აშშ-ის საელჩო თბილისში სიამაყით აცხადებს, რომ ჯვრის მონასტრის შენარჩუნების პროექტი შეირჩა ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) მიერ. მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოები, რომელსაც ასევე აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, ამიერიდან გავრცელდება შენობის მთლიან გარეთა ფასადზე, რაც მოიცავს ოთხივე ფასადს და გუმბათის რვავე მხარეს, კედლის ზედაპირის დაახლოებით 1 200 კვადრატული მეტრის ფართობს. პროექტის პირველი ეტაპი 100 000 აშშ დოლარით …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 16 სექტემბერი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: ელჩი, ისტორია, კულტურა, საელჩო, სიახლეები, უმაღლესი პირები
ელჩი კელი დეგნანის პირველი ვიზიტი აჭარის რეგიონში (16 ივლისი) ბათუმში პირველი ვიზიტისას ელჩი დეგნანი შეხვდა განათლების სფეროს მოღვაწეებს, ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებსა და მთავრობის წარმომადგენლებს. მისმა ვიზიტმა დემონსტრირება მოახდინა შეერთებულ შტატებსა და აჭარას შორის არსებული მტკიცე კავშირის მასშტაბისა, რომელიც მოიცავს განათლების, ტურიზმის, ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისა და მრავალ სხვა სფეროს. ელჩი შეხვდა ბათუმის ვიცემერ ჯაბა ტუღუშს …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 16 ივლისი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: ამერიკული კუთხეები, ბიზნესი, განათლება, ელჩი, კულტურა, საელჩო, სიახლეები, უმაღლესი პირები, ღონისძიებები
ელჩი დეგნანის ვიზიტი შიდა ქართლში (7 ივლისი) დღეს ელჩი კელი დეგნანი საქართველოს შიდა ქართლის რეგიონში გაემგზავრა, რათა მონაწილეობა მიეღო ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით მშენებარე საწარმოს საძირკვლის გაჭრის ცერემონიაში, მოენახულებინა ახლად გარემონტებული საბავშვო ბაღი და მონაწილეობა მიეღო მრგვალი მაგიდის დისკუსიაში აქტივისტ ქალებთან, რომლებიც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ. ელჩის პირველი გაჩერება იყო სოფელი ყარაფილა, რომელიც საქართველოს სამხრეთ …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 7 ივლისი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: ბიზნესი, განათლება, ელჩი, კულტურა, საელჩო, სიახლეები, უმაღლესი პირები
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ქალაქ გორს ეწვია (11 ივნისი) დღეს ელჩი კელი დეგნანი პირველად ესტუმრა გორს. ვიზიტის დროს ელჩი შეხვდა გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს და შიდა ქართლის გუბერნატორს – გიორგი ხოჯევანიშვილს. მათ განიხილეს, თუ რა შედეგები მოჰყვა COVID-19-ს გორსა და მთლიანად რეგიონში,მომავალი არჩევნებისათვის მზადებასა და უკანონო ბორდერიზაციის დამანგრეველ გავლენაზე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად მცხოვრებ …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 11 ივნისი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: ელჩი, კულტურა, საელჩო, სიახლეები, უმაღლესი პირები, ღონისძიებები
ამერიკელმა კერამიკოსმა გორში პრაქტიკული სემინარი გამართა (8 თებერვალი) 2020 წლის 8 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ უმასპინძლა 2019-2020 წლების ფულბრაიტის მეცნიერსა და კერამიკის მხატვრას, ანდრეა დე ჰარისს. მან პრეზენტაცია გააკეთა თემაზე: „ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა: ხელოსნის მოგზაურობა”. პრეზენტაცია მოიცავდა პროდუქტის წარმატებული დიზაინის პრინციპებს, ბაზრის კვლევის თეორიებს ბიზნესის მსოფლიო კონცეფციებსა და თანამშრომლობითი მარკეტინგის მოდელების მაგალითებს, რომელიც ამერიკის შეერთებული …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 8 თებერვალი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ-ის სააგენტოები, განათლება, კულტურა, სიახლეები
კულტურის ატაშე ჯულიუს ცაი ესაუბრა ქართული ხელოვნებისა და რეწვის მეწარმეებს (18 დეკემბერი) 18 დეკემბერს ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე ჯულიუს ცაი ეწვია საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოფენას, რომელიც საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების „მემკვიდრეობითი რეწვისა და დიზაინის სტარტაპების ხელშეწყობის“ გრანტის ფარგლებში დაფინანსდა. შესაძლებლობების განვითარების ეს ერთწლიანი ინიციატივა მიზნად ისახავს ხელოვნებისა და რეწვის ინდუსტრიების ფასეულობათა ჯაჭვის გამტკიცებას …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 18 დეკემბერი, 2019 | სიახლეების გაფილტვრა: კულტურა, სიახლეები, უმაღლესი პირები
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი ხარაგაულს ეწვია (26 ნოემბერი) 26 ნოემბერს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ხარაგაულს ეწვია, სადაც მოინახულა რამდენიმე ისტორიული მონუმენტი, მათ შორის „დევის ხვრელი“, რომელიც საქართველოში პრეისტორიული ადამიანის ნაშთის ყველაზე ძველი კერაა. ელიზაბეთ რუდი ასევე ეწვია სამუზეუმო გამოფენას ხარაგაულში, სადაც გაეცნო ქართველი თვითნასწავლი მხატვრისა და მუსიკოსის, ბადრი ფილიშვილის შემოქმედებას.
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 26 ნოემბერი, 2019 | სიახლეების გაფილტვრა: ელჩის მოადგილე, კულტურა, სიახლეები, უმაღლესი პირები
აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს (12 ნოემბერი) აშშ-ის საელჩო საქართველოში, 12 ნოემბერს გამოაცხადებს ჯვრის მონასტრის პროექტს 2019 წლის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კონკურსის გამარჯვებულად. პროექტის ფარგლებში $100,000 გადაეცემა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს, რომელიც სხვადასხვა პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფის დახმარებით განახორციელებს სამუშაოებს: პროექტის საკონსერვაციო ციკლის …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 12 ნოემბერი, 2019 | სიახლეების გაფილტვრა: კულტურა, პრეს რელიზები, სიახლეები
ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან, ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მიერ დაფინანსებული, ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პროექტის გამოცხადების ცერემონიაზე (12 ნოემბერი) შეკითხვა მონასტრის დაზიანების კვლევის შესახებ, რომელსაც ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი დააფინანსებს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ჯვრის მონასტერი ქართული კულტურის, რელიგიისა და ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა. იგი უნიკალური და ძალიან მნიშვნელოვანია არქიტექტურული …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 12 ნოემბერი, 2019 | სიახლეების გაფილტვრა: ელჩის მოადგილე, კულტურა, საელჩო, სიახლეები
ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან „დიალოგის პლატფორმის“ ღონისძიებაზე (7 ოქტომბერი) კითხვა ღონისძიების შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოხარულია, რომ მხარს უჭერს დიალოგს ცხოვრების ხარისხისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი დიალოგი აუცილებელია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც კულტურული მემკვიდრეობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ურბანული დაგეგმარების დროს მისი გათვალისწინება ხდება. …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 7 ოქტომბერი, 2019 | სიახლეების გაფილტვრა: ელჩის მოადგილე, კულტურა, სიახლეები, უმაღლესი პირები
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადილე ალიშა ვუდვორდი და აშშ-ის ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ ჩვენებას „16 ქალი ცვლილებებისთვის.“ (28 მარტი) 28 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადილე ალიშა ვუდვორდი და აშშ-ის ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი დაესწრნენე ქალი ავტორების მიერ გადაღებული ფილმების ჩვენებას „16 ქალი ცვლილებებისთვის.“ ჩვენების დაწყებამდე მედიას გაესაუბრნენ: შეკითხვა აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 28 მარტი, 2019 | სიახლეების გაფილტვრა: ელჩის მოადგილე, კულტურა, სიახლეები, უმაღლესი პირები
ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ტოლერანტობისა და ინკლუზიის კვირეულის საცეკვაო წარმოდგენაზე (23 ივნისი) კითხვა ღონისძიების შესახებ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სიამაყით უჭერს მხარს ტოლერანტობის და ინკლუზიის კვირეულს. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თავი უნდაიგრძნოს საზოგადოების ღირებულ წევრად და ჰქონდეს შესაძლებლობა სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დღევანდელი წარმოდგენა წარმოაჩენს ამერიკის შეერთებული შტატებისმხარდაჭერას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებათა დაცვის კუთხით.
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 23 ივნისი, 2018 | სიახლეების გაფილტვრა: ელჩის მოადგილე, კულტურა, სიახლეები
თბილისი, 18 ივნისი, 2018 – ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით საქართველოში ჩამოდის ჰიპ-ჰოპ ცეკვის მრავალეროვანი ჯგუფი „ილ-ებილითიზ“. ჯგუფი საქართველოში 18 – დან 23 ივნისის ჩათვლით დარჩება ერთ კვირიანი კამპანიის ფარგლებში სახელწოდებით „ტოლერანტობისა და ინკლუზიის კვირეული“. ჯგუფი „ილ-ებილითიზ“ წარმოდგენებს გამართავს ქართველ მოცეკვავეებთან ერთად საქართველოს ეტლით მოსარგებლეთა სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციიდან. ყველა ღონისძიება უფასოა დასწრების მსურველთათვის. ამერიკის …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 18 ივნისი, 2018 | სიახლეების გაფილტვრა: კულტურა, პრეს რელიზები, საელჩო, სიახლეები, ღონისძიებები
მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონი საქართველოში – ParaShoot (7 მაისი) 7 მაისი, 2018 წელი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით აცხადებს ParaShoot-ს, მოკლე ფილმების მარათონს პროფესიონალი და მოყვარული ფილმის შემქმნელებისათვის საქართველოში, რომელთაც სურთ კინოს საშუალებით დაეხმარონ საკუთარ ქვეყანას. მარათონის მიზანია, 72 საათში შექმნილი ორიგინალური დოკუმენტური ფილმების დახმარებით წამოწიოს სოციალური საკითხები. მარათონი მხარს უჭერს …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 7 მაისი, 2018 | სიახლეების გაფილტვრა: კულტურა, პრეს რელიზები, საელჩო, სიახლეები
საქართველოს სტუმრობს აფრო-ამერიკელი ოპერის მომღერალი გრეის ბამბრი (30 აპრილი) აშშ-ის საელჩოს მოწვევით, საქართველოს სტუმრობს აფრო-ამერიკელი ოპერის მომღერალი გრეის ბამბრი, რომელიც ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის OPERA CROWN – თბილისის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი იქნება. პროგრამა ხოლრციელდება აშშ-ის საელჩოს თანადაფინანსებით. გრეის ბამბრი ასევე შეხვდება სტუდენტებს და გაუზიარებს საკუთარ გამოციდლებას, როგორც ხელოვნების ამ სფეროში …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 30 აპრილი, 2018 | სიახლეების გაფილტვრა: კულტურა, პრეს რელიზები, სიახლეები
ელჩი კელის კომენტარი მედიასთან გელათის მონასტერში სტუმრობისას (9 მარტი) შეკითხვა ელჩი კელის გელათში სტუმრობის შესახებ ელჩი კელი: მრავალი მიზეზის გამო ვამაყობ, რომ საქართველოში ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ არის ის დახმარება რაც განვახორციელეთ აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მეშვეობით, მათ შორის, 850,000 დოლარზე მეტი ოდენობის დაფინანსება, ამ …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 12 მარტი, 2018 | სიახლეების გაფილტვრა: ელჩი, კულტურა, სიახლეები
რუბი ბრიჯესი სურათზე ნაჩვენებია, თუ როგორ მიდის 6 წლის რუბი ბრიჯესი ამერიკის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების თანხლებით ნიუ ორლეანში მდებარე უილიამ ფრენცის დაწყებით სკოლაში. იგი გახლდათ პირველი აფრო-ამერიკელი ბავშვი, რომელიც ამერიკულ სამხრეთში თეთრკანიანთა დაწყებითი სკოლის მოსწავლე გახდა. რუბის მშობლებს ვერ გადაეწყვიტათ, მიეცათ თუ არა შვილისათვის უფლება ევლო თეთრკანიანთა სკოლაში, რომელიც მათი სახლიდან რამდენიმე ბლოკის მოშორებით …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 21 თებერვალი, 2018 | სიახლეების გაფილტვრა: ისტორია, კულტურა, სიახლეები
ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან STEM მემკვიდრეობის გამოფენაზე (22 დეკემბერი) შეკითხვა ღონისძიების შესახებ ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოხარულია, რომ ქართველ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას იღებს გამოფენის გახსნაში, რომელიც მეცნიერებაში, ინჟინერიასა და ინოვაციაში ქართველების წარსული მიღწევების ნიმუშებისა და ფოტოსურათების წარმოდგენას ემსახურება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მომავალში საქართველომ განაგრძოს მეცნიერების, ტექნილოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის დარგებში ახალგაზრდა მეცნიერების, ინჟინრებისა …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 22 დეკემბერი, 2017 | სიახლეების გაფილტვრა: ელჩის მოადგილე, კულტურა, სიახლეები | Tags: STEM მემკვიდრეობის გამოფენა, აშშ-ის ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი
კომიქსების ავტორი და ილუსტრატორი დევიდ მაკი საქართველოს ეწვევა (3 ოქტომბერი) აშშ-ის საელჩო სიამაყით აცხადებს მარველის კომიქსების ავტორისა და ილუსტრატორის, „Daredevil”, „Jessica Jones“, „Fight Club 2”-ისა და „American Gods”-ის ავტორის, დევიდ მაკის ვიზიტს. დევიდ მაკი, ასევე, შემქმნელია გრაფიკული ნოველების საკუთარი ბესტსელერი სერიისა, „Kabuki”. 15-20 ოქტომბერს დევიდი ეწვევა თბილისსა და აჭარაში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, უმცირესობებსა და მოწყვლად …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 3 ოქტომბერი, 2017 | სიახლეების გაფილტვრა: კულტურა, პრეს რელიზები, საელჩო, სიახლეები
ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორი ფილიპ დე მონტებელო საქართველოს ეწვევა (27 სექტემბერი) აშშ-ის საელჩო საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტ თან და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან ერთად სიამაყით აცხადებს ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორის, ფილიპ დე მონტებელოს ვიზიტის შესახებ. იგი 31 წლის განმავლობაში, ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით, მსახურობდა ნიუ იორკის …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 27 სექტემბერი, 2017 | სიახლეების გაფილტვრა: კულტურა, პრეს რელიზები, სიახლეები
ედუარდ კურტისის ნამუშევრების გამოფენის გახსნა (12 სექტემბერი) 20 სექტემბერი, 2017 თბილისი, საქართველო – აშშ-ის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ მე-20 საუკუნის სახელგანთქმელი ფოტოგრაფის და ეთნოგრაფის, ედუარდ კურტისის ნამუშევრების გამოფენის გახსნას. კურტისი 30 წელზე მეტი უძღვებოდა ექსპედიციებს და აღწერდა 80-ზე მეტი მკვიდრი ამერიკელი ერისკულტურას და ხალხს წერილობითი ინტერვიუებით, ჩანაწერებით და 40,000-ზე მეტი ფოტოს საშუალებით. მისი ნამუშევრები მოიაზრება …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 12 სექტემბერი, 2017 | სიახლეების გაფილტვრა: კულტურა, პრეს რელიზები, სიახლეები
აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსის კომენტარი გელათის ტაძრის მეორე საანგარიშო სესიაზე (30 მარტი) კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი, კორტნი ოსტრიანი: ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი 2001 წელს მთელს მსოფლიოში კულტურული მემკვიდრეობი დაცვისთვის შეიქმნა. ამ ფონდიდან საქართველოში პირველი პროექტი 2001 წელს დაფინანსდა. მას შემდეგ, ამ მიზნით 16 გრანტი გამოიყო. მათ შორის, …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 30 მარტი, 2017 | სიახლეების გაფილტვრა: კულტურა, საელჩო, საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება, სიახლეები
საგანმანათლებლო ფესტივალი და ამერიკული ბლუზ ბენდის კონცერტი (28 სექტემბერი) აშშ-ის საელჩოს მართავს საგანმანათლებლო ფესტივალს კოდაში, თელავში, ახმეტასა და თბილისში 1-დან 5 ოქტომბრის ჩათვლით. ფესტივალის ფარგლებში საელჩოს მოწვევით ამერიკული ბლუზ ბენდი Matuto გამართავს კონცერტებს. აგრეთვე მოეწყობა საგანმანათლებლო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები, როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, ასევე, მასწავლებლებისთვის და …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 29 სექტემბერი, 2016 | სიახლეების გაფილტვრა: განათლება, კულტურა, პრეს რელიზები | Tags: ბლუზ ბენდი, საგანმანათლებლო ფესტივალი
ამერიკის საელჩოს ინიციატივით საქართველოს ესტუმრა ნასას მთავარი ინჟინერი ტრიშა მაკი (16 სექტემბერი) ამერიკის საელჩო და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 19 სექტემბერს გიწვევთ ნასას მთავარი ინჟინერის, ტრიშა მაკის საჯარო ლექციაზე თბილისში. ლექცია გაიმართება ინოვაციებისა და მეცნიერების ფესტივალის და საჯარო ლექციების კვირეულის ფარგლებში.საჯარო ლექციები გაიმართება: ორშაბათს, 19 სექტემბერს, 19:00 საათზე, მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 16 სექტემბერი, 2016 | სიახლეების გაფილტვრა: განათლება, კულტურა, პრეს რელიზები, სიახლეები