აშშ-ს საელჩოს მიერ ორგანიზებული “დედამიწის დღისადმი” მიძღვნილი ღონისძიება (20 აპრილი)

აშშ-ს საელჩოს მიერ ორგანიზებული “დედამიწის დღისადმი” მიძღვნილი ღონისძიება კვირას, 22 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი და თბილისის მერი, კახა კალაძე, მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ “დედამიწის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაში Autotest Georgien-ის ტერიტორიაზე (სენაკის გზატკეცილი, დავით აღმაშენებლის ხეივანის XI კმ). წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა სუფთა ჰაერია. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ ...
მეტის ნახვა»

ელიზაბეთ რუდი მშვიდობის კორპუსის მოხალისეების დახვედრის ცერემონიაზე (17 აპრილი)

ელიზაბეთ რუდი მშვიდობის კორპუსის მოხალისეების დახვედრის ცერემონიაზე (17 აპრილი)   კითხვა ღონისძიების შესახებ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: დღეს მშვიდობის კორპუსის რიგით მეთვრამეტე ჯგუფის 68 მოხალისე ჩამოვიდა საქართველოში. ისინი გაივლიან ინტენსიურ 11 კვირიან ტრენინგს, რომელიც მოიცავს ქართული ენის, კულტურისა და ტექნიკური უნარების სწავლას. ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ, ისინი შეუდგებიან მოღვაწეობას საჯარო სკოლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში ...
მეტის ნახვა»

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ქალთა მიმართ ძალალდობის პრევენციის მხარდამჭერ კონფერენციაზე

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ქალთა მიმართ ძალალდობისპრევენციის მხარდამჭერ კონფერენციაზე (18 აპრილი) შეკითხვა ღონისძიების შესახებ ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ახორციელებს მრავალ პროგრამას, რომელთა მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისა და ქალთა ჩართულობის გაძლიერება. აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში მომზადდა ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული ანგარიში, რომელშიც მოცემულია გარკვეული რეკომენდაციები, თუ როგორ შეუძლიათ საზოგადოების წევრებს ჩაერთონ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ...
მეტის ნახვა»

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით (18 აპრილი) შეკითხვა საქართველოს მთავრობის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისათვის ინიცირებული პროექტის შესახებ  ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევასტერიტორიული მთლიანობის განსამტკიცებლად. გვჯერა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობისათვის შექმნილი საქართველოს მთავრობის ინიციატივა ვაჭრობის გამარტივებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდასაჭერად წინ გადადგმული ნაბიჯია. მივესალმებით შემოთავაზებულ ინიციატივებს, რომლებიც ქმნიან ნიადაგს მშვიდობიანი პროცესებისათვის.
მეტის ნახვა»

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი ანაკლიის საზღვაო პორტის მშენებლობის დათვალირებისას (16 აპრილი)

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი ანაკლიის საზღვაო პორტის მშენებლობის დათვალირებისას (16 აპრილი)   შეკითხვა Freedom House-ის ანგარიშის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ დოკუმენტად აღიქმება ელიზაბეთ რუდი: Freedom House დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ანგარიში მათივე კრიტერიუმების მიხედვით არის შედგენილი. ანგარიშის შესახებ კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა განვაცხადებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მრავალი წელია იღწვის საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების ხელშეწყობისთვის. საქართველომ ...
მეტის ნახვა»

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა (2 აპრილი)

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ესაუბრა ჟურნალისტებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკანისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრის წინ (2 აპრილი)   ელიზაბეთ რუდი: დღეს სტუმრად ვიმყოფეფი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი 1995 წლიდან ახორციელებს მაღალი დონის საგანმანათლებლო პროგრამებს ქართველი სტუდენტებისათვის. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში და ჩვენ მათთან თანამშრომლობით ძალიან ვამაყობთ. შეკითხვა საქართველოს მთავრობის ...
მეტის ნახვა»

ელჩის მოვალეობის შემსრულებლი ელიზაბეთ რუდი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ეწვია (30 მარტი)

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ესსეს კონკურის დაჯილდოვების ცერემონიალზე (30 მარტი) შეკითხვა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ესსეების კონკურის გამარჯვებულების შესახებ: ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი: დღევანდელი ღონისძიება არის ნაწილი იმ  საინტერესო პროექტისა, რომელსაც ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი  საელჩოს გრანტით და რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეები საქართველოს მასშტაბით სწავლობენ სამოქალაქო ...
მეტის ნახვა»

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ქალების ბიზნესში ჩართულობის ღონისძიებაზე (20 მარტი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ქალების ბიზნესში ჩართულობის ღონისძიებაზე (20 მარტი) შეკითხვა ღონისძიების შესახებ ელიზაბეთ რუდი: ნებისმიერ საზოგადოებაში, სადაც ქალები ჩართულნი არიან სამუშაო პროცესებში, შეინიშნება გაცილებით უფრო დიდი ეკონომიკური წინსლვა და განვითარება ყოველი მაცხოვრებლის სასარგებლოდ.სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მოხარულია, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ამერიკის მთავრობის სხვა პროგრამების მეშვეობით, მხარს უჭერს ქალთა სამსახურეობრივ ჩართულობას. მე მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ღონისძიებაში, სადაც გამოვლინდა კომპანიები, რომელთაც დიდი ძალისხმევა გაწიეს ქალებისთვის თანასწორი გარემოს შესაქმნელად და მათი ეკონომიკური განვითარებისათვის. შეკითხვა ...
მეტის ნახვა»

აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს ქართველ მეხანძრეებს (26 აგვისტო)

„აღფრთოვანებული ვართ ქართველი მეხანძრეების თავდადებით. ისინი გმირულად მუშაობენ ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად. ვიცით რამდენად უნიკალური და მნიშვნელოვანია ბორჯომის ეროვნული პარკი. ჩვენ, როგორც საქართველოს ერთგულ პარტნიორს, გვსურს, დაგეხმაროთ. დღეს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს თხოვნით გადავცემთ სამოცდახუთი ათასი ლარის ღირებულების 500 წყვილ სახანძრო ფეხსაცმელს. იმედი გვაქვს, რომ ეს დახმარება მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მეხანძრეებს მუშაობას და მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ცოტა ხნის ...
მეტის ნახვა»

საელჩოს მიერ დაფინანსებული კულინარიის პროგრამა (3 თებერვალი)

საელჩოს მიერ დაფინანსებული კულინარიის პროგრამა (3 თებერვალი) რუსთავის N16 პენიტენციურ დაწესებულებაში 19 მსჯავრდებულმა წარმატებით დაასრულა აშშ-ის საელჩოს *INL-ის ბიუროს მიერ დაფინანსებული კულინარიის პროგრამა. ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერმა პირადად მოულოცა მონაწილეებს ეს წარმატება და სიამოვნებით დააგემოვნა მათი ნახელავი. ამ ინოვაციური პროგრამის მიზანია, მსჯავრდებულებს შესძინოს უნარები, რომელიც გათავისუფლების შემდეგ დასჭირდებათ დასაქმებისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის. *INL – სახელმწიფო ...
მეტის ნახვა»
Show More ∨