხმევასთან ერთად, ინგლისური ენის პროგრამის გაძლიერებისთვის და ინგლისური ენის ბიბლიოთეკის შესაქმნელად „ჰორიზონტმა” მჭიდროდ ითანამშრომლა მშვიდობის კორპუსთან. USAID-ის …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის სიტყვა 30 წლის საიუბილეო კონცერტზე

მოგესალმებით! მე ვარ კელი დეგნანი, ამერიკის ელჩი საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა. გმადლობთ, რომ ამ საღამოს ჩვენთან ერთად აღნიშნავთ ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს. ოფიციალურად დიპლომატიურ ურთიერთობას 1992 წლის 24 მარტს ჩაეყარა საფუძველი, თუმცა ამერიკამ პირველი დიპლომატიური ურთიერთობა 100 წლის წინ 1890 წელს ბათუმში დაიწყო. ჩვენს ერებს მეგობრობის დიდი ისტორია აკავშირებს. ამერიკელი ხალხი თავიდანვე სოლიდარობას …

მეტის ნახვა»

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი თელავის რეგიონულ სასამართლოს ეწვია

თელავის რეგიონულ სასამართლოში ელჩმა დეგნანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცება აშშ-ის მთავრობის მაღალ პრიორიტეტად რჩება. ამას ასახავს საქართველოში აშშ-ის წარმომადგენლობის ოცდაათი ოფისისა და სააგენტოს მუშაობა. ბევრი მათგანი ქართველ პარტნიორებთან ერთად ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებისა და გაძლიერებისთვის მუშაობს. კერძოდ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი თელავის სასამართლოსთან თანამედროვე სასამართლო დარბაზების ჩამოყალიბებისთვის მუშაობს, რათა მხარდაჭერილ იქნას ნაფიც …

მეტის ნახვა»

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პანკისს ეწვია

Პანკისში ვიზიტისას ელჩი დეგნანი შეხვდა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდა ლიდერებს, რათა მოესმინა მათი მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, მათ მიღწევებზე, წარმატებასა და გამოწვევებზე. Შეხვედრაზე განიხილეს დადებითი და გრძელვადიანი გავლენა, რაც პანკისის მოსახლეობის აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტებს მოაქვს.   Ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში საქართველოში აშშ-ის წარმომადგენლობის ოფისებმა და სააგენტოებმა მიზნად დაისახა ინკლუზიური მმართველობის …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის შეხვედრა თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძესთან

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარები მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ

შეკითხვა შეხვედრის შესახებ ელჩი დეგნანი: ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა სპიკერ შალვა პაპუაშვილთან. მე ნამდვილად ვაფასებ, რომ მან შეძლო შეხვედრისთვის დროის დათმობა. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა თემები, მათ შორის მისი ბოლო ვიზიტი ნატოში და შეხვედრები საქართველო-ნატოს კომისიასთან. ასევე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზე. ჩვენ მოვუწოდეთ სპიკერს,  ეს პროცესი გაეხადა უფრო …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის ვიზიტი აშშ-ის საელჩოს მიერ მხარდაჭერილ საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრში

საქართველოს საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს სანაპირო საზღვრის მთლიანობაში. გასულ კვირას ელჩი დეგნანი სასაზღვრო პოლიციის უფროს მოადგილეს გოჩა ჯანჯღავასა და მართვის ცენტრის უფროს შოთა მიროტაძეს შეხვდა და კიდევ ერთხელ აღუთქვა შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი უწყებათაშორისი ოპერაციების ცენტრია, რომელიც ქვეყნის …

მეტის ნახვა»

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში რძის გადამამუშავებელ ქარხანას ეწვია

შეერთებული შტატები, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) „Food for Progress” პროგრამის საშუალებით, საქართველოს რძისა და საქონლის ხორცის სექტორებისა და სურსათის უვნებლობის სისტემების გაძლიერებას უჭერს მხარს. დღეს ელჩი კელი დეგნანი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში კახა მანჯავიძის საკუთრებაში არსებულ რძის გადამამუშავებელ ქარხანას ეწვია და გაეცნო, თუ როგორ დაეხმარა USDA-ს პროგრამა კახას რძის პროდუქტების საწარმოო პრაქტიკების გაუმჯობესებაში. USDA-ს …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

კითხვა ღონისძიების შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს საბაჟო ადმიანისტრაციასთან ერთად აღვნიშნავთ საბაჟოს საერთაშორისო დღეს. ეს არის მებაჟე ოფიცრების ყოველდღიური საქმიანობის დაფასების დღე. თქვენ თავად ხედავთ, თუ როგორ ამარტივებენ ისინი კანონიერი საქონლის შემოსვლასა და გასვლას საზღვარზე, თუმცე თქვენ შეიძლება ვერ ხედავდეთ იმ მძიმე შრომას, რომელსაც ისინი საქართველოს უკანონო კონტრაბანდისგან დასაცავად წევენ. ისინი …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის სიტყვა 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით

წელს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, საქართველოსთან  დიპლომატიური ურთიერთობების, პარტნიორობისა და მეგობრობის 30 წლისთავს აღნიშნავს. ამბიციური გეგმა გვაქვს, რომ მთელი წლის განმავლობაში აღვნიშნოთ ჩვენი მრავალმხრივი პარტნიორობის ყველა ასპექტი. დღეს მსურს გავიხსენო ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი და მიმოვიხილო, თუ რატომ არის საქართველო ასეთი მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. 30 წლის წინ, მოსკოვის თითქმის ორასწლიანი ბატონობის შემდგეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის და საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკალიანის ვიდეო მიმართვა ევროპისა და ევრაზიის ბიუროს მდივნის მოადგილე დონფრიდთან ტელეფონით საუბრის შემდეგ

მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს ამერიკის საელჩოში დღეს საღამოს.  მინისტრმა და მე ახლახან დავასრულეთ კონსულტაციები სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდთან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ჩვენი რეაგირების ძალისხმევის შესახებ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არის კრემლის მიერ შექმნილი კრიზისი. გაუგებარია, რატომ ცდილობს რუსეთი ევროპული უსაფრთხოების დესტაბილიზაციას – შესაძლოა, ამით ცდილობს შიდა პრობლემებისგან რუსი ხალხის ყურადღების …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან საგანგებო სიტუაციების ცენტრის ტრენინგის დახურვის ღონისძიებაზე

კითხვა ღონისძიების შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: საგანგებო სიტუაციების ცენტრის ტრენინგი არის კიდევ ერთი მაგალითი იმ ძალისხმევისა , რასაც აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო ახორციელებს საქართველოში წლების მანძილზე, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებას მასობრივი განადგურების იარაღის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლასა და სხვა სახის საგანგებო სიტუაციებში რეაგირებისას საქართველოსა და რეგიონში. აშშ თანამშრომლობს საქართველოს მრავალ სახელმწიფო უწყებასთან, …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან დაჭრილ მებრძოლთა საქველმოქმედო ღონისძიებაზე

კითხვა ღონისძიების შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩემთვის უდიდესი პრივილეგიაა დღევანდელ ღონისძიებაზე დასწრება, რათა პატივისცემა გამოვხატოთ ასობით ქართველის მიმართ, რომლებიც საკუთარი ქვეყნის სამსახურში, როგორც მეომრები, დაიჭრნენ. შეერთებული შტატებისთვის დიდი პატივია, რომ მარო მაყაშვილის სახელობის დაჭრილ მებრძოლთა რეაბილიტაციის ცენტის შექმნაში წვლილი შევიტანეთ, მათ შორის $4 მილიონის სახით, რაც ცენტრის ამუშავებაში დაეხმარა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ცენტრის მხარდაჭერას, …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის განცხადება თავდაცვის სამინისტროს GDRP-ის დასკვნით ღონისძიებაზე

თავდაცვის სამინისტროში დავესწარი თავდაცვის ძალებისა და სამინისტროს მიერ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ოთხი წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებების შეჯამებას. ეს იყო კარგი შესაძლებლობა, გვესაუბრა ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში დაგროვილი მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ და განგვეხილა სამომავლო თანამშრომლობის სფეროები, რადგან საქართველო და აშშ გადადიან ურთიერთობის ახალ ეტაპზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვისა და მდგრადობის გაძლიერების ინიციატივას ვუწოდებთ. მოვისმინეთ შესანიშნავი …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის მედია კომენტარი ამერიკის სავაჭრო პალატის მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრის დროს

შეკითხვა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე პირველად დასწრების შესახებ ელჩი კელი დეგნანი: მოხარულივართ, რომ მიხეილ სააკასვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აძლევს მას საშუალებას საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ითხოვდნენ მის დასწრებას სასამართლო სხდომაზე, თუ მას ეს ენდომებოდა, რაც მისი უფლებაა. ეს ასევე გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, ყველა ბრალდებულს უფლება აქვს ისარგებლოს სამართლიანი …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან USAID-ის “ზრდა” პროექტის დახურვის ღონისძიებაზე

კითხვა ღონისძიების შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ნამვილად მოხარული ვარ, რომ დღეს აღვნიშნავთ USAID “ზრდა” პროგრამის წარმატებულ დასასრულს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს პროგრამა ემსახურებოდა საქართველოს რეგიონების, განსაკუთრებით ადმინისტრატიული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაძლიერებას. ამ პროგრამამ კარგი სამუშაო ადგილები შექმნა მთელი საქართველოს მასშტაბით. მან ათასობით ქართველი ოჯახისთვის შექმნა შემოსავალი და გააუმჯობესა როგორც პროდუქტიულობა ისე ფერმერების …

მეტის ნახვა»

ელჩ კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან სამართალდამცავი ქალების კონფერენციის ღონისძიებაზე

ელჩი კელი დეგნანი: მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები “ქალები პოლიციაში” ერთკვირიანი კონფერენციის დასკვნით ღონისძიებაზე. ეს კონფერენცია აერთიანებს ამერიკელ და ქართველ სამართალდამცავ პროფესიონალებს, რათა გამონახონ გზები ქალების წამყვანი როლის გასაძლიერებლად სამართალდამცავ სფეროში. საქართველოში ქალი პოლიციელები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად. ისინი აღჭურვილნი არიან განსაკუთრებული უნარ-ჩვევებით, და იყენებენ მათ სამართალდაცვითი საქმიანობისას, ისე როგორც ვერავინ …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან Catapult Georgia-ს ღონისძიებაზე

კითხვა ღონისძიების შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვესწრები ღონისძიებას, რომელზეც საფუძველი ეყრება Silicon Valley-ს ვენჩურული (სარისკო) კაპიტალის პირველ ფონდს საქართველოში – Catapult Georgia. ეს არის დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ვენჩურული ფონდი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სწრაფი ზრდის მაჩვენებლიან კომპანიებზე საქართველოში. პროექტი მიზნად ისახავს ქართველი კომპანიებისთვის მეტი ამერიკელი და უცხოელი …

მეტის ნახვა»

ევროპის სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაური, გენერალ-მაიორი დევიდ თაბორი საქართველოში ჩამოვიდა

ევროპის სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაური, გენერალ-მაიორი დევიდ თაბორი დღეს ჩამოვიდა თბილისში, რათა შეხვდეს საქართველოს სამხედრო ლიდერებს და განიხილოს სასწავლო წვრთნის “წინააღმდეგობის გაწევის ოპერაციული კონცეფციის” მიმდინარეობა და სამომავლო პერსპექტივები. ევროპის სპეციალური ოპერაციების სარდლობა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალები, როგორც ურყევი პარტნიორები, ერთად გადიან სწავლებას, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ [საომარი მოქმედებების] თეატრის შიდა ოპერაციების, არამედ მთელი საზოგადოების …

მეტის ნახვა»

ელჩმა კელი დეგნანმა ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგო

8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ ბათუმში პირველი ვიზიტისას, ელჩმა დეგნანმა ამერიკელი ხალხის სახელით ყვავილებით შეამკო ის ადგილი, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამერიკის საელჩო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და ბათუმის საზოგადოებას.

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის მედია კომენტარი ბათუმის ამერიკული სამხედრო ვიზიტის დროს

შეკითხვა გემების პორტში შემოსვლის შესახებ ელჩი დეგნანი: ჩვენ ძალიან მოხარული ვართ და ჩემთვის დიდი პატივია მივესალმო ამერიკული ხომალდების: მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდის „პორტერი” და სამეთაურო მართვის ხომალდის „მაუნთ უიტნი ეკიპაჟებს. „მაუნთ უიტნი“ აქ იყო 2008 წლის სექტემბერში, უფრო სწორად ფოთში, და საქართველოში ჩამოიტანა უაღრესად საჭირო ჰუმანიტარული დახმარებით რუსეთის შემოჭრის შემდეგ. ეს არის საქართველოსა და აშშ-ის …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან მინისტრ ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ

კითხვა შეხვედრის შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა მინისტრ ტიკარაძესა და მინისტრის პირველ მოადგილე, გაბუნიასთან. ჩვენ ყველანი შეწუხებული ვართ საქართველოში COVID-ის ძალიან მაღალი მაჩვენებლებით და, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს დაავადების შემთხვევათა შესამცირებლად, და რაც მთავარია, ვაქცინაციის მაჩვენებლის გასაზრდელად. აქ ორი წლის წინ ჩამოვედი, მაშინ ცოტა რამ თუ …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანი თბილისი ფოტო ფესტივალის გახსნაზე – მედია კომენტარები

ელჩი დეგნანი თბილისის ფოტო გამოფენის გახსნის შესახებ : მოხარული ვარ, რომ დღეს ვესწრები თბილისის ფოტო ფესტივალის გახსნას. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი, ამერიკელი და ევროპელი ფოტოგრაფების ამ მართლაც გასაოცარ გამოფენას, რომელიც ასახავს წინა საუკუნის პერიოდს და კიდევ მეტს. ვფიქრობ ღირს აქ მოსვლა და დროის გატარება ამ შტამბეჭდავი, ზოგჯერ მტკივნეული, და ძალიან ემოციური ფოტოების შეგრძნება, …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ლიტერატურის ფესტივალის გახსნაზე

კითხვა ღონისძიების შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან მოხარული ვარ, რომ მწერალთა სახლში ლიტერატურის ფესტივალის გახსნას ვესწრები. ამერიკის საელჩო ამ ფესტივალს უკვე 6 წელია უჭერს მხარს – ეს არის რიგით მეექვსე წლიური ღონისძიება. ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს, რომ წელს ფესტივალი ეძღვნება ამერიკელ მწერალს, ლოურენს ფერლინგეტის, რომელიც ჩემი მშობლიური ქალაქიდან, სან-ფრანცისკოდან არის. ეს ფესტივალი ქართველი და ამერიკელი …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის დახვედრის ღონისძიებაზე

კითხვა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის ვიზიტთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს საქართველოს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. მისი ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გრძელდება მჭიდრო ურთიერთობები. უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ, თუ კიდევ რა შეიძლება …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ რუსთავში

კითხვა საარჩევნო გარემოს შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ არჩევნებში ვმონაწილეობ როგორც დამკვირვებელი. ეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ქართველი ხალხისთვის – მოქალაქეები ხმის მიცემით ლიდერებს პასუხისმგებლობას აკისრებენ და საკუთარი პრიორიტეტების შესახებ ატყობინებენ, იქნება ეს სამუშაო ადგილები, გზები თუ ჯანდაცვა. ეს არის დღე, როდესაც მოქალაქეების ხმა ისმის. მოხარული ვარ, რომ ჩემს მიერ მონახულებულ …

მეტის ნახვა»

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გვირგვინით შემკობის ცერემონია

28 წლის წინ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ სოხუმი დაეცა. ამ მძიმე ტრაგედიას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და ასობით ათას ადამიანს სახლის იძულებით დატოვება მოუწია. ჩვენ ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება. ამ წლისთავის აღსანიშნავად და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ელჩმა კელი დეგნანმა, თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ და საქართველოში …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან ამერიკულის კულტურის ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე

კითხვა ღონისძიების შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ეს არის ფანტასტიური ინიციატივა. დღეს გაიხსნა ამერიკული კულტურის ცენტრი, რომელიც იქნება შეხვედრის ადგილი ამერიკელებისა და ქართველებისთვის და სადაც მოხდება გაზიარება იმისა, თუ რამდენი საერთო გვაქვს, რამდენ საქმეს ვაკეთებთ ერთად და როგორ ვეძიოთ შესაძლებლობები ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ ამერიკული კულტურის ცენტრს. მართალია, ეს …

მეტის ნახვა»

ელჩ დეგნანის სიტყვა FBI-ის კრიზისული მართვის ტრენინგზე

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დახურვის ცერემონიაზე

დღეს ამ პროგრამის დასრულება არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში გასული სამი წლის განმავლობაში ცხრა ბატალიონი მომზადდა. აშშ-ის ევროპის სარდლობამ და თავდაცვის სამინისტრომ ერთად შეიმუშავეს და განახორციელეს საწვრთნელი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, ნატოს ძალებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და საქართველოს …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიზიტის შემდეგ

ელჩი კელი დეგნანი: მზად ვართ? მოხარული ვართ, რომ მოვედით ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში და შესანიშნავია, რომ ვხედავთ დღეს ასაცრელად მოსულ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს. ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, რომ ჩვენ შევძელით საქართველოსთვის კოვიდ-19-ის პფაიზერის ვაქცინის 500 000 დოზის ჩუქება და ნამდვილად მოხარული ვართ, რადგან ვხედავთ, რომ საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე გამოდის ახლა, რათა დარეგისტრირდეს და აიცრას. …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ

შეკითხვა შეხვედრის შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან კარგი შესაძლებლობა მქონდა, სახალხო დამცველთან და მის გუნდთან ბოლო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები განმეხილა. სახალხო დამცველის აპარატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერ დემოკრატიაში, განსაკუთრებით აქ, საქართველოში, როდესაც ქვეყანა მუშაობს ძალიან მნიშვნელოვან და რთულ საკითხებზე. აშშ გააგრძელებს სახალხო დამცველის ოფისთან მუშაობას თანამშრომლობის გასაღრმავებლად და სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი როლის მხარდასაჭერად, რომელსაც …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ

შეკითხვა შეხვედრის შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, აჩუქოს საქართველოს კოვიდ-19-ის ვაქცინა ქართველი ხალხის დასახმარებლად. დღეს შევხვდი მინისტრ ტიკარაძეს, რათა გვემსჯელა კომპლექსური ლოჯისტიკის საკითხებზე. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს, რათა საქართველომ სწრაფად მიიღოს ვაქცინა და ხელი შევუწყოთ ვაქცინაციის კამპანიას იმისათვის, რომ მოსახლეობა აიცრას. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანი რაც შეიძლება სწრაფად აიცრას. …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის მედია კომენტარი USAID YES – Georgia-ს მიერ ორგანიზებულ 100 ქალი მეწარმის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაზე

ელჩი დეგნანი: მართლაც ძალიან   მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები საქართველოს 100 ქალ მეწარმესთან ერთად.  ბევრ მათგანს მხარი დაუჭირა USAID-მა, აშშ-ის საელჩომ ჩვენ კერძო სექტორის პარტნიორ – მიკრო საფინასო ფონდ კრისტალთან ერთად დაფინანსებით,  ტრენინგებით, პროფესიოული კონსულტაციებით თავიანთი ბიზნესის განვითარებისთვის. აშშ-ის საელჩო სიამაყის გრძნობით ეხმარება ქალ მეწარმეებს, რადგან მთელ მსოფლიოში ქალების წვლილი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის ზრდის, …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის ვიზიტი ავტო სკოლაში USAID-ის პროგრამის წარმატების აღსანიშნავად

ნინო ჭანიშვილის ავტოსკოლა ოზურგეთში არის თვალსაჩინო მაგალითი საქართველოს მასშტაბით შეერთებული შტატების მიზნობრივი დახმარებისა. როგორც @USAIDGeorgia-ს მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის კურსდამთავრებულმა, რომელიც საქართველოში ქალთა დაფინანსებასა და ტრენინგებს უზრუნველყოფს, ნინომ წარმატებული ბიზნესი დაიწყო და 2022 წელს ავტოსკოლისთვის ავტომობილების დამატებით გაფართოებასაც გეგმავს. შეერთებული შტატები მხარს უჭერს მრავალ პროგრამას, რომელიც ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში.

მეტის ნახვა»

ინგლისური ენის სასწავლების გახსნა ბათუმის საზღვაო აკადემიაში

ინგლისური ენის ცოდნა მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან მომუშავე პროფესიონალებისთვის. ეს განსაკუთრებით ვრცელდება ქვეყნის სამსახურში მყოფ ადამიანებზე, რომლებიც მონაწილეობენ ერთობლივ და მრავალეროვნულ წვრთნებში. სწორედ ამიტომ, შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო ინგლისურენოვანი ლაბორატორიების დაარსებას ფოთსა და ბათუმში, 2011 წლიდან საქართველოს სანაპირო დაცვის წევრების მომზადების მიზნით. დღეს სიხარულით გავხსენით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში ახლად გარემონტებული ენის სასწავლო ცენტრი. …

მეტის ნახვა»

საქართველოს 32-ე ქვეით ბატალიონი სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა

ვულოცავთ საქართველოს 32-ე ქვეით ბატალიონს სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებს. ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც აღნიშნავს ნატოს ეგიდით მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულებას. გასული შვიდი წლის განმავლობაში სულ 7, 078 ქართველი ჯარისკაცმა გაიარა წვრთნები და იმსახურა აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდამხარ. აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებისთვის პატივი იყო, ემსახურათ ქართველ თანამებრძოლებთან ერთად, რომლებიც სამშვიდობო ოპერაციებისათვის სიცოცხლეს რისკავენ და რომლებიც განასახიერებენ ევროატლანტიკური …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი ადამიანის უფლებების დამცველებს შეხვდა

შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება. ელჩი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის სიტყვა 4 ივლისის ღონისძიების შესახებ

ელჩი კელი დეგნანი: მე ძალიან ამაყი ვარ, რომ შემიძლია აღვნიშნო ამერიკის დამოუკიდებლობის 245-ე დღე ჩვენს ქართველ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად. Სამწუხაროდ, კოვიდის გამო ჩვენ ვერ შევძელით ტრადიციულად დიდი ღონისძიების ჩატარება საელჩოში, თუმცა იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალ წელს ჩვენ შევძლებთ ამის გაკეთებას. 4 ივლისი არის დღე, როდესაც ამერიკიელები ვზეიმობთ ჩვენი დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერას. Ეს არის დღე, …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი ლოჭინის ხეობაში ბრედფილდის საცხობის გახსნას დაესწრო

საქართველოში რესტორნების ინდუსტრიის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ადგილობრივი წარმოების საკვებ პროდუქტზე და სამუშაო ადგილები ამ პროდუქტის წარმოების, დამუშავებისა და დისტრიბუციისთვის. ბრედფილდის კომერციული საცხობი ლოჭინის ხეობაში ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ინვესტიციითა და აშშ-ის ბიზნეს პარტნიორობით სარგებლობს. კომპანია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებულ მაკდონალდსის რესტორნებს ფუნთუშეულით ამარაგებს. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე საცხობი ფართოვდება და 100 ადამიანს დაასაქმებს. ეს …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ციფრული განათლების დახურვის ღონისძიებაზე

კითხვა ღონისძიების შესახებ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი: შესანიშნავი შესაძლებლობაა, აღვნიშნოთ ათთვიანი პროგრამის დასკვნითი ეტაპი, რომლის მიზანი ციფრული გზით სწავლების მეთოდების მოდერნიზაციაა. ეს არის 1.5 მილიონიანი ღირებულების პროგრამის ნაწილი, რომელსაც შეერთებული შტატები მხარს უჭერს მთელ საქართველოში, 300 სხვადასხვა პროექტის სახით და რომლებიც შექმნილია და ხორციელდება ჩვენი გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულების მიერ. ამ შემთხვევაში, ქედისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებისთვის …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის სიტყვა “მაკდონალდსის” პურის ქარხნის გახსნის ცერემონიაზე

კითხვა: გვსურს , ვიცოდეთ მეტი ამ პროექტისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ელჩი კელი დეგნანი: მე ნამდვილად მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ,,მაკდონალდსის’’ პურის ქარხნის გახსნაზე. ეს არის ამერიკული საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკისა და ქართული სულისკვეთების, მაღალი ხარისხის პროდუქტებისადმი ერთგულების კომბინაციის დიდებული მაგალითი. ეს იყო ,,მაკდონალდსის’’ გუნდის მიერ ადგილზე, საქართველოში განხორციელებული 23-მილიონიანი ინვესტიცია. თუმცა, რაც {ასევე} ნამდვილად მნიშვნელოვანია, …

მეტის ნახვა»

უოლტერ რიდის სახელობის არმიის კვლევითი ინსტიტუტის სტაჟირების პროგრამა

COVID-19-ის კრიზისმა გვაჩვენა საქართველოში ბიოსამედიცინო პროფესიონალთა გაძლიერებაში ინვესტიციის მნიშვნელობა. აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს ბიოსამედიცინო კვლევის მეცნიერებებში მოწინავე სტუდენტთა განათლებასა და პროფესიულ განვითარებას. გუშინ ელჩი კელი დეგნანი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძესა და მოადგილე პაატა იმნაძესთან ერთად ქართველ სტაჟიორთა პროგრამის გამოშვების ცერემონიას დაესწრო. სტაჟირების პროგრამას ერთობლივად ახორციელებს უოლტერ რიდის სახელობის არმიის კვლევითი ინსტიტუტი, სან-დიეგოს …

მეტის ნახვა»

აშშ-ის მთავრობამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი გადასცა

COVID-19-ის გლობალური პანდემიის დასრულება ამერიკელი ხალხისა და მთავრობის პრიორიტეტია. დღემდე, ამ დაავადების ზემოქმედების შესამსუბუქებლად, აშშ-მა საქართველოს $9 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი დახმარება აღმოუჩინა. ამასთანავე, ვაქცინის გაზიარების ვალდებულება იქნა აღებული. ამჯერად აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მეშვეობით, აშშ-ის მთავრობამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი გადასცა. $155,000 ღირებულების ეს აღჭურვილობა პაციენტს ინდივიდუალურად მიაწვდის მაღალი კონცენტრაციის …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ

კითხვა შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მინისტრი ბრეგაძესთვის მიმელოცა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და მომესმინა მისი პრიორიტეტების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები 25 წელზე მეტია საქართველოსთან მართლმსაჯულების, მათ შორის სისხლის სამართლებრივი სისტემის განვითარებაზე მუშაობს. საქართველოს სისხლის სამართლებრივი, პენიტენციური და მთლიანად სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება USAID-ის, იუსტიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო დეპარტამენტის …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან ISFED-ის ღონისძიებაზე

კითხვა ღონისძიების შესახებ  აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ISFED-ის ხელმძღვანელთან, ნინო დოლიძესთან, გერმანიის ელჩთან, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუციების წარმომადგენლებთან ერთად ვესწრები ღონისძიებას, სადაც საქართველოს საარჩევნო ციკლის მომდევნო არჩევნებში სოციალური მედიის როლი იქნება განხილული. ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული და საარჩევნო პროცესის მორიგი ტექსტი იქნება და ყველას სურს, რომ ის მშვიდობიანად …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ლტოლვილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

კითხვა ღონისძიების შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: მართლაც დიდი პატივია აქ მყოფ საზოგადოებასთან ერთად აღვნიშნო ლტოლვილთა მსოლიო დღე. შეერთებული შტატები მსოფლიოში ჰუმანიტარული დახმარების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია ლტოლვილების, დევნილების, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა პირთათვის. მხოლოდ საქართველოში, გასულ წელს, შეერთებულმა შტატებმა სამი მილიონი აშშ დოლარის დახმარება გაუწია იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირებს კოვიდის საპასუხოდ …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის სიტყვა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიაზე

ვულოცავთ საქართველოში სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 2020 და 2021 წლის კურსდამთავრებულებს აშშ-სა და საქართველოს ორმაგი აკრედიტაციის მქონე დიპლომების მიღებას. კურსდამთავრებულები გააგრძელებენ მუშაობას STEM-ის უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორიცაა სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერია, კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერია, ქიმია და კომპიუტერული მეცნიერება. უნარებზე დაფუძნებულ დღევანდელ ეკონომიკაში მსგავსი კურსდამთავრებულები სასიცოცხლო როლს შეასრულებენ საქართველოს ეკონომიკის შენებაში, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნასა და უფრო …

მეტის ნახვა»

სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი რიკერი და ელჩი სტერლინგი საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდნენ

შეერთებული შტატები ურყევად ერთგულია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერმა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა, ელჩმა ადამ სტერლინგმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და პარლამენტში ოპოზიციურ ლიდერებთან საქართველოს …

მეტის ნახვა»

სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ რიკერისა და ელჩ სტერლინგის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში

აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდასაჭერად ერთად მუშაობენ. ელჩი ადამ სტერლინგი, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამოქალაქო მოადგილე და საგარეო პოლიტიკის მრჩეველი თბილისში ჩამოსულ დელეგაციას შეუერთდა, რომელსაც ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილ რიკერი ხელმძღვანელობს. ელჩმა სტერლინგმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავდაცვის საკითხებში აშშ-საქართველოს კავშირის …

მეტის ნახვა»

სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, რიკერის შეხვედრა მედიის თავისუფლების მხარდამჭერებთან

მედიის თავისუფლების მიმართ მუქარა არა მხოლოდ ჟურნალისტების უფლებებში, არამედ საზოგადოების მიერ ინფორმაციაზე წვდომის უფლებებში ჩარევაა. სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერი წუხელ თბილისში ჩამოვიდა და საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ერთკვირიანი ვიზიტი დაიწყო. ამ დილით ის საქართველოში მედიის თავისუფლების მხარდამჭერებს შეხვდა. მან ჯგუფს უთხრა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია მოწადინებულია, ადამიანის უფლებები აშშ-ის …

მეტის ნახვა»

სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, რიკერის შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან

აშშ-ის მთავრობა პატივს სცემს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაში. დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერს შეხვედრა ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფთან და საერთაშრისო პარტნიორებთან, რათა ამ ორგანიზაციების მიერ საარჩევნო და სასამართლო რეფორმის ძალისხმევის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი წვლილი განეხილა. მან ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს დემოკრატიული …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის ვიზიტი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კახეთის თავშესაფარში

  ელჩი დეგნანი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კახეთის თავშესაფარს ესტუმრა. ეს მცირე ზომის, საოჯახო ტიპის დაწესებულებაა, რომელიც სრულად გარემონტდა აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით, კერძოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ქალთა გლობალური საკითხების ოფისისა და საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მიერ. 2016 წელს თავშესაფრის გახსნამდე მსგავსი ინსტიტუტი კახეთში არ არსებობდა. ელჩი დეგნანი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მინისტრის მოადგილე თამილა …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანი სოფელ ენისელში ფერმას ესტუმრა

ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ახალ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს ნერგავენ საკუთარ ფერმებზე, რათა წარმოებული პროდუქტი უფრო უსაფრთხო, ჯანსაღი და მომგებიანი გახადონ. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საგრანტო დახმარებით მერი ბაჩაკაშვილმა გააუმჯობესა სარძეო მეურნეობა და საქონლის საკვების წარმოება. ელჩი კელი დეგნანი სოფელ ენისელში მის ფერმას ესტუმრა, რათა პირადად ენახა USDA-ის საკვები პროგრესისთვის პროგრამის გავლენა, რომელიც მხარს …

მეტის ნახვა»

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ყვარელში ამერიკული თარო გახსნა

130 წელზე მეტის ხნის წინ ილია ჭავჭავაძემ დაწერა: „თუ ღმერთმა ჰქმნა და კაცობრიობის სასახელოდ ამერიკამ ამ მხრით თავისი საწადელი აისრულა, ეს დიდი მაგალითი იქმნება ევროპიისათვისაც.” დღეს ელჩმა დეგნანმა ჭავჭავაძის დაბადების ქალაქი მოინახულა და ყვარლის პირველი სკოლის მოსწავლეებს უთხრა, რომ დღეს უკვე საქართველოს დემოკრატიული მომავლის სურვილი შთააგონებს მსოფლიოს. ელჩმა მერ როსტომ სესიაშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი …

მეტის ნახვა»

აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი Hamilton-ი ბათუმს ეწვია

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბათუმს ეწვია საქართველოშო აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდის Hamilton-ის ეკიპაჟის წევრებთან მისასალმებლად. ელჩი დეგნანი და კაპიტანი კრონინი საქართველოს მთავრობის ლიდერებს შეხვდნენ და მათთან ერთად საზღვაო ხომალი დაათვალიერეს. ბათუმში ჩასვლამდე Hamilton-ის ეკიპაჟი, ორი დღის განმავლობაში, მონაწიელობდა წვრთნებში საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად მზაობისა და ურთიერთქმედების დახვეწის მიზნით. ეს ვიზიტი კიდევ ერთი სიმბოლოა თავდაცვისა …

მეტის ნახვა»

9 აპრილის ხსოვნის დღე

1989 წელი სიმამაცით, თავდადებითა და თავისუფლებისადმი ერთგულებით გამოირჩეოდა. ბერლინის კედლის დაცემიდან დაწყებული, ტიანანმანის მოედანზე შეკრებილთა  გმირული წინააღმდეგობით დამთავრებული, მსოფლიომ იხილა, თუ როგორ დადგნენ მოქალაქეები დემოკრატიული ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე. ბალტიისპირეთის ქვეყნებში მილიონობით ადამიანი სოლიდარობის ნიშნად ცოცხალ ჯაჭვში გაერთიანდა; უნგრეთმა ავსტრიასთან საზღვარი გახსნა პიკნიკის მოსაწყობად. აქ, საქართველოში კი, 9 აპრილს 21 ადამიანმა სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად, ხოლო ასობით …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი ეკონომიკის მინისტრ თურნავასთან შეხვედრის შემდეგ

ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა განგვეხილა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის დივერსიფიკაციის მნიშვნელობა. საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დამოკიდებულია მრავალფეროვანი და კარგად განვითარებული ენერგეტიკული ბაზრის არსებობაზე. ვფიქრობ, რომ საჭიროა კარგი დიალოგი თემებთან, რომლებზეც გავლენას ახდენს სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტები და ეს არის USAID– ის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ახალი პროგრამის – „საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფა “ – …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის სიტყვა „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის” დაჯილდოების ცერემონიაზე

მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის” დაჯილდოების ცერემონიაში. მინდა, მადლობა გადავუხადო მაგდა მაღრაძეს, ათასწლეულის ფონდსა და გაეროს ქალთა ფონდს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები ძალისხმევას არ იშურებს და მსოფლიოს მასშტაბით მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას, როგორც ადამიანის უფლებას და როგორც აუცილელებელ ფაქტორს მდგრადი და თანასწორი განვითარებისთვის. ეს კარგად აისახა ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო პერიოდის …

მეტის ნახვა»

ელჩ კელი დეგანის კომენტარი მედიასთან სპიკერ თალაკვაძის წლიური ანგარიშის პრეზენტაციამდე

კითხვა ღონისძიების შესახებ  ელჩი კელი დეგნანი: გამარჯობა, მოხარული ვარ, რომ ახალი წლის დასაწყისში აქ ვიმყოფები. ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს რთული წელი ელის წინ. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭირდო თანამშრომლობის გაგრძელებას – საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან – ყველასთან, ვინც დაუღალავად შრომობს, რათა ქვეყანას ამ რთული წლის გადატანაში დაეხმაროს. გმადლობთ. კითხვა: გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები (ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის)?  ელჩი კელი დეგნანი: ვფიქრობ, გუშინდელმა კენჭისყრამ ცოტათი მეტი დრო მისცა პარტიებს, რათა განსხვავებული შეხედულებები შეაჯერონ, თუ ამის გაკეთება შეუძლიათ. ვფიქრობ, საკითხის გადაჭრა შესაძლებელია, თუ პარტიები საქართველოს ინტერესს დააყენებენ წინა პლანზე. ქართველმა ხალხმა არაერთ გამოკითხვაში დაასახელა თემები რაც მათთვის მნიშვნელოვანია – სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები და სიღარიბე. NDI–ს ბოლო კვლევამაც აჩვენა, რომ ქართველების 75%-ზე მეტს სურს მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრები პარლამენტში იხილოს, რათა მათ ზემოთ ხსენებულ საკითხებზე ერთობლივად იმუშაონ. ასე რომ, იმედი მაქვს, განსხვავებული შეხედულებების შესაჯერებლად სხვადასხვა საკითხის განხილვის დროს, პარტიები ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ     კითხვა: როგორ ფიქრობთ, არსებობს შეთანხმების მიღწევის გზა?  ელჩი კელი დეგნანი: გავიმეორებ, რომ თუ პარტიების ლიდერები ქვეყნის ინტერესს პირველ ადგილზე დააყენებენ, მოუსმინე საკუთარ ამომრჩევლებს, თუ რას ეუბნებიან ისინი მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ – სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, სიღარიბე და COVID– ის ეკონომიკური გავლენა – მაშინ, ვფიქრობ, ამ მწვავე საკითხების გადაჭრის აუცილებლობა ხელს შეუწყობს მხარეებს მიაღწიონ კომპრომისს, იპოვონ გამოსავალი, შევიდნენ პარლამენტში და დაიწყონ მუშაობა. კითხვა: როდის გაიმართება შემდეგი მოლაპარაკება?  ელჩი კელი დეგნანი: ეს პარტიის ლიდერებზეა დამოკიდებული. ჩვენ უბრალოდ აქ ვართ, რათა მათ შევუქმნათ ნეიტრალური სივრცე, რათა შეიკრიბონ და განიხილონ სხვადასხვა შესაძლებლობა.  კითხვა: გაქვთ თუ არა ცალკეული შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებთან?  ელჩ იკელი დეგნანი: ჩვენ ღია და ხელმისაწვდომი ვართ ყველა  პარტიის ლიდერისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რომელთაც სურთ ამ სიტუაციის სწრაფად მოგვარება, რადგან COVID– ის შედეგად ჩვენს ქვეყნებს სერიოზული პრობლემები აქვს. კითხვა: ერთ-ერთმა დეპუტატმა საჯაროდ გამოაცხადა ნიკა გვარამიას (მთვარი არხის გენერალური დირექტორის) პირადი ტელეფონის ნომერი მისი ნებართვის გარეშე, რა კომენტარს გააკეთებდით ამ საკითხზე?  ელჩი კელი დეგნანი: ეს ჩემს ფუნქციაში არ შედის. დარწმუნებული ვარ, სათანადო პირები ამ კითხვას ჩემზე უკეთ უპასუხებენ. 

მეტის ნახვა»

აშშ-ის საელჩოს განცხადება პარლამენტის გადაწყვეტილებაზე მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით

პარლამენტის გადაწყვეტილება ოპოზიციონერი დეპუტატების საპარლამენტო მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით პოზიტიური ნაბიჯია. ეს შესაძლებლობას აძლევს პარტიის ლიდერებს გააგრძელონ მოლაპარაკებები, რათა მომდევნო დღეების განმავლობაში იპოვონ გამოსავალი პოლიტიკური ჩიხიდან. მე მოვუწოდებ ყველა პარტიის ლიდერებს, მიმდინარე დიალოგის ფარგლებში განხილვის პროცესში მყოფი არსებითი წინადადებების სრული სპექტრის განხილვისა და მოკლე დროში შეთანხმების მიღწევისკენ, რაც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ პროცესს და ქვეყნის ინტერესს პირველ …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვია

მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი წეროვანში უფრო მეტს აღნიშნავს, ვიდრე მხოლოდ აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებია. ეს მაგალითია იმ პარტნიორების ერთგულებისა და სიმამაცისა, რომლებიც ერთად იწვრთნებიან, იბრძვიან და მსახურობენ. მივესალმებით ჩვენს პარტნიორ სამხედროებს, განსაკუთრებით კი დაჭრილ მეომრებს.

მეტის ნახვა»

ელჩის გამოსვლა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქველმოქმედო ღონისძიებაზე

დაჭრილ ჯარისკაცებზე საზრუნავად ჩვენ ამაყად ვდგავართ ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით. ბევრი მათგანი ამაყად იდგა შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების გვერდით ერაყსა და ავღანეთში. დიდი პატივია საქართველოს მხარდაჭერა ამ კეთილშობილ საქმეში და მრავალთა სულგრძელობისა და მხარდაჭერის წყალობით მოუთმენლად ველით ამ შესანიშნავი პროექტის განვითარებას.  მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ დემონსტრირებაა საქართველოს ერთგულებისა …

მეტის ნახვა»

ორი ჯორჯია: შტატი და ქვეყანა ერთი ძლიერ პარტნიორობაში

ელჩმა დეგნანმა ონლაინ შეხვედრა გამართა ჯორჯიის ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორ კარდენთან და სერჟანტ-მაიორ მარჩერტთან. შეხვედრისას განიხილეს სხვადასხვა გზა ჯორჯიის ეროვნული გვარდიისა და მათი ქართველი კოლეგების მრავალწლიანი პარტნიორობის განსამტკიცებლად.

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ახალ პრეზიდენტ სარა უილიამსონს შეხვდა

დღეს ელჩი დეგნანი საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ახალ პრეზიდენტ სარა უილიამსონს შეხვდა. აშშ-ის საელჩო ძალიან აფასებს ამერიკის სავაჭრო პალატასთან ურთიერთობას და ულოცავს დირექტორთა ახალ საბჭოს. ამასთან, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ყოფილ პრეზიდენტსა და დირექტორთა საბჭოს საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სასამართლო, საარჩევნო და ეკონომიკურ რეფორმებზე ღია დიალოგის მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის. 2021 წლის დასაწყისში მოუთმენლად ველით წარმატებული …

მეტის ნახვა»

აშშ-ის ელჩი სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს ვიზიტის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ამაყობს, რომ უმასპინძლა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ქალბატონ პომპეოს საქართველოში. სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოვიდა საქართველოში, რათა გამოეხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს არჩევანის მტკიცე მხარდაჭერა,  გაღრმავდეს  ევროატლანტიკური კავშირები, და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის ფონზე. ვიზიტის დროს სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ხაზი …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ოფისს ეწვია

„საქართველომ, როდესაც ის ეუთოს (OSCE) შეუერთდა, პირობა დადო, რომ განამტკიცებდა საარჩევნო სისტემას და დააკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, ვნახოთ, როგორ შეაფასებს ეუთო, საქართველოს მიერ მაშინდელი ძალისხმევის ასახვას დღევანდელ არაჩევნებზე”, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ოფისში ვიზიტის დროს. ეუთო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისი (ODIHR) არის წამყვანი საერთაშორისო …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი საერთო-სამოქალაქო მოძრაობას „მრავალეროვანი საქართველო” (PMMG) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” (ISFE

დღევანდელი არჩევნებისთვის მოსამზადებლად ამერიკის შეერთებული შტატები 6 თვეზე მეტია არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობს, რათა საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, რომელსაც ქართველი ხალხი ნდობას გამოუცხადებს. დღეს ელჩი დეგნანი ორი ასეთი ორგანიზაციის სათაო ოფისებს ეწვია. ესენია: საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო” (PMMG) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED). ელჩმა დეგნანმა, როგორც არჩევნების დამკვირვებელმა მარნეულში, მათ …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან მარნეულში

კითხვა: როგორ შეაფასებთ საარჩევნო გარემოს დღეს? აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: გამარჯობა, ძალიან მოხარული ვარ, რომ არჩევნებს აქ, მარნეულში ვაკვირდები. სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ხალხი მიდის არჩევნებზე და პირბადეს ატარებს. ეს არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მთავარია, დაცული იყოს მშვიდი გარემო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით საკუთარი ლიდერების არჩევის თავისუფლება ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი არჩევნებზე დასაკვირვებლად მარნეულის ორ საარჩევნო უბანს ეწვია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შრომისმოყვარე თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, ელჩი დეგნანი არჩევნებზე დასაკვირვებლად მარნეულის ორ საარჩევნო უბანს ეწვია. “ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვის მიანდობს ქვეყნის მართვას. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ყავს რჩეული კანდიდატი, ან რჩეული პარტია. ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც კანონიერად აირჩევს ქართველი ხალხი. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და არა შედეგზე. “სამართლიანი არჩევნები ნიშნავს, რომ …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან ცესკოში ვიზიტის შემდეგ

კითხვა ვიზიტის შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: გილოცავთ, ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვეწვიე, რადგან ამ გუნდმა დღევანდელი არჩევნების ორგანიზება გააკეთა, ისინი პასუხისმგებელნი არიან ამ არჩევნების წარმართვაზე, რაც არის უზომოდ მნიშვნელოვანი საქმიანობა. იმედი მაქვს, ქართველი ხალხი დააფასებს ცესკოს მიერ გაწეულ საქმიანობას ხალხისთვის უსაფრთხო და …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არჩევნებს დააკვირდება

„დღეს ქართველი ხალხისათვის სასიხარულო დღეა! სამართლიანი არჩევნების გზით ლიდერების თავისუფლად არჩევის უფლება ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია”. განაცხადა ელჩმა დეგნანმა ამ დილით, საელჩოს თანამშრომელთა ნაწილთან შეხვედრისას. ელჩი კოორდინაციას გაუწევს საელჩოს დამკვირვებელთა ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს მასშტაბით დღევანდელ არჩევნებზე დააკვირდებიან. „ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს ამ არჩევნებს და დიდი სურვილი აქვს, რომ არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიაროს, თუმცა, საქართველოში არჩევნების …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი საარჩევნო პერიოდში ჟურნალისტების დაცვის მნიშვნელობაზე

„ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. საზოგადოების ინფორმირებით ჟურნალისტები ყველა დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ეს განსაკუთრებით ვრცელდება საპარლამენტო არჩევნების პერიოდზე, როდესაც მათი საქმე კიდევ უფრო გართულებულია კოვიდ პანდემიის გამო” – განუცხადა ელჩმა დეგნანმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საქართველოს წინასაარჩევო გარემოს შესახებ მოხსენებისას. „გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხშირად მივიღეთ ინფორმაცია ქართველ ჟურნალისტებზე მუქარისა თუ თავდასხმის …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წარმომადგენლებს შეხვდა

ვინაიდან ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო ყველა ჯანსაღი დემოკრატიის ფუნდამენტია, აშშ-ის საელჩო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან სასამართლო რეფორმის გასაგრძელებლად. დღეს ელჩი დეგნანი კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წარმომადგენლებს შეხვდა. USAID-ის პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების ეს ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეფორმის მხარდაჭერაში. იმისათვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მართლმსაჯულება თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი, მეტი საქმეა გასაკეთებელი. ამერიკის მთავრობა ამაყობს, …

მეტის ნახვა»

ჯუთაში ელჩმა კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული საქართველოს მეთორმეტე სასაზღვრო სექტორის გახსნაში

დღეს ჯუთაში ელჩმა კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული საქართველოს მეთორმეტე სასაზღვრო სექტორის გახსნაში. ხმელეთსა თუ ზღვაზე საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მუშაობს ქართველი ხალხის უსაფრთხოებისთვის. ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოება ნიშნავს ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებასაც. ეს სასაზღვრო სექტორი ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ მრავალ სამშენებლო პროექტთაგან ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს საზღვრის მიმდებარედ წელს იხსნება. რიგშია სასაზღვრო სექტორების გახსნა თრუსოსა …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან პროფესიული ეთიკისა და კოდექსის ხელმოწერის ცერემონიაზე

კითხვა ღონისძიების შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მოხარული ვარ, რომ ვესწრები საზოგადოებრივი აზრის კვლევის ეთიკის კოდექსის ხელმოწერის ღონისძიებას. საზოგადოებრივი აზრის მკვლევრებმა, ორგანიზაციებმა და ინდივიდებმა, ვინც მონაწილეობა მიიღეს ამ ინიციატივაში, ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა გასწიეს ბოლო სამი თვის განმავლობაში. მოხარული ვარ, რომ ეს სამუშაო USAID-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით შესრულდა. მათი საქმიანობის …

მეტის ნახვა»

აშშ-ის ელჩი დეგნანი კახეთს ესტუმრა

ამ კვირას ელჩი დეგნანი კახეთს კიდევ ერთხელ ესტუმრა. მან მოინახულა ახმეტა, თელავი, ყვარელი და ლაგოდეხი, რათა პირადად გაცნობოდა აშშ-ის მთავრობის ინვესტიციებს, რომელიც ეხმარება ფერმერებს და მცირე ბიზნესებს გაფართოებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და საქართველოს ყველა რეგიონში ეკონომიკის გაძლიერებაში. ახმეტაში რატი როსტომაშვილმა ელჩს რძის საოჯახო ფერმა პირადად დაათვალიერებინა. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „Food for Progress” პროგრამის …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ყვარელში სამაცივრე მეურნეობის გახსნის ცერემონიალზე

შეკითხვა სამაცივრე მეურნეობასთან დაკავშირებით ელჩი დეგნანი: ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ შეერთებული შტატებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში პარტნიორობის კიდევ ერთი წარმატებული პროექტის აღსანიშნავად ვარ. ეს თანამედროვე სამაცივრე მოწყობილობა დაეხმარება ფერმერებს, მიიღონ მეტი შემოსავალი და შექმნან მეტი სამუშაო ადგილი ამ რეგიონის მაცხოვრებელთათვის. სოფლის მეურნეობის სექტორი არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერის უმთავრესი სექტორი და ასეა …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი ესტუმრა საოლქო საარჩევნო კომისიას თელავში

ელჩი დეგნანი შეხვდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თელავში, რათა განეხილათ, თუ რა კეთდება იმისათვის, რომ კახეთში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს ვიზიტი არის ამერიკის საელჩოს უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, ხელი შეუწყოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ელჩმა მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს მათი მზადყოფნისათვის, დაეხმარონ ამომრჩევლებს და უზრუნველყონ, რომ საარჩევნო პროცესი იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე. “განსაკუთრებით …

მეტის ნახვა»

ელჩმა კელი დეგნანმა სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავი აღნიშნა

ამ სევდიან დღეს 27 წლის წინ, სოხუმი დაეცა. ათასობით ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა, ასობით ათასი კი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა. ეს არის მწუხარების, ხსოვნისა და იმედის დღე საქართველოში. ამ ტრაგედიის მსხვერპლთა სამუდამო ხსოვნის პატივსაცემად, ელჩმა კელი დეგნანმა, თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ და საქართველოში უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის წევრებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მოედანი. ამერიკის შეერთებული …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან კიბერუსაფრთხოების ფორუმზე

დღეს ელჩმა კელი დეგნანმა კომენტარი გააკეთა კიბერუსაფრთხოების ფორუმ 2020-ზე, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალური პირები და სხვა დაინტერესებული მხარეები, რათა განეხილათ კიბერუსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები და საქართველოს კიბერ საფრთხეებისგან უკეთ დაცვის გზები. ელჩმა დეგნანმა ისაუბრა იმ გზებზე, რითაც ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს გააძლიეროს მისი კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობები, რაშიც იგულისხმება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი 1,9 მილიონი …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან აპლიკაცია “საარჩევნო კომპასისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაზე

კითხვა ღონისძიების შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: მიხარია, რომ ვესწრები აპლიკაცია “საარჩევნო კომპასის” წარდგენის ღონისძიებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გამოსადეგი საშუალება ამომრჩევლებისთვის უკეთ გაიგონ სხვადასხვა პარტიების სამოქმედო გეგმა. უკვე 17-მა პარტიამ შეიტანა ინფორმაცია ქართველი ამომრჩევლისთვის პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით მათი შეხედულებების შესახებ. ამომრჩევლებს შეუძლიათ გახსნან აპლიკაცია და ნახონ ვისი შეხედულებები ემთხვევა მათ მოსაზრებებსა და პრიორიტეტებს. …

მეტის ნახვა»

“ღირსეული პარტნიორის” დახურვის ცერემონია

დღეს საქართველოს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა „ღირსეული პარტნიორის“ რიგით მეხუთე დახურვის ცერემონია და საველე სწავლება საბრძოლო სროლებით. ყოველწლიურად ეს მრავალეროვნული სწავლება აჩვენებს, თუ როგორ აგრძელებენ მოკავშირეთა ძალები ერთად მუშაობას და ვარჯიშს, კოვიდ პანდემიის მკაცრ პირობებშიც კი. „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ერთგულებას საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, ხაზს უსვამს, რომ აშშ და …

მეტის ნახვა»

ჯვრის მონასტრის პროექტმა აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის კონკურსში გაიმარჯვა და მსხვილი გრანტი მოიპოვა

აშშ-ის საელჩო თბილისში სიამაყით აცხადებს, რომ ჯვრის მონასტრის შენარჩუნების პროექტი შეირჩა ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) მიერ. მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოები, რომელსაც ასევე აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, ამიერიდან გავრცელდება შენობის მთლიან გარეთა ფასადზე, რაც მოიცავს ოთხივე ფასადს და გუმბათის რვავე მხარეს, კედლის ზედაპირის დაახლოებით 1 200 კვადრატული მეტრის ფართობს. პროექტის პირველი ეტაპი 100 000 აშშ დოლარით …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან პარლამენტში ვიზიტის შემდეგ

კითხვა ღონისძიების შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ეს იყო სამუშაო ჯგუფის ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი შეხვედრა, ჩვენ ვაფასებთ მოცემულ შესაძლებლობას განვაგრძოთ დისკუსია ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი კანონპროექტის შესახებ. ის მიზნად ისახავს საქართველოს მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებასა და გაუმჯობესებას. ქვეყანაში სასამართლო სისტემის შემდგომი გაუმჯობესებისთვის ვენეციის კომისიამ, აშშ-მა, ევროკავშირმა და საქართველოს სხვა მეგობრებმა სასარგებლო რჩევენი გასცეს. კითხვა …

მეტის ნახვა»

ელჩმა კელი დეგნანმა გურიის რეგიონში იმოგზაურა

გასულ დღეებში ელჩმა კელი დეგნანმა გურიის რეგიონში იმოგზაურა. მან „ბახმაროს“ ჩამოსასხმელი ქარხანა მოინახულა და გურიის ეკონომიკური პროგრესი განიხილა. სს „წყალი მარგებელი“ პოპულარულ ეროვნულ პროდუქტს, ნაბეღლავის მინერალურ და ბახმაროს დაბალმინერალიზებულ წყლებს აწარმოებს. ასევე, ელჩმა დაათვალიერა სუფსის ნავთობის ტერმინალი, რომელიც ნედლი ნავთობის შესანახად გამოიყენება, სანამ ის ნავთობტანკერებზე საზღვაო მტვირთავი საშუალებებით განთავსდება. ელჩმა შეიტყო იმ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან გუბერნატორ ზურაბ ნასარაიასთან შეხვედრის შემდეგ

კითხვა შეხვედრის შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: თავიდან ბოლომდე შესანიშნავი მოგზაურობა მქონდა გურიაში. ძალიან საინტერესო იყო ტურიზმის განვითარების მიმართულებით გაწეული შრომის შესახებ ინფორმაციის მიღება, რაც გულისხმობს პროფესიული განათლების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას, რათა ფართო სპექტრის მომსახურებების შეთავაზება მოხდეს მზარდი ტურიზმის სფეროსთვის, ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარების ტემპის ზრდასა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობას უფრო მეტი ადგილობრივი თემისთვის. გუბერნატორმა და …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან სახელმწიფო აუდიტორთან შეხვედრის შემდეგ

კითხვა შეხვედრის შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან საინტერესო და ინფორმატიული შეხვედრა მქონდა გენერალურ აუდიტორთან, სადაც განვიხილეთ სახელმწიფო ინსტიტუტებში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა. USAID-ი და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა 2011 წლიდან თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მისი საქმიანობის განვითარების კუთხით. ძალიან შთამაგონებელი და იმედის მომცემია ის პროგრესი, რასაც მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიაღწია. …

მეტის ნახვა»

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ესტუმრა საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

დღეს ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანთან ერთად, გამოაცხადა აშშ-ის საელჩოს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობის 2 წლით გაგრძელება, რათა ქართველებს 13 რეგიონულ ცენტრში მიეწოდოს ინფორმაცია საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესი ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების ზრდას, უმუშევრობის შემცირებას და საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. აშშ-ის საელჩოს …

მეტის ნახვა»

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსს, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძეს შეხვდა

დღეს ელჩი კელი დეგნანი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსს, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ელჩმა და ეპისკოპოსმა მრავალი საკითხი განიხილეს, მათ შორის, კოვიდ-19 პანდემია. ელჩმა მადლობა გადაუხადა ეპისკოპოს მელქისედეკს თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით კი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მიმართ მისი მხარდაჭერისთვის, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლაში

მეტის ნახვა»

ღირსეული პარტნიორი 2020

1 სექტემბერს სამხედრო წვრთნის “ღირსეული პარტნიორი 2020”-ის ფარგლებში, აშშ-ის არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 200 მედესანტე პარაშუტით დაეშვა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე. ღონისძიებას ადგილზე აკვირდებოდნენ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი როჯერ კლუტიე და აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი. „ღირსეული პარტნიორი 2020” არის საქართველოს თავდაცვის ძალებისა და …

მეტის ნახვა»

აშშ-ის საელჩოს განცხადება

ამერიკის საელჩოს სრული შემადგენლობის სახელით, მსურს, ღრმა მწუხარება გამოვხატო 23 აგვისტოს შატილში ტრაგიკულად დაკარგული ჩვიდმეტი სიცოცხლის გამო. ვფიქრობთ მათზე, ვინც დაიღუპა და ვინც ამ მძიმე წუთებში მათ დაკარგვას გლოვობს. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. თქვენ გარშემორტყმული ხართ ხალხით, ვინც თქვენს მწუხარებას იზიარებს. ელჩი კელი დეგნანი

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან “ბახვი ჰესის” განვითარების ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებაზე (21 აგვისტო)

კითხვა ღონისძიების შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესწრები “ბახვი 1 ჰესის” ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ხელმოწერას. ეს არა მხოლოდ მწვანე ენერგეტიკის სფეროში საქართველოს ლიდერობაზე მიუთითებს, არამედ გამოხატავს კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს აშშ-ის, საქართველოსა და “ცერბერუს ფრონტიერის” შორის თანამშრომლობაში, საქართველოს ენერგო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან სექტორში. ასე რომ, გვიხარია ამ პროექტის წინსვლა. დიდი …

მეტის ნახვა»

ელჩმა კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო ცენტრალური საარჩევნო კომისიის კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრის გახსნაში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ცეესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ახალი, USAID-ის მიერ მხარდაჭერილი, კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრის გახსნაში. საქართველოს ხანგრძლივი დემოკრატიული განვითარება დამოკიდებულია ისეთი საზიანო გავლენების მოგერიებაზე, როგორიც კიბერშეტევებია. ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მთავრობისა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რათა ის გარე გავლენებისგან დაცულად ჩატარდეს. ახალი სერვერის ცენტრი აღჭურვილია …

მეტის ნახვა»

ელჩმა დეგნანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში მე-18 მაკდონალდსის რესტორანს გახსნაში

ელჩმა დეგნანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში მე-18 მაკდონალდსის რესტორანს გახსნაში   დღეს, ელჩმა დეგნანმა მაკდონალდსის მე-18 რესტორნის გახსნით შექმნილი ახალი სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები აღნიშნა. ელჩი მოხარულია, რომ ლენტის გაჭრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რითიც აღინიშნა ლეგენდარული ამერიკული ბრენდის გაფართოება. კვების ობიექტის გახსნა ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებსა და შესაძლებლობებს ქართველებისთვის. არა მხოლოდ 75 სამუშაო ადგილს ამ ადგილზე, …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანი შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია

ელჩი კელი დეგნანი შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია   დღეს ელჩმა კელი დეგნანმა საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ვიზიტის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თითის ანაბეჭდის, სახის ამოცნობის, დოკუმენტაციების/ხელნაწერის ექსპერტიზის საერთაშორისოდ აღიარებული აკრედიტაციის მოპოვება მიულოცა. აშშ-ის საელჩო, თითქმის, ორი ათწლეულია, მხარს უჭერს საქართველოში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის განვითარებას. ამერიკის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო უკვე 11 წელია მხარს უჭერს საქართველოს …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან პრეზიდენტის სასახლეში

კითხვა: თქვენი აზრით უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა გიორგი რურუა და ამ შემთხვევაში ჩათვლით თუ არა, რომ  8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდა? აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: რა თქმა უნდა, შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა. ჩემი აზრით, მან ძალიან გაბედული ნაბიჯი გადადგა წინა ორ შემთხვევაში, რაც ემსახურებოდა პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზებას, საბოლოოდ, გადაწყვეტილება პრეზიდენტზეა. 8 მარტის შეთანხმება შეიცავდა მნიშვნელოვან …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის მედია კომენტარი პროფესიული განათლების პროგრამის დაჯილდოების ცერემონიალზე

კითხვა პროფესიული განათლების პროგრამის დაჯილდოების ცერემონიალთან დაკავშირებით ელჩი კელი დეგნანი: დღეს ჩატარდა ტექნიკური და პროფესიული განათლების პროგრამის მეოთხე ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც განხორციელდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავაფასოთ ის ინოვაცია და წვლილი, რომელიც პროფესიულ განათლებას შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. აშშ-ის საელჩო …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი ულოცავს პროფესიული განათლების ყოველწლიური ჯილდოს გამარჯვებულებს

ელჩი კელი დეგნანი სიტყვით გამოვიდა პროფესიული განათლების ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე. ეს ღონისძიება ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ პროფესიული სასწავლებლები საქართველოში ადამიანური კაპიტალის შექმნასა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი სამუშაო ძალის ჩამოყალიბების პროცესში. პროფესიული განათლების ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც  თავდაპირველად დაარსდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ და რომელსაც  ამჟამად მართავს ათასწლეულის ფონდი, წარმოადგენს ამერიკის შეერთებული …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის ვიზიტი იმერეთის რეგიონში

ამ კვირაში ელჩი დეგნანი იმერეთის ულამაზეს რეგიონს ესტუმრა. ვიზიტის პირველ დღეს ელჩმა მომხიბვლელი ქალაქი ქუთაისი და მისი ისტორიული სასახლე, ოქროს ჩარდახი დაათვალიერა, სადაც ქართული ტრადიციული პოლიფონიის დიდებული ხმები მოისმინა. ელჩი შეხვდა გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესა და მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ერემეიშვილს, რომელთაგანაც COVID-19-ის პანდემიაზე რეგიონის საპასუხო ქმედებებსა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების გეგმებზე მიიღო …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

ელჩი კელი დეგნანი: შეერთებული შტატები სიამაყით უჭერს მხარს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ქუთაისის აეროპორტის გაფართოებაში. ჩვენ მოვინახულეთ ახალი ტერმინალი, რომელიც ახლა მშენებლობის პროცესშია და დასრულებისთანავე მგზავრთა რაოდენობას, თითქმის, 5-ჯერ გაზრდის. დიზაინი ძალიან ლამაზია და, მართლაც, ლამაზი აეროპორტიც იქნება. პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და აშშ-ის უნდა მხარი დაუჭიროს მას, რადგან იგი შექმნის მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში

კითხვა ღონისძიების შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სარდალთან. პოლკოვნიკმა განიხილა სხვადასხვა მნიშვნელოვანი როლი, რომელიც დასავლეთის სარდლობას აკისრია საქართველოში ამ ნაწილის დასაცავად. ასევე, ის ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც მის დაქვემდებარებაში მყოფი მამაკაცები და ქალები ასრულებდნენ COVID-19-სგან თავდაცვის მომზადებაში. ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს დანაყოფი ქუჩებში იდგა და იცავდა ქართველ …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან შეხვედრის შემდეგ

კითხვა შეხვედრის შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: გუბერნატორ შალამბერიძესთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. ჩვენ ვისაუბრეთ ადგილობრივ ხელისუფლებასა და იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც მოქალაქეები ასრულებენ საკუთარი პრობლემებისა და პრიორიტეტების ადგილობრივ წარმომადგენლებთან მიტანასა და მათზე საპასუხო რეაგირების უზრუნველყოფაში. ასევე განვიხილეთ მოახლოებული არჩევნები და სამზადისი, რომელიც მიმართულია არჩევნების გამჭვირვალედ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებისკენ, განსაკუთრებით COVID-ის პირობებში, რაც …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ჰეპატიტის მსოფლიო დღის ღონისძიებაზე (28 ივლისი)

შეჯითხვა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშრებით ელჩი კელი დეგნანი: დღეს აღინიშნება C ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დააწესა 2011 წელს. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კვლავაც არის ლიდერი C ჰეპატიტთან ბრძოლაში. თითქმის 70 000 საქართველოს მოქალაქემ ჩაიტარა მკურნალობა, მოსახლეობის 70%-ს ჩაუტარდა კვლევა, დაგეგმილია 30% – ის მკურნალობა. ეს …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი დაესწრო ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში (28 ივლისი)

დღეს ელჩმა კელი დეგნანმა,  ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნა ჰეპატიტის მსოფლიო დღე. ვირუსული ჰეპატიტი რჩება დიდ გლობალურ გამოწვევად, რომელსაც ხშირად „ჩუმ ეპიდემიასაც“ უწოდებენ. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხარდაჭერით, წინა ხაზზე იბრძვის ჰეპატიტის ეპიდემიის წინააღმდეგ. ამერიკის საელჩო სიამაყით უჭერს მხარს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის …

მეტის ნახვა»

კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან კენ ვოლკერის კლინიკის გახსნის ცერემონიალზე (24 ივლისი)

კითხვა ღონისძიების შესახებ  აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩემთვის დიდი პატივია, რომ მივიღე მონაწილეობა ამ, მართლაც, არაჩვეულებრივი სამეციდინო რეაბილიტაციის ცენტრის გახსნის ღონისძიებაში. ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია კერძო კომპანიებს, უნივერსიტეტებს, USAID-სა და საქართველოს მთავრობას გააერთიანოს ძალისხმევა, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოების გარკვეული ნაწილის ჩართულობას მმართველობასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში. საქართველომ ახლახან მიიღო კანონი შეზღუდული შესაძლებლობების …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი მიქელაძის ინსტიტუტის ახალგაზრდა დიპლომატებს ესაუბრა (24 ივლისი)

დღეს ელჩი კელი დეგნანი ესაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ახალ და მოქმედ დიპლომატებს. ელჩმა ისაუბრა დიპლომატიაში არსებულ ახალ რეალობებზე და მონაწილეებს გაუზიარა თავისი მოსაზრებები დიპლომატიის როლზე საერთაშორისო კრიზისების მოგვარებაში. ვირტუალური შეხვედრის დროს ელჩმა მონაწილეებს მოუთხრო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ისტორიაზე, ასევე, ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის ძალისხმევაზე, უზრუნველყოს უცხოეთში …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი ესწრება USAID-ის მხარდაჭერით კენ უოლკერის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის გახსნის ცერემონიას (24 ივლისი)

ელჩი დეგნანი ესწრება USAID-ის მხარდაჭერით კენ უოლკერის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის გახსნის ცერემონიას (24 ივლისი) დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად დაესწრო კენ უოლკერის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის გახსნას. კლინიკა საჯარო და კერძო …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ (21 ივლისი)

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ (21 ივლისი)   ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა სახალხო დამცველთან და მის გუნდთან. სამუშაო, რასაც ისინი ასრულებენ, მონიტორინგის ძალზედ მნიშვნელოვანი ფუნქცია, უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატული განვითარების, მისი წინსვლისა და სიჯანსაღისთვის. ეს რთული ფუნქციაა, თუმცა მათი საქმიანობის შედეგად საზოგადოებას მიეწოდება ზუსტი და დაბალანსებული ინფორმაცია, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ხალხი …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი ულოცავს რონდელის ფონდის ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებს (17 ივლისი)

ელჩი დეგნანი ულოცავს რონდელის ფონდის ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებს (17 ივლისი)   დღეს ელჩი დეგნანი სიტყვით გამოვიდა რონდელის ფონდის ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის სასწავლო პროგრამის გამოსაშვები ცერემონიის გახსნაზე. ელჩ დეგნანს პატივი ჰქონდა, პირადად მიელოცა ამ აღიარებული პროგრამის კურსდამთავრებულთათვის. ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამა, რომელიც ამერიკის მხარდაჭერით შეიქმნა, საქართველოში საჯარო …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი ლუგარის ცენტრის ორი ქართველი სტაჟიორის გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო (17 ივლისი)

ელჩი დეგნანი ლუგარის ცენტრის ორი ქართველი სტაჟიორის გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო (17 ივლისი) დღეს ელჩი კელი დეგნანი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძესთან და დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძესთან ერთად დაესწრო ორი ქართველი სტუდენტის სასწავლო კურსისა და სტაჟირების დასრულების გამოსაშვებ ცერემონიას. ეს სტუდენტები მონაწილეობას იღებდნენ უოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის – WRAID და სან დიეგოს – …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანი დაესწრო ფორუმს „მიუკერძოებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევა მოქალაქის წინაშე ანგარიშვალდებული დემოკრატიული მმართველობის განვითარებისათ

ელჩი კელი დეგნანი დაესწრო ფორუმს „მიუკერძოებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევა მოქალაქის წინაშე ანგარიშვალდებული დემოკრატიული მმართველობის განვითარებისათვის საქართველოში” (17 ივლისი) ელჩი კელი დეგნანი სიტყვით გამოვიდა  „მიუკერძოებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევა მოქალაქის წინაშე ანგარიშვალდებული დემოკრატიული მმართველობის განვითარებისათვის” ფორუმის დაწყების გახსნაზე. ეს არის ფორუმი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მიუკერძოებელი საზოგადოებრივი აზრის შექმნას, რაც საქართველოს დემოკრატიული განვითარების ძირითადი კომპონენტია.  USAID და …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის პირველი ვიზიტი აჭარის რეგიონში (16 ივლისი)

ელჩი კელი დეგნანის პირველი ვიზიტი აჭარის რეგიონში (16 ივლისი) ბათუმში პირველი ვიზიტისას ელჩი დეგნანი შეხვდა განათლების სფეროს მოღვაწეებს, ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებსა და მთავრობის წარმომადგენლებს. მისმა ვიზიტმა დემონსტრირება მოახდინა შეერთებულ შტატებსა და აჭარას შორის არსებული მტკიცე კავშირის მასშტაბისა, რომელიც მოიცავს განათლების, ტურიზმის, ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისა და მრავალ სხვა სფეროს. ელჩი შეხვდა ბათუმის ვიცემერ ჯაბა ტუღუშს …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შემდეგ (14 ივლისი)

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შემდეგ (14 ივლისი) კითხვა შეხვედრის შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა [აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის] თავმჯდომარესთან. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი აჭარაში, ბათუმში, რომელიც ძალიან ლამაზი, აშკარად დინამიური და შთამბეჭდავი ქალაქია. მოხარული ვარ, რომ მქონდა დრო გავსაუბრებოდი თავმჯდომარეს და განგვეხილა მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ამერიკის სხვადასხვა მიმდინარე …

მეტის ნახვა»

ელჩ კელი დეგნანის პირველი ვიზიტი საქართველოს სამეგრელი-ზემო სვანეთის რეგიონში (10 ივლისი)

ელჩ კელი დეგნანის პირველი ვიზიტი საქართველოს სამეგრელი-ზემო სვანეთის რეგიონში (13 ივლისი)   ამ კვირას ელჩმა კელი დეგნანმა პირველად იმოგზაურა საქართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, რათა გაცნობოდა ქვეყნის ამ შესანიშნავ რეგიონს და მეტი გაეგო მის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. ელჩმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან და „ქალები მომავლისთვის” საბჭოს წევრ მეწარმე ქალების ჯგუფთან ერთად იმოგზაურა. ამ ქალებიდან ბევრი აშშ-ის გაცვლითი …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის ვიზიტი შიდა ქართლში (7 ივლისი)

ელჩი დეგნანის ვიზიტი შიდა ქართლში (7 ივლისი)   დღეს ელჩი კელი დეგნანი საქართველოს შიდა ქართლის რეგიონში გაემგზავრა, რათა მონაწილეობა მიეღო ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით მშენებარე საწარმოს საძირკვლის გაჭრის ცერემონიაში, მოენახულებინა ახლად გარემონტებული საბავშვო ბაღი და მონაწილეობა მიეღო მრგვალი მაგიდის დისკუსიაში აქტივისტ ქალებთან, რომლებიც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ. ელჩის პირველი გაჩერება იყო სოფელი ყარაფილა, რომელიც საქართველოს სამხრეთ …

მეტის ნახვა»

აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ახლოს კომბუჩას წარმოების ბიზნესს (7 ივლისი)

აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ახლოს კომბუჩას წარმოების ბიზნესს (7 ივლისი) დღეს ელჩმა კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს შიდა ქართლის რეგიონის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში კომბუჩას ახალი საწარმოს საძირკვლის გაჭრის ცერემონიაში. ახალი საწარმო შენდება USAID-ისა და Startup Georgia-ს მხარდაჭერით და წარმოადგენს ამერიკის მთავრობის უფრო დიდი ძალისხმევის ნაწილს, მხარი დაუჭიროს ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მცხოვრებ …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანი და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ უიბლერი საქართველოს განათლების მინისტრს შეხვდნენ (1 ივლისი)

ელჩი კელი დეგნანი და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ უიბლერი საქართველოს განათლების მინისტრს შეხვდნენ (1 ივლისი) ელჩი დეგნანი: შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ბატონ მინისტრთან. ჩვენ აქ ვართ, რომ ოფიციალურად გამოვაცხადოთ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული 7 მილიონიანი ზოგადი განათლების პროგრამის დაწყება, რომელიც ხელს შეუწყობს მინისტრის მიერ დაწყებული „ახალი სკოლის მოდელის” რეფორმის ფარგლებში გაწეულ საქმიანობას. იმედი გვაქვს, …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა თავშესაფრის გახსნაზე (25 ივნისი)

ელჩი კელი დეგნანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა თავშესაფრის გახსნაზე (25 ივნისი) დღეს ელჩმა კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო თბილისში ახლად აშენებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლის გახსნაში, რომელიც ბავშვების მცირე ჯგუფისათვის არის განკუთვნილი. პროექტის დამსახურებით ბავშვები იცხოვრებენ სახლის პირობებში და უკეთეს სამედიცინო დახმარებას მიიღებენ. ეს პროექტი არის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ნაწილი, …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ (22 ივნისი)

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ (22 ივნისი)   კითხვა შეხვედრის შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: დღეს ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა მერთან, ბატონ კალაძესთან. მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვესაუბრა იმ შესანიშნავ თანამშრომლობაზე, რაც ჩვენსა და ქალაქ თბილისს შორისაა; შეხვედრისას ასევე ვისაუბრეთ ღია მმართველობის პარტნიორობაზე, რომელშიც თბილისი მონაწილეობს, შევეხეთ გამჭვირვალობისა …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ (22 ივნისი)

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ (22 ივნისი)   კითხვა შეხვედრის შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა მინისტრთან. ჩვენი თანამშრომლობა ბევრ მიმართულებას მოიცავს, რასაც უკვე შეაქვს წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს, უზრუნველჰყოს კეთილდღეობა ყველა რეგიონში, არამხოლოდ ცალკეულ რეგიონებში.ჩვენ გვაქვს საკმაოდ ფართო და მოცულობითი პროგრამები ენერგეტიკის, …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი მასპინძლობს ვირტუალურ შეხვედრას აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულებთან (17 ივნისი)

ელჩი დეგნანი მასპინძლობს ვირტუალურ შეხვედრას აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულებთან (17 ივნისი)   დღეს ელჩმა კელი დეგნანმა უმასპინძლა ვირტუალურ შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულთა ასოციაციის ბორდთან (EPAG). ელჩმა შეაქო ასოციაციის წევრები მათი აქტიური მუშაობისთვის, განსაკუთრებით COVID19 პანდემიის პერიოდში, როდესაც ასოციაცია მართვდა ყოველკვირეულ საუბრებს, რომლებიც ღია იყო ასოციაციის ყველა წევრისთვის. შეხვედრების დროს …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანი კახეთს ეწვია (16 ივნისი)

ელჩი კელი დეგნანი კახეთს ეწვია (16 ივნისი) დღეს ელჩი დეგნანი კახეთში გაემგზავრა საქართველოს უნიკალური რეგიონის გასაცნობად. თელავში ელჩი შეხვდა ქალაქის მერს, შოთა ნარეკლიშვილს და კახეთის გუბერნატორს ირაკლი ქადაგიშვილს. მათ განიხილეს რეგიონში ტურიზმის განვითარების გეგმები, ეკონომიკის აღდგენის გზები COVID19 პანდემიის შემდგომ პერიოდში და მოახლოებული არჩევნები. ელჩი დეგნანი ასევე შეხვდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭირით შექმნილ …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი ვაზიანში GDP-RSM სასერტიფიკაციო სწავლების დახურვის ცერემონიას დაესწრო (15 ივნისი)

ელჩი დეგნანი ვაზიანში GDP-RSM სასერტიფიკაციო სწავლების დახურვის ცერემონიას დაესწრო (15 ივნისი) დღეს ელჩ კელი დეგნანს ჰქონდა პატივი, დასწრებოდა ავღანეთში დისლოკაციის პროგრამის – მტკიცე მხარდაჭერის მისიის (GDP – RSM) სასერტიფიკაციო სწავლების დასრულების ცერემონიას. ეს სწავლება არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ამ პროგრამის 10 წელზე უფრო ხანგრძლივ ისტორიაში, როდესაც საქართველო იღებს წამყვან როლს დაგეგმვაში, აღსრულებასა და სწავლების …

მეტის ნახვა»

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ქალაქ გორს ეწვია (11 ივნისი)

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ქალაქ გორს ეწვია (11 ივნისი)   დღეს ელჩი კელი დეგნანი პირველად ესტუმრა გორს. ვიზიტის დროს ელჩი შეხვდა გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს და შიდა ქართლის გუბერნატორს – გიორგი ხოჯევანიშვილს. მათ განიხილეს, თუ რა შედეგები მოჰყვა COVID-19-ს გორსა და მთლიანად რეგიონში,მომავალი არჩევნებისათვის მზადებასა და უკანონო ბორდერიზაციის დამანგრეველ გავლენაზე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად მცხოვრებ …

მეტის ნახვა»

აშშ-ის საელჩო საქართველოს პოლიციის დღეს ულოცავს (31 მაისი)

აშშ-ის საელჩო საქართველოს პოლიციის დღეს ულოცავს (31 მაისი)   27 მაისს ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს პოლიციის დღის აღსანიშნავად შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მადლიერების სერტიფიკატი გადასცა. ასევე, აშშ-ის საელჩოსგან პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიისას, სამინისტროსა და სამართალდამცავი პროფესიონალების მიერ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მიღწევებსათვის. პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად სახიფათო ვითარებაში. ამ მამაცი …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანი ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს (26 მაისი)

აშშ-ის საელჩოს სახელით ელჩი კელი დეგნანი გულითადად ულოცავს საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავს (26 მაისი)   გამარჯობა, მე კელი დეგნანი ვარ. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელით, მსურს, გულითადად მოგილოცოთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე! საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფლებისა და თანასწორობის ღრმა სიყვარულს იზიარებს. 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში ასახულ ამ ორ ფუნდამენტურ ღირებულებას ქართველი ხალხი …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის ვირტუალური პრესკონფერენციის შესავალი სიტყვა (20 მაისი)

ელჩი დეგნანის ვირტუალური პრესკონფერენციის შესავალი სიტყვა (20 მაისი) გამარჯობა! გმადლობ, რომ მონაწილეობთ დღევანდელ ვირტუალურ კონფერენციაში.  მოხარული ვარ, რომ საქართველოში ყოფნის სამი თვის თავზე მაქვს შესაძლებლობა, გესაუბროთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და ამერიკის დახმარებაზე, განსაკუთრებით COVID 19-ით გამოწვეულ პანდემიაზე რეაგირების კუთხით.  ამერიკის მთავრობა უძღვება COVID-19-ზე რეაგირების   გლობალურ ჰუმანიტარულ ძალისხმევას, მაშინ როდესაც თავადაც ვირუსს ებრძვის …

მეტის ნახვა»

ვირტუალურ პრეს კონფერენცია ელჩ კელი დეგნანთან

ვირტუალურ პრეს კონფერენცია ელჩ კელი დეგნანთან   ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის   პრეს კონფერენცია   ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში მოხარულია მოგიწვიოთ პირდაპირი ჩართვით ვირტუალურ პრეს კონფერენციაზე ელჩ კელი დეგნანთან. კონფერენციის ძირითადი განსახილველი თემაა ამერიკის რეაგირება COVID-19-ზე საქართველოში. პრეს კონფერენცია ჩატარდება ოთხშაბათს, 20 მაისს, 14:00-15:00 საათზე.  ელჩი დეგნანი, ზუსტად 14:00 საათზე, კონფერენციას დაიწყებს შესავალი სიტყვით, რის შემდეგაც უპასუხებს პრეს …

მეტის ნახვა»

აშშ-ის საელჩომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ტესტირების აღჭურვილობა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები საჩუქრად გადასცა

აშშ-ის საელჩომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ტესტირების აღჭურვილობა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები საჩუქრად გადასცა (15 მაისი)   დღეს ელჩმა დეგნანმა და მინისტრმა ტიკარაძემ ერთად მიიღეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის საჩუქრად გადაცემული მაღალი ხარისხის ტესტირების აღჭურვილობა და ხელსაწყოები 4 000 ოქროს სტანდარტის RT-PCR ტესტის ჩასატარებლად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან, და ასევე, $20,000-მდე ღირებულების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები აშშ-ის თავდაცვის …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის ვიდეოგზავნილი საქართველოსთვის COVID-19-ის საპასუხოდ აშშ-ის ახალი მხარდაჭერის (8 მაისი)

ელჩი დეგნანის ვიდეოგზავნილი საქართველოსთვის COVID-19-ის საპასუხოდ აშშ-ის ახალი მხარდაჭერის (8 მაისი)   გამარჯობა, მოგესალმებით სახლიდან. დღეს მე დისტანციურ რეჟიმში ვმუშაობ, რათა შევასრულო საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელების რეკომენდაცია სოციალური დისტანცირების დაცვასთან დაკავშირებით. ახალი ამბები, რომ საქართველოში ეტაპობრივად განახლდება სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობა, იმედის მომცემია. ვიცი, ყველა მოუთმენლად ველოდებით, რომ სრული დატვირთვით შევუდგეთ მუშაობას, რაც შეიძლება სწრაფად, როგორც …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის პირველი ვიზიტი ოძისის მახლობლად, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან (30 აპრილი)

ელჩი დეგნანის პირველი ვიზიტი ოძისის მახლობლად, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან (30 აპრილი) ელჩი დეგნანი პირველად ეწვია ოძისის მახლობლად არსებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს. ვიზიტის დროს, მედიასთან საუბრისას ელჩმა დაგმო ბორდერიზაციის უახლესი ქმედებები, „განსაკუთრებით COVID-თან ბრძოლისას, როდესაც ყველა ერთად უნდა ვმუშაობდეთ სიცოცხლის გადასარჩენად”. ელჩმა შეშფოთება გამოთქვა პანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გამო, განსაკუთრებით, ლუგარის ცენტრისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული …

მეტის ნახვა»

კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელი ოძისის მონახულებისას (30 აპრილი)

კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელი ოძისის მონახულებისას (30 აპრილი)   კითხვა ვიზიტის შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ეს არის ჩემი პირველი შესაძლებლობა, მოვინახულო საოკუპაციო ხაზი და ნამდვილად ვაფასებ საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი რეგიონის ნახვის შანსს. უნდა ვთქვა, რომ ჩემი თვალით უკეთ დავინახე იმ ადამიანების განცალკევების ტრაგედია, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ ამ ლამაზ სოფლებში. …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანი საუბრობს COVID-19-ზე რეაგირებისთვის აშშ-ის მიერ საქართველოს დახმარებაზე (13 აპრილი)

ელჩი დეგნანი საუბრობს COVID-19-ზე რეაგირებისთვის აშშ-ის მიერ საქართველოს დახმარებაზე (13 აპრილი) გამარჯობა, დაახლოებით, 30 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ავითარებენ პარტნიორობას, რომელიც ემყარება თანაზიარ ღირებულებებს, საერთო სტრატეგიულ ინტერესებსა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. როგორც იცით, ამერიკის მთავრობის დახმარების პროგრამებმა ხელი შეუწყო საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებას, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ეკონომიკური ზრდის წახალისებასა და მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ (12 მარტი)

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ კითხვა შეხვედრის შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ფინანსთა მინისტრთან. ჩვენ უკვე გვაქვს ფართო თანამშრომლობა, განსაკუთრებით ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებით. შეხვედრაზე, ასევე, ვისაუბრეთ ინვესტიციების შემოწმების მექანიზმის განვითარებაზე, იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია იმ კომპანიებსა და ქვეყნებზე, რომლებთანაც აპირებს თანამშრომლობას. გარდა ამისა, განვიხილეთ …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან განათლების მინისტრ ჩხენკელთან შეხვედრის შემდეგ (9 მარტი)

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან განათლების მინისტრ ჩხენკელთან შეხვედრის შემდეგ (9 მარტი) კითხვა შეხვედრის შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: „არაჩვეულებრივი შეხვედრა მქონდა მინისტრთან. ჩვენ გვაქვს ძალიან ფართო და ნაყოფიერი თანამშრომლობა სამინისტროსთან მრავალი მიმართულებით: განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა გზა, თუ როგორ გავაფართოვოთ თანამშრომლობა. ვფიქრობ, რომ USAID-ის ახალი ინიციატივა განათლების მიმართულებით, რომლის ბიუჯეტი 7 მილიონი …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ (5 მარტი)

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ (5 მარტი)   კითხვა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით ელჩი კელი დეგნანი: დაავადების გავრცელების საპასუხოდ საქართველოს მიერ გატარებულმა პრევენციულმა ზომებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რეალურად, როდესაც შაბათს ვაშინგტონიდან ვბრუნდებოდი, გზად რამდენიმე აეროპორტი გამოვიარე, თუმცა მხოლოდ თბილისის აეროპორტში შემხვდა შესაბამისი დამცავი სამოსით სრულად აღჭურვილი …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანი საუბრობს პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე (4 მარტი)

ელჩი კელი დეგნანი საუბრობს პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე (4 მარტი) დღეს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სიტყვით გამოვიდა პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. ელჩმა ისაუბრა მმართველობაში ქალთა მნიშვნელოვანი როლის მზარდ აღიარებასა და მათი ჩართულობის შედეგად დემოკრატიის საგრძნობ წარმატებაზე. მათ შორისაა …

მეტის ნახვა»

ამერიკის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს 9 ყოველწლიურ კონფერენციას (3 მარტი)

საქართველო მასპინძლობს ამერიკის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს მეცხრე ყოველწლიურ კონფერენციას – ქალები პოლიციაში (3 მარტი)   დღეს ელჩმა კელი დეგნანმა გახსნა მეცხრე ყოველწლიური კონფერენცია, ქალები პოლიციაში, რომელიც ორგანიზებულია ამერიკის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს მიერ. ეს კონფერენცია მიზნად ისახავს სისხლის სამართლის სისტემის წევრი ქალების გაძლიერებას, შთაგონებასა და განათლებას. …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან მეცხრე საერთაშორისო კონფერენციაზე „ქალები პოლიციაში” (3 მარტი)

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან მეცხრე საერთაშორისო კონფერენციაზე „ქალები პოლიციაში” (3 მარტი) კითხვა ღონისძიების შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: „აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: „მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ მეცხრე ყოველწლიური კონფერენციის “ქალები პოლიციაში” გახსნის ღონისძიებაში აქ, თბილისში. კონფერენცია შექმნილია იმისათვის, რომ დაეხმაროს ქალი პოლიციელების პროფესიული უნარჩვევების გაუმჯობესებას მათი შთაგონებითა და განათლებით. ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ ქალი …

მეტის ნახვა»

აშშ-ის ელჩი დეგნანი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელს შეხვდა (23 თებერვალი)

აშშ-ის ელჩი დეგნანი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელს შეხვდა (23 თებერვალი)   დღეს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მიმდინარე პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ საქართველოში ვიზიტით მყოფ ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ დერეკ მიტჩელს შეხვდა. NDI, როგორც მიუკერძოებელი ორგანიზაცია, რიგ პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუტები მხარდასაჭერად. საქართველოში აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-სთან, …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთან (18 თებერვალი)

ელჩი დეგნანის შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთან (18 თებერვალი) დღეს ელჩმა დეგნანმა ოპოზიციის ლიდერებს გასაცნობად და საქართველოს პოლიტიკურ გარემოზე სასაუბროდ უმასპინძლა. ელჩმა დეგნანმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ყველა მხარის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგსა და ფართო საარჩევნო რეფორმის პროცესში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ (11 თებერვალი)

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ (11 თებერვალი)   კითხვა შეხვედრის შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩვენ დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მინისტრთან, სადაც განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ფართო თანამშრომლობა ჯანდაცვის, შრომისა და ზოგადად სოციალურ საკითხებში. შეხვედრაზე განვიხილეთ კორონავირუსი და საქართველოს შთამბეჭდავი რეაგირება მასზე. შვების მომგვრელია, რომ საქართველოში ეს …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ინფრასტრუქტურის მინისტრ ცქიტიშვილთან შეხვედრის შემდეგ (10 თებერვალი)

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ინფრასტრუქტურის მინისტრ ცქიტიშვილთან შეხვედრის შემდეგ (10 თებერვალი)   კითხვა შეხვედრის შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა, საკმაოდ ინფორმაციული. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სამუშაოს მოცულობამ, რაც ხორციელდება იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრება, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე, სხვადასხვა ინიციატივებით, რომელთა მიზანია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეს კი მოიტანს უფრო მეტ …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ (3 თებერვალი)

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ (3 თებერვალი)   კითხვა შეხვედრის შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: პარლამენტის თავმჯდომარესთან მქონდა ძალიან კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე მიმართულება, რომელშიც საკმაოდ ძლიერი თანამშრომლობა გვაქვს: თავდაცვა, განათლება, საქართველოს პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაცია და ეკონომიკური ურთიერთობა. ჩვენ განვიხილავთ შესაძლო გზებს ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების გასამყარებლად. …

მეტის ნახვა»

კელი დეგნანმა სალომე ზურაბიშვილს და დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელი წარუდგინა (31 იანვარი)

კელი დეგნანმა სალომე ზურაბიშვილს და დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელი წარუდგინა (31 იანვარი)   ელჩ კელი დეგნანს პატივი ხვდა, რწმუნებათა სიგელი წარედგინა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის. დღეიდან ელჩი დეგნანი ოფიციალურად შეუდგება საქართველოში შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელზე დაკისრებული უფლებამოსილების შესრულებას. ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან საგარეო საქმეთა მინისტრისადმი რწმუნებათა სიგელის გადაცემის …

მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან პრემიერ მინისტრ გახარიასთან შეხვედრის შემდეგ (31 იანვარი)

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან პრემიერ მინისტრ გახარიასთან შეხვედრის შემდეგ (31 იანვარი)   კითხვა შეხვედრის შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი საუბარი, ნამდვილად მომეწონა. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, მათ შორის თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებში, ასევე, ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე ეკონომიკური კავშირების გაფართოების მიმართულებით. საფუძვლიანად ვისაუბრეთ განათლების მნიშვნელობაზე, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) …

მეტის ნახვა»

აშშ-ის საელჩოს განცხადება ელჩის, კელი დეგნანის ჩამოსვლის შესახებ (29 იანვარი)

აშშ-ის საელჩოს განცხადება ელჩის, კელი დეგნანის ჩამოსვლის შესახებ (29 იანვარი)   აშშ-ის საელჩო მოხარულია, გაცნობოთ ელჩი კელი დეგნანის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ. მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო! ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას. ელჩი კელი დეგნანის კომენტარი თბილისში ჩამოსვლისას გამარჯობა! მოხარული ვარ, რომ უკვე აქ ვარ. ჩემთვის პატივია ვიმსახურო …

მეტის ნახვა»

ელჩი დეგნანის ფიცის დადების სიტყვა (16 იანვარი)

ელჩი დეგნანის ფიცის დადების სიტყვა (16 იანვარი)   მადლობა მდივნის მოადგილე, ჰეილ, ამ გულისხმიერი სიტყვებისთვის. დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები პოლიტიკურ საქმეთა განყოფილებას უკავშირდება, ასე, რომ ამაყი ვარ დღეს თქვენი აქ ყოფნით, რომ მიიღოთ ეს ფიცი. განსაკუთრებით, მინდა, მივესალმო ელჩ დავით ბაქრაძეს, საქართველოს ელჩს შეერთებულ შტატებში. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. გასულ ორშაბათს დავითმა …

მეტის ნახვა»

აშშ-ის სენატმა კელი დეგანანის ნომინაცია ერთხმად დაამტკიცა (20 დეკემბერი)

აშშ-ის სენატმა კელი დეგანანის ნომინაცია ერთხმად დაამტკიცა (20 დეკემბერი) აშშ-ის საელჩო სიხარულით იუწყება, რომ საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე სენატმა ერთხმად დაამტკიცა კელი დეგნანის ნომინაცია. დანიშნული ელჩი ფიცს დადებს დედაქალაქ ვაშინგტონში. როდესაც კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვა, ის საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს რწმუნებათა სიგელს, რათა ოფიციალურად შეუდგეს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობებს.

მეტის ნახვა»

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პასუხები მედიის შეკითხვებზე აშშ-ის და საქართველოს 27-წლიანი დიპლომატირური ურთიერთობის ღონისძიებაზე (2 მაისი)

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონის პასუხები მედიის შეკითხვებზე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს 27- წლიანი დიპლომატირური ურთიერთობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე (2 მაისი)   შეკითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი: ბედნიერი დღეა, რადგანაც ვზეიმობთ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების 27 წელს; ჩვენი საელჩოს გახსნას ზუსტად 27 წლის წინ ჩემი მეგობრისა და კოლეგის, ქერი ქავანაუს მიერ. ჩემთვის …

მეტის ნახვა»

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის უფლებამოსილების ვადა იწურება (25 აპრილი)

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის უფლებამოსილების ვადა იწურება (25 აპრილი) ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი მისი დროებითი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, მაისის შუა რიცხვებში დატოვებს პოსტს და დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას ამერიკაში. ელჩი უილსონის დროებითი უფლებამოსილება დაიწყო 2018 წლის ნოემბერში. ელჩ უილსონს ჰქონდა დიდი პატივი, ყოფილიყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი და ხელი შეეწყო ჩვენს ქვეყნებს …

მეტის ნახვა»

როს უილსონის კომენტარი მედიასთან ქალთა გაძლიერების ფორუმზე (26 მარტი)

როს უილსონის კომენტარი მედიასთან ქალთა გაძლიერების ფორუმზე (26 მარტი)   კითხვა ღონისძიების შესახებ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და USAID-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. ეს კონფერენცია ნათლად წარმოაჩენს ქალებს, იმ ათობით ქალს, რომელნიც შეკრებილნი არიან გვერდით ოთახში და რომელთაც ამ ქვეყნის წინსვლაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ. ზოგადად, …

მეტის ნახვა»

ელჩ როს უილსონის სიტყვა კონფერენციაზე „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ (22 მარტი)

ელჩ როს უილსონის სიტყვა კონფერენციაზე „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ (22 მარტი)   დილა მშვიდობისა. ჩემთვის პატივია, რომ აქ ვიმყოფები და წარმოვადგენ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ კონფერენციაზე, რომელიც პერიოდულ ხასიათს ატარებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც აქ ბრძანდებით. აქ წარმოდგენილ ორგანიზაციებს, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ ვინც პარლამენტთან ერთად, …

მეტის ნახვა»

როს უილსონის კომენტარი მედიასთან კონფერენციაზე „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ (22 მარტი)

როს უილსონის კომენტარი მედიასთან კონფერენციაზე „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ (22 მარტი)   კითხვა ღონისძიების შესახებ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: მოხარული ვარ და ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ამ კონფერენციას ვესწრები, რათა განვიხილოთ გასული წლის არჩევნებში მიღებული გამოცდილება და ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისა და ქვეყანაში …

მეტის ნახვა»

როს უილსონის კომენტარი მედიასთან პროგრამის „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ გახსნის ცერემონიალზე (7 მარტი)

როს უილსონის კომენტარი მედიასთან პროგრამის „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ გახსნის ცერემონიალზე (7 მარტი)   კითხვა ღონისძიების შესახებ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: მე ძალიან მიხარია, რომ ჩემი პირველი ვიზიტი ამ უნივერსიტეტში ემსახურება საქართველოს მიმართ ძალიან მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვას. ჩვენ გვსურს ხელი შევუწყოთ საქართველოს წარმატებისკენ სწრაფვას და განსაკუთრებით მოვუწოდოთ ახალგაზრდებს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ სიცოცხლეს და …

მეტის ნახვა»

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამა „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება (7 მარტი)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამა „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება (7 მარტი)   7 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში, 11:00 საათზე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი თსუ-ს სტუდენტებს სიტყვით მიმართავს. შეხვედრა იმართება ნარკოტიკების მოხმარების შემცირების პროგრამა „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ ფარგლებში. პროგრამის მიზანია სკოლის მოსწავლეების, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და …

მეტის ნახვა»

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის მედია კომენტარი პარლამენტში (21 თებერვალი)

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის მედია კომენტარი პარლამენტში შეკითხვა თიბისი ბანკთან განვითარებული მოვლენების შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელჩი უილსონი: ჩვენ და სხვა დიპლომატები ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას გარკვეული შეშფოთებით, რადგანაც ამას აქვს გავლენა საქართველოს, როგორც ბიზნესისთვის კარგი ადგილის, რეპუტაციაზე. არ მინდა ამ პროცესში ჩართულ კონკრეტულ პიროვნებებზე ვისაუბრო, თუმცა ჩვენ ნათლად გამოვთქვით ჩვენი მოსაზრება რაოდენ …

მეტის ნახვა»

ელჩი უილსონის კომენტარი მედიასთან OPIC-სა და პეის ჯგუფს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე (4 თებერვალი)

ელჩი უილსონის კომენტარი მედიასთან OPIC-სა და პეის ჯგუფს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე (4 თებერვალი) კითხვა ღონისძიების შესახებ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელჩი უილსონი: პროექტი, რომლის წარდგენაც დღეს მოხდა, ჩემი აზრით, უდიდეს როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში, რადგან ქართველი მწარმოებლებისთვის ხელმისაწვდომს გახდის საერთაშორისო ბაზარს და საფუძველს დაუდებს საქართველოს გავლით კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ახალ კავშირებს. ჩვენ ძალიან …

მეტის ნახვა»

ელჩი უილსონის კომენტარი მედიასთან ხომალდ Donald Cook-ის ვიზიტისას (22 იანვარი)

ელჩი უილსონის კომენტარი მედიასთან ხომალდ Donald Cook-ის ვიზიტისას. კითხვა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ Donald Cook DDG 75 ოფიციალური ვიზიტის შესახებ. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ მოხარული ვარ აქ ყოფნით, ეს ჩემი პირველი ვიზიტია ბათუმში. სამწუხაროდ, დღეს კარგი ამინდი არ არის, თუმცა, იმედია ხვალ უკეთესი იქნება.  ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, ბათუმში …

მეტის ნახვა»

როს უილსონის კომენტარი მედიასთან უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის 125 წლის იუბილეზე (17 დეკემბერი)

როს უილსონის კომენტარი მედიასთან უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის 125 წლის იუბილეზე (17 დეკემბერი)   კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: მოხარული ვარ, რომ ვიღებ მონაწილეობას უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის 125 წლის იუბილეს აღსაღნიშნ ღონისძიებაში. ეს ინსტიტუტი არის ამერიკის მხარდაჭერის ნათელი მაგალითი და საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილი. ის სამუშაო …

მეტის ნახვა»

ელჩი როს ვილსონის კომენტარი სან დიეგოს უნივერსიტეტის კარიერული ცენტრის გახსნისა და სტუდენტთა სტიპენდიებით დაჯილდოების ღონისძიებაზე

ელჩი როს ვილსონის კომენტარი სან დიეგოს უნივერსიტეტის კარიერული ცენტრის გახსნისა და სტუდენტთა სტიპენდიებითდაჯილდოების ღონისძიებაზე (7 დეკემბერი) შეკითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით. სან დიეგოს სახელმწიფო უნივესიტეტი საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივაა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს მხარს, იმისათვის რომ ახალგაზრდები განვითარდნენ და მიიღონ განათლება საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების, მათემატიკისა და ინჟინერიის მიმართულებით. დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრის გახსნას, ასევე დამატებითი სტიპენდიების გამოცხადებას, და რაც, ყველაზე მნიშვნელოვანია, მადლიერების გამოხატვას ქართული კერძო სექტორისა …

მეტის ნახვა»

ელჩ როს უილსონის განცხადება საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრის შემდეგ (16 ნოემბერი)

ელჩ როს უილსონის განცხადება საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრის შემდეგ (16 ნოემბერი) მოხარული ვარ, რომ დღეს შევხვდი, საპრეზიდენტო კანდიდატებს, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს, რათა გვემსჯელა მომავალი არჩევნებისა და ზოგადი პოლიტიკური სიტუაციის შესახებ. ეს საუბრები იყო კარგი შესაძლებლობა, შემეტყო მათი ხედვებისა და მოსაზრებების შესახებ ქვეყანასთან დაკავშირებით. შეხვედრებისას  ხაზგასმით აღვნიშნე ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; …

მეტის ნახვა»

ელჩ როს უილსონის განცხადება მედიისთვის საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ (9 ნოემბერი)

ელჩ როს უილსონის განცხადება მედიისთვის საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ (9 ნოემბერი) ელჩი როს უილსონი, აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული: მოგესალმებით. მსურს მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ შემხვდა ჩემი საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღეს. ვფიქრობ, შესანიშნავი საუბარი გვქონდა, რამაც გამაცნო, ან ხელახლა გამაცნო საქართველოს შეხედულებები შეერთებული შტატებისათვის მნიშვნელოვან რიგ საკითხებზე. ბედნიერი ვარ ამ ქვეყანაში დაბრუნებით. …

მეტის ნახვა»

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან წიგნების გადაცემის ცერემონიაზე (21 მარტი)

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან წიგნების გადაცემის ცერემონიაზე (21 მარტი)   შეკითხვა ღონისძიების შესახებ ელჩი კელი: ჩვენ გვსურდა მადლობა გადაგვეხადა საქართველოსთვის და ამ ბიბლიოთეკისთვის. სწორედ ამიტომ, მე და ფრანჩესკამ გადავწყვიტეთ საჩუქარი გაგვეკეთებინა აღნიშნული ბიბლიოთეკისათვის.მოგეხსენებათ, მარტი ქალთა ისტორიის თვეა. შესაბამისად, შევარჩიეთ საუკეთესო ქალი ავტორები, რომლებიც ომის შემდგომ პერიოდში მოღვაწეობდნენ. ამით გვსურდა კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი იმისათვის, თურაოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქალები ამერიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული კრებულით ქართველი მკითხველიც ისარგებლებს. შეკითხვა კარასინის განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდზე ძალის არგამოყენების დეკლარაციის დოკუმენტს ყველა მხარე მოაწერს ხელს …

მეტის ნახვა»

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან აშშ-ის ხომალდ „Oak Hill“-ის ვიზიტისას (18 მარტი)

შეკითხვა აშშ-ის ხომალდ „Oak Hill”-ის ბათუმში ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ ელჩი კელი: ვფიქრობ, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. „Oak Hill“-ი ყველაზე დიდი ხომალდია, რომელიც ოდესმე შემოსულა ბათუმში. ხომალდი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ქმედითუნარიანობის ერთგვარი სიმბოლოა. იგი წარმოადგენს არამხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტს, არამედ გახლავთ ამერიკის საზღვაო …

მეტის ნახვა»

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან გელათის მონასტერში სტუმრობისას (9 მარტი)

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან გელათის მონასტერში სტუმრობისას (9 მარტი)   შეკითხვა ელჩი კელის გელათში სტუმრობის შესახებ ელჩი კელი: მრავალი მიზეზის გამო ვამაყობ, რომ საქართველოში ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ არის ის დახმარება რაც განვახორციელეთ აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მეშვეობით, მათ შორის, 850,000 დოლარზე მეტი ოდენობის დაფინანსება, ამ …