წინამდებარე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, იაპონიის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ხორვატიის საელჩოები და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი. ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 17 მაისი, 2022 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სიახლეები
უკრაინაში შემდგომი პოტენციური შეჭრის წინ რუსეთის დაზვერვის სამსახურები, ძირითადად ფედერალური უშიშროების სამსახური (FSB), რომელზეც ამერიკის მიერ სანქციებია დაკისრებული, იბირებენ საკვანძო თანამდებობაზე მყოფ უკრაინელებს, რათა წვდომა ჰქონდეთ საიდუმლო ინფორმაციაზე. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური (FSB) ამ ადამიანებს იყენებს უკრაინაში დესტაბილიზაციის შესაქმნელად. უკრაინის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობენ ასეთი პირების დასადგენად, გამოსავლენად და საზღაურის დასაკისრებლად იმისათვის, რომ …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 20 იანვარი, 2022 | სიახლეების გაფილტვრა: ისტორია, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სიახლეები, უმაღლესი პირები
გასულ კვირას, მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა; ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა. საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 3 იანვარი, 2022 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ. ჩვენ ასევე ვწუხვართ, რომ მოსამართლეების დანიშვნა მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე. მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა ნაჩქარევად წარმართა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გასული წლის განმავლობაში, …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 26 ნოემბერი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
31 ოქტომბერს, როდესაც ქვეყნის ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე, სასამართლომ აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი, მოქმედი ორი წევრის სანაცვლოდ, რომელთა ვადამდელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო ცნობილი. პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე. თითოეულ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი. ვადამდელი გადადგომის შედეგად წარმოშობილი ვაკანტური პოზიციების შევსების თაობაზე განცხადება …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 2 ნოემბერი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
ხანგრძლივი და განხეთქილების გამომწვევი კამპანიის შემდეგ ქართველმა ხალხმა 30 ოქტომბერს ხმა მისცა მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში. ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ამომრჩევლებისა და საქმისადმი ერთგული საარჩევნო მუშაკების, საქართველოს პროფესიონალი ადგილობრივი საარჩევნო სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ, რომელთაც კოვიდ პანდემიისა და დაძაბული საარჩევნო გარემოს მიუხედავად [ამ პროცესში] მონაწილეობა მიიღეს. ჩვენ ვიზიარებთ ოდირის შეფასებას, რომ …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 1 ნოემბერი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
„საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ (GDDEI) არის უსაფრთხოების სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას საერთო უსაფრთხოების ინტერესების მხარდასაჭერად. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ წარმოაჩენს ამერიკის უწყვეტ ერთგულებას საქართველოსადმი და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. „საქართველოს თავდაცვისა და …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 18 ოქტომბერი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: ანგარიშები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სიახლეები
ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენი საელჩოს საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები. მივესალმებით მაშველებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად და მეტი ადამიანის დასახმარებლად დაუღალავად მუშაობენ.
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 9 ოქტომბერი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს ქართველს ხალხს, ათასობით საარჩევნო მუშაკსა და ადგილობრივ პროფესიონალ დამკვირვებელს, ვინც მონაწილეობდა 2 ოქტომბრის არჩევნებში. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა კოვიდ პანდემიის მიუხედავად, გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიისა და საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ. მუნიციპალური არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე მეტად, ადგილობრივ დონეზეა შესაძლებელი უშუალოდ დაკმაყოფილდეს მოქალაქეთა საჭიროებები და ინტერესები მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 4 ოქტომბერი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
ცამეტი წლის წინ რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეიჭრა. მას შემდეგ ათასობით ადამიანი აღმოჩნდა გამოძევებული, დევნილი და გაღატაკებული. ბევრი დაიღუპა. რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა, მათ შორის ბორდერიზაციამ და საქართველოს მოქალაქეების დაკავებამ უკიდურესი გასაჭირი მოიტანა. ოკუპაციით გამოწვეული ადამიანური პრობლემები განსაკუთრებით გამძაფრდა COVID-19 გლობალური პანდემიის პირობებში. საქართველოს ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის არსებულმა შეზღუდვამ არაერთი …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 7 აგვისტო, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: ისტორია, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
პარლამენტის 12 ივლისის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად საქართველოს პოლიტიკურ ლიდერთა 19 აპრილის მკაფიო შეთანხმებისა, „თავი შეიკავონ უზენაეს სასამრთლოში არსებული წესებით მოსამართლეთა დანიშვნისგან“ უაღრესად გულდასაწყვეტია. სამწუხაროა, რომ ამ წარდგენისა და დანიშვნის პროცესით და ინკლუზიური და ფართო სასამართლო რეფორმის განუხორციელებლობით, ვერ შესრულდა საქართველოს ლიდერების, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 15 ივლისი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, უპირველეს ყოვლისა ლექსოს დედას, მის კოლეგებს ტვ პირველში და ყველას, ვინც შეძრულია და დამწუხრებულია მისი გარდაცვალებით. ლექსო, როგორც მედია პროფესიონალი, მრავალი წელი კამერის უკან მუშაობდა და შეიძლება ზოგს ის ვერც კი ეცნო, სანამ მას სასტიკად არ გაუსწორდნენ ის პირები, რომლებმაც ადამიანის სიცოცხლისადმი პატივისცემის სრული …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 11 ივლისი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება თბილისში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 5 ივლისი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სიახლეები, უმაღლესი პირები
ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებული პირის გათავისუფლებას და სომხეთში მათ ოჯახებში დაბრუნებას. ჩვენ, ასევე, მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას, აზერბაიჯანს მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული განაღმვითი სამუშაოების ჩატარებასა და მომავალში მსხვერპლის თავიდან აცილებას. ჩვენ მადლობელი ვართ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მთავრობის მეტად მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც საქართველომ ითამაშა იმ ნაბიჯების განხორციელების …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 12 ივნისი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სიახლეები, უმაღლესი პირები
სენატორი შაჰინი სენატორ პორტმანთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად და დემოკრატიის რეფორმების განხორციელების მხარდასაჭერად საქართველოს ეწვია (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) – აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია, ნიუ-ჰემფშირი), სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრი და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორ რობ პორტმანთან (რესპუბლიკური პარტია, ოჰაიო) ერთად საქართველოს აღმოსავლეთ ევროპაში ორპარტიული დელეგაციის ვიზიტის ბოლოს ეწვია. …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 3 ივნისი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სიახლეები, უმაღლესი პირები
ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 29 აპრილი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის პრესსპიკერისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ერთობლივი განცხადება ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით თითქმის ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი აზრი, რომ სურთ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და ყველა არჩეული წევრის ერთობლივი მუშაობა პარლამენტში ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების, მათ შორის, რეგიონული გამოწვევების, კოვიდისა და ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 18 აპრილი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სიახლეები, უმაღლესი პირები
მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას.
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 17 აპრილი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გმობს ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტს. ამას წინ უსწრებდა, თებერვალში, ფორმულას ჟურნალისტის ვახო სანაიას ცემის ინციდენტი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს ამ შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და შეეძლოთ საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ შეძლონ სამსახურებრივი …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 9 აპრილი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები, უმაღლესი პირები
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ტელეკომპანია პირველის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას. ამ გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი – ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები. საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად. ჩვენ …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 12 მარტი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
შეერთებული შტატები მიესალმება ეუთო/ოდირის არჩევნების მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას. ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, კერძოდ კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობისა და დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით. შეერთებული შტატები იზიარებს ამ შეშფოთებას და მოუწოდებს პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე ფართო და ინკლუზიური მსჯელობის პროცესი, რომელიც დააკმაყოფილებს ოდირის მრავალწლიან რეკომენდაციებს. ეს მნიშვნელოვანი რეფორმები გააძლიერებს პოლიტიკურ პლურალიზმსა და …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 6 მარტი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სიახლეები
ვულოცავთ ქართველ ხალხს ქვეყნის პირველი კონსტიტუციის იუბილეს. საქართველოს პირველი კონსტიტუცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საუკუნოვანი მტკიცე ძალისხმევისა დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებაში გაწევრიანებისკენ. თქვენ, მართლაც, უნდა იამაყოთ ამ კონსტიტუციით, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო იმ დროისთვის, როდესაც ის იქმნებოდა. იგი აღიარებდა სახელმწიფოს თავისუფლებასა და განუყოფლობას, იცავდა ძირითად სამოქალაქო და ადამიანის უფლებებს და ადგენდა ყველა ადამიანის …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 21 თებერვალი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: ისტორია, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა.
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 18 თებერვალი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირისგამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად.
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 18 თებერვალი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
აშშ-ის საელჩო თბილისში გმობს საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას თორმეტი წლითა და ექვსი თვით, მას შემდეგ, რაც დაახლოებით შვიდი თვის წინ, რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ის დაჭრეს და დააკავეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბატონი გახელაძის დაჭრისა და დაკავების რუსეთის მიერ განხორციელებული საშიში ქმედებები არ მოხდებოდა, …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 5 თებერვალი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად ცნო, მათ შორის ცალკეული პიროვნებების დაკავებასა და წამებაში და საქართველოს მოქალაქეებისთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევაში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ არ ჩაატარა სრული ან შესაბამისი გამოძიება იმ მოვლენებისა, …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 22 იანვარი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: ისტორია, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სიახლეები | Tags: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი
ურთიერთგაგების მემორანდუმი დადასტურებული ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობების მიერ 2021 წლის 14 იანვარს. იმის გათვალისწინებით, რომ მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელები (5G) სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, როგორც მომავალი კეთილდღეობის, ისე ეროვნული უსაფრთხოებისათვის, შეერთებული შტატები და საქართველო ადასტურებენ სურვილს, გააძლიერონ თანამშრომლობა 5G-ის მიმართულებით. 5GG იძლევა შესაძლებლობას შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის ისეთი, რომელიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 14 იანვარი, 2021 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სიახლეები, უმაღლესი პირები
აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია სასამართლო ხელისუფლების ნაჩქარევი გადაწყვეტილებით, გაემართა მოსამართლეების კონფერენცია დღეს, მნიშვნელოვანი ეროვნული არჩევნების ჩრდილქვეშ. გრძელვადიანი შედეგების მქონე გადაწყვეტილებების მიღება, ისეთი როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციების შევსება, უნდა ხდებოდეს გააზრებულად, გამჭვირვალედ და საკმარისი დროის დათმობით, კონსულტაციებისა და კვალიფიციური კანდიდატების ფართო სპექტრის ჩართულობისთვის. ამ პროცესის დაჩქარება შეიცავს რისკს შეირყეს საზოგადოების ნდობა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის, კანდიდატებისა …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 30 ოქტომბერი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები, უმაღლესი პირები
თავდაცვის დეპარტამენტმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს ვიდეო ტელეკონფერენციის მეშვეობით ორმხრივი თავდაცვის კონსულტაციები ჩაატარეს. კონსულტაციებს თავმჯდომარეობდნენ თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ლორა კუპერი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი. კონსულტაციების მიზანი იყო ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის პრიორიტეტების განხილვა, უსაფრთხოების თანაზიარი მიზნების განხორციელებაში არსებული პროგრესის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება. აშშ-ისა და საქართველოს …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 7 ოქტომბერი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სიახლეები
ტექსტის დასაწყისი: რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს წარმოადგენენ, უმკაცრესად გმობენ ძალადობის უპრეცედენტო და სახიფათო ესკალაციას მთიანი ყარაბაღის ზონასა და მის გარეთ. მინისტრები უპირობოდ, ხაზგასმით აცხადებენ, რომ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები, სავარაუდოდ, მიმართული …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 6 ოქტომბერი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: ისტორია, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სიახლეები
აშშ-ის საელჩოს განცხადება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ სროლისა და დაკავების შესახებ (12 ივლისი) ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში შეწუხებულია და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ცნობებზე რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის, დაჭრისა და დაკავების ფაქტთან დაკავშირებით 11 ივლისს, სოფელ ქვემო ჭალის მახლობლად, რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 12 ივლისი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება საარჩევნო სისტემის ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით (29 ივნისი) გულითადად ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდასა და უფრო ფართო წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში. ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ და მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 29 ივნისი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
აშშ-ის საელჩოს განცხადება 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე (20 ივნისი) 20 ივნისს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გააპროტესტა. ვიხსენებთ რა ამ დღეს, როდესაც ასობით ადამიანი დაშავდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ მოწოდებას რუსეთის აგრესიის შეწყვეტისა და საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისკენ. გასული წელი საქართველოში გამოირჩეოდა …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 20 ივნისი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
აშშ საელჩოს განცხადება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მიმდინარე “ბორდერიზაციის” პროცესის და აგრეთვე, ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ (27 მაისი) იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილეს და აღნიშნავს საქართველოს წარმატებას კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამერიკის შეერთებული შტატები პროტესტს გამოთქვამს მიმდინარე, პროვოკაციულ “ბორდერიზაციასთან” დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებს რუსეთისგან მართული უშიშროების ძალები, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 27 მაისი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: ისტორია, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები, უმაღლესი პირები
USAID– ის განცხადება განვითარების ხელშეკრულების ცვლილების შესახებ (24 აპრილი) ამ რთულ პერიოდში ვაგრძელებთ ქვეყნის მხარდაჭერას. ამ კვირაში, საქართველოს პარლამენტში მოხდა საქართველოს მთავრობასთან USAID – ის საგრანტო განხორციელების ხელშეკრულების ცვლილებების რატიფიცირება. აღნიშნული ცვლილებების თანახმად USAID / საქართველო 64 მილიონზე მეტ დოლარს გამოყოფს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. USAID ამაყობს საქართველოსთან პარტნიორობით, …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 24 აპრილი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ-ის სააგენტოები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სიახლეები, უმაღლესი პირები
USAID COVID-19-ის დამარცხების მიზნით “აწარმოე საქართველოში” პროგრამასთან თანამშრომლობს (9 აპრილი) აშშ-ს მთავრობამ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის საშუალებით შესაფუთი ყუთები შეიძინა ერთი მილიონი ადგილობრივად წარმოებული სამედიცინო ნიღბების დისტრიბუციისთვის საქართველოში . “აწარმოე საქართველოში” პროგრამასთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით USAID საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს COVID-19 პრევენციის პერიოდში. სამედიცინო ნიღბებზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ “აწარმოე საქართველოში” …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 9 აპრილი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ-ის სააგენტოები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, პრეს რელიზები, სიახლეები
ერთობლივი განცხადება საქართველოს აფხაზეთის რეგიონში გამართული ე.წ. “საპრეზიდენტო არჩევნების” შესახებ (23 მარტი) ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, კანადა, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებენ ე.წ. “საპრეზიდენტო არჩევნების” ლეგიტიმურობას, რომელიც გაიმართა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2020 წლის 22 მარტს. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 23 მარტი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სიახლეები, უმაღლესი პირები
ფასილიტატორების განცხადება საქართველოში პოლიტიკური დიალოგის შესახებ (8 მარტი) ვულოცავთ პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებს დღევანდელ წარმატებულ შეთანხმებას, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და ნორმალიზაციის მიღწევაში, წლის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში. დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 8 მარტი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, პოლიტიკური საქმეები, საელჩო, სიახლეები
აშშ-ის საელჩოს განცხადება პოლიტიკური დიალოგისა და ოპოზიციის ლიდერისთვის განაჩენის გამოტანის შესახებ (11 თებერვალი) აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც არის ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ქართველ ხალხს. აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 11 თებერვალი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
ელჩი დეგნანის ფიცის დადების სიტყვა (16 იანვარი) მადლობა მდივნის მოადგილე, ჰეილ, ამ გულისხმიერი სიტყვებისთვის. დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები პოლიტიკურ საქმეთა განყოფილებას უკავშირდება, ასე, რომ ამაყი ვარ დღეს თქვენი აქ ყოფნით, რომ მიიღოთ ეს ფიცი. განსაკუთრებით, მინდა, მივესალმო ელჩ დავით ბაქრაძეს, საქართველოს ელჩს შეერთებულ შტატებში. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. გასულ ორშაბათს დავითმა …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 16 იანვარი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: ელჩი, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სიახლეები, უმაღლესი პირები
აშშ-ის საელჩოს განცხადება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ (28 დეკემბერი) მივესალმებით ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ. ვუერთდებით ყოველი ქართველისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი შინ დაბრუნდა და დღესასწაულებს ოჯახთან ერთად გაატარებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე გადასასვლელი …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 28 დეკემბერი, 2019 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
განცხადება ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ (23 დეკემბერი) ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტსა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელლობით ქართული ოცნების დელეგაციასთან შედგა, სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა. დემოკრატიული განვითარება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 23 დეკემბერი, 2019 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
აშშ-ის საელჩოს განცხადება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის განაჩენის შესახებ (20 დეკემბერი) აშშ-ის მთავრობა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებას და არც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილისადმი გამოტანილ დღევანდელი განაჩენის ლეგიტიმურობას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დეფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციაში არსებულ პირებს, რომელთაც მათზე გავლენა აქვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი გაფრინდაშვილი. შეერთებული შტატები ამ სამწუხარო შემთხვევას ხედავს …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 20 დეკემბერი, 2019 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სიახლეები | Tags: ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი
აშშ-ის საელჩოს განცხადება უზენაესი სასამართლოს ნომინაციებზე (12 დეკემბერი) ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის. მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია. ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 12 დეკემბერი, 2019 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
განცხადება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) შესახებ (6 დეკემბერი) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა, დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდასაჭერად შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა: „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ საოცარი წინსვლა განიცადა დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის კუთხით – ღირებულებები , რაც ამერიკის ამ ქვეყანასთან …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 6 დეკემბერი, 2019 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სიახლეები, უმაღლესი პირები
აშშ-ის საელჩოს განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით (14 ნოემბერი) როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამერიკის საელჩომ დადებითად შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განცხადებული განზრახვა 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის გაძლიერებისთვის. ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 14 ნოემბერი, 2019 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის განცხადება (30 აგვისტო) რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მზარდი მილიტარიზაცია აღმაშფოთებელი და მიუღებელია. პუტინი და მისი მთავრობა განაგრძობს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის უხეშად უგულებელყოფას. რუსეთმა მყისიერად უნდა შეწყვიტოს თავისი დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს.
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 30 აგვისტო, 2019 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სიახლეები, უმაღლესი პირები
განცხადება “რუსთავი 2”-ის შესახებ (19 ივლისი) ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას. სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და, რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სიტყვის …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 19 ივლისი, 2019 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, საელჩო, სიახლეები | Tags: რუსთავი 2
განცხადება სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღასთან“ დაკავშირებით (13 ივნისი) აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მიესალმება სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა. სამუშაო ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა აქტორისაგან, მათ შორის: საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლო სექტორის წარმომადგენლებისგან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტში ასახულია ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და ემსახურება საქართველოში …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 13 ივნისი, 2019 | სიახლეების გაფილტვრა: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სიახლეები