აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით საქართველოში ტარდება სამდღიანი კურსი: „საჯარო კორუფცია და სამართალდამცავი ტექნიკები“ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) განაგრძობს მუშაობას საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის შესაძლებლობებისა და დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად და მის ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის უნარის გასაუმჯობესებლად, საერთაშორისო სამართალდამცავ აკადემიასთან …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 9 დეკემბერი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, განათლება, საელჩო, სიახლეები
USAID განაგრძობს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერას COVID-19-ის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების საქმეში. ახლახან USAID-ის დახმარებით 26000 PCR ტესტი გადაეცა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. ტესტები განაწილდება ქვეყნის საავადმყოფოებში, კლინიკებსა და ლაბორატორიებში და დაეხმარება საქართველოს სამედიცინო სპეციალისტებს პანდემიის უფრო ეფექტურად მართვაში.
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 3 დეკემბერი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, სიახლეები
USAID მხარს უჭერს მოქალაქეთა უფლებების დაცვას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ არჩევნებში და პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტთან ერთად, მოგიწოდებთ არ დარჩეთ სახლში და წადით არჩევნებზე!
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 22 ოქტომბერი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, ვიდეო, სიახლეები
ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნავს შშმ პირთა თვეს, აშშ-ს მთავრობა როგორც შინ, ასევე საზღვარგარეთ განაგრძობს შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირთა მხარდაჭერას, რათა ისინი მეტად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოში შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვაში თავისი წვლილის შესატანად, დღეს, ამერიკის საელჩოს თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის სამსახურმა, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის საშუალებით, გამოყო გადაადგილების დამხმარე საშუალებები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები შშმ მოსახლეობისთვის. თავდაცვის …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 19 ოქტომბერი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, საელჩო, სიახლეები, უმაღლესი პირები
დღეს ჯუთაში ელჩმა კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული საქართველოს მეთორმეტე სასაზღვრო სექტორის გახსნაში. ხმელეთსა თუ ზღვაზე საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მუშაობს ქართველი ხალხის უსაფრთხოებისთვის. ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოება ნიშნავს ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებასაც. ეს სასაზღვრო სექტორი ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ მრავალ სამშენებლო პროექტთაგან ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს საზღვრის მიმდებარედ წელს იხსნება. რიგშია სასაზღვრო სექტორების გახსნა თრუსოსა …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 9 ოქტომბერი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, ელჩი, საელჩო, სიახლეები, უმაღლესი პირები
საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად ამერიკის შეერთებული შტატები სიამაყით აგრძელებს ქართველ პარტნიორებთან მუშაობას. დღეს ამერიკის საელჩომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პირადი დამცავი აღჭურვილობის ბოლო პარტია გადასცა. აღნიშნული დახმარება გაიცა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროექტის ფარგლებში და მოიცავს $73 000 დოლარის ღირებულების ლატექსის ხელთათმანებს, სახის დამცავ ფარებსა და დეზინფექციის საშუალებებს. აღჭურვილობა ცესკოს დაეხმარება, რომ ოქტომბრის …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 18 სექტემბერი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, საელჩო, სიახლეები
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო დახმარებას უწევს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს/ლუგარის ლაბორატორიას აწარმოონ კვლევები SARS-CoV-2 და COVID-19-ის შესასწავლად. თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადასცა ვირუსის ნეიტრალიზაციის სამი სუროგატული ტესტის ნაკრები, რომელიც ამერიკაში, ნიუ ჯერსიშია წარმოებული და წარმოადგენს ახალ ტექნოლოგიას, რომელიც განსაზღვრავს გამანეიტრალებელი ანტისხეულების დონეებს SARS-CoV-2 ვირუსთან მიმართებაში. ეს ახალი …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 14 სექტემბერი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, სიახლეები, უმაღლესი პირები
დღეს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსაგან მიიღო პირველადი ტრანსპორტირებისა და მიწოდების სისტემები. ცერემონიას ესწრებოდნენ ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ქეთრინ შვაიცერი, აშშ-ის სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე. აღჭურვილობის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიაზე ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთრინ შვაიცერმა სიმულირებული ვარჯიშის დროს თავად ნახა, თუ როგორ იყენებს საგანგებო სიტუაციების მართვის …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 11 სექტემბერი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, ელჩის მოადგილე, საელჩო, სიახლეები, უმაღლესი პირები
ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) „საქართველოს ეროვნული სანიტარული და ფიტოსანიტარული შესაძლებლობების დანერგვისა და ეფექტურობის გაძლიერება ტრეინინგებითა და განათლებით“ პროექტის ფარგლებში აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სასოფლო-სამეურნეო სისტემების გაძლიერების კუთხით. USDA-ის ძალისხმევის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს საერთაშორისო ბაზრებზე მონაწილეობას, მოიცავს ეროვნული ფიტოსანიტარული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, რომელიც შეესაბამება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ საერთაშორისო …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 2 სექტემბერი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ-ის სააგენტოები, საელჩო, სიახლეები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ცეესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ახალი, USAID-ის მიერ მხარდაჭერილი, კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრის გახსნაში. საქართველოს ხანგრძლივი დემოკრატიული განვითარება დამოკიდებულია ისეთი საზიანო გავლენების მოგერიებაზე, როგორიც კიბერშეტევებია. ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მთავრობისა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რათა ის გარე გავლენებისგან დაცულად ჩატარდეს. ახალი სერვერის ცენტრი აღჭურვილია …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 17 აგვისტო, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, ელჩი, პოლიტიკა, საელჩო, სიახლეები, უმაღლესი პირები
ელჩი კელი დეგნანი შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია დღეს ელჩმა კელი დეგნანმა საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ვიზიტის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თითის ანაბეჭდის, სახის ამოცნობის, დოკუმენტაციების/ხელნაწერის ექსპერტიზის საერთაშორისოდ აღიარებული აკრედიტაციის მოპოვება მიულოცა. აშშ-ის საელჩო, თითქმის, ორი ათწლეულია, მხარს უჭერს საქართველოში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის განვითარებას. ამერიკის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო უკვე 11 წელია მხარს უჭერს საქართველოს …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 14 აგვისტო, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, ელჩი, საელჩო, სიახლეები, უმაღლესი პირები
ელჩი კელი დეგნანი დაესწრო ფორუმს „მიუკერძოებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევა მოქალაქის წინაშე ანგარიშვალდებული დემოკრატიული მმართველობის განვითარებისათვის საქართველოში” (17 ივლისი) ელჩი კელი დეგნანი სიტყვით გამოვიდა „მიუკერძოებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევა მოქალაქის წინაშე ანგარიშვალდებული დემოკრატიული მმართველობის განვითარებისათვის” ფორუმის დაწყების გახსნაზე. ეს არის ფორუმი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მიუკერძოებელი საზოგადოებრივი აზრის შექმნას, რაც საქართველოს დემოკრატიული განვითარების ძირითადი კომპონენტია. USAID და …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 17 ივლისი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ-ის სააგენტოები, ელჩი, სიახლეები, უმაღლესი პირები
USDA აძლიერებს საქართველოს სურსათის უვნებლობის სისტემას COVID-19 პანდემიის დროს (19 ივნისი) ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი კავკასიის სოფლის მეურნეობის განვითარების ინიციატივის ფარგლებში (USDA CADI) დისტანციური სწავლების მოდულების გამოყენებით მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას სურსათის უვებლობის სისტემების გაუმჯობესებაში. დისტანციური სწავლების მოდულებს ხელმძღვანელობს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ლაბორატორიის სპეციალისტი, დოქტორი ჯენი დებუა. საქართველოში რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 19 ივნისი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ-ის სააგენტოები, საელჩო, სიახლეები
კორონა ვირუსის პანდემიასთან საბრძოლველად ამერიკის მთავრობა საქართველოს დამატებით 1 მილიონი დოლარით დაეხმარება (18 ივნისი) თბილისი – ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონა ვირუსის შემცირებისთვის USAID საქართველოს კიდევ 1 მილიონი დოლარით დაეხმარება. ეს დახმარება, რომელიც განხორციელდება UNICEF-თან პარტნიორობით, მოიცავს სამედიცინო დაწესებულებებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემას, სწრაფი რეაგირების ჯგუფების ხელშეწყობას, ინფექციის კონტროლსა და ვირუსის გავრცელების პრევენციას და …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 18 ივნისი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ-ის სააგენტოები, სიახლეები
ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისმა მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს საჩუქრად ტექნიკა გადასცა (6 ივნისი) ვროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ავტოპარკს მძიმე და მსუბუქი ტექნიკა გადასცა. ოთხი ერთეული მძიმე და მსუბუქი ტექნიკა ( საგზაო გრეიდერი, ტვირთამწე და ორი ერთეული ავტომობილი პიკაპი) მზადაა ემსახუროს …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 5 ივნისი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, სიახლეები, წარმატების ისტორიები
„ჩვენ ერთად ვსწავლობთ – ჩვენ ერთად ვიბრძვით.“ აშშ-საქართველოსა ერთობლივი სამხედრო მოსამზადებელი წვრთნა ავღანეთში გამგზავრებამდე (5 ივნისი) იცოდით, რომ ავღანეთში დისლოცირებამდე ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან თვეობით გადიან წვრთნებს საქართველოში? დღეს დაახლოებით 600 ქართველი ჯარისკაცი და 50 ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიწყებს სწავლების ბოლო ეტაპს გამგზავრებამდე. ამ წვრთნებისთვის მზადების პროცესის პარალელურად, ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა COVID-19 პანდემიასთან რეაგირების …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 5 ივნისი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, სიახლეები
აშშ-ის საელჩომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ტესტირების აღჭურვილობა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები საჩუქრად გადასცა (15 მაისი) დღეს ელჩმა დეგნანმა და მინისტრმა ტიკარაძემ ერთად მიიღეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის საჩუქრად გადაცემული მაღალი ხარისხის ტესტირების აღჭურვილობა და ხელსაწყოები 4 000 ოქროს სტანდარტის RT-PCR ტესტის ჩასატარებლად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან, და ასევე, $20,000-მდე ღირებულების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები აშშ-ის თავდაცვის …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 15 მაისი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, ელჩი, საელჩო, სიახლეები, უმაღლესი პირები
ელჩი დეგნანის ვიდეოგზავნილი საქართველოსთვის COVID-19-ის საპასუხოდ აშშ-ის ახალი მხარდაჭერის (8 მაისი) გამარჯობა, მოგესალმებით სახლიდან. დღეს მე დისტანციურ რეჟიმში ვმუშაობ, რათა შევასრულო საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელების რეკომენდაცია სოციალური დისტანცირების დაცვასთან დაკავშირებით. ახალი ამბები, რომ საქართველოში ეტაპობრივად განახლდება სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობა, იმედის მომცემია. ვიცი, ყველა მოუთმენლად ველოდებით, რომ სრული დატვირთვით შევუდგეთ მუშაობას, რაც შეიძლება სწრაფად, როგორც …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 8 მაისი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ-ის სააგენტოები, ელჩი, სიახლეები, უმაღლესი პირები
ბროკ ბირმანი საუბრობს USAID-ის მიერ საქართველოსთვის COVID-19-ს საპასუხო დახმარებაზე (6 მაისი) USAID-ის ადმინისტრაციის თანაშემწე ბროკ ბირმანი ტელეკომპანია „იმედს“ ესაუბრა USAID-ის მიერ საქართველოსთვის COVID-19-ის საპასუხოდ გაწეულ დახმარებაზე. „ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომ გაუმკლავდეს COVID-19-ს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა გააგრძელებს მუშაობას საქართველოს მხადასაჭერად, მათი გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად, ეკონომიკისა და ძლიერი დემოკრატიის გასაძლიერებლად. ვაშინგტონიდან ჩაწერილ …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 6 მაისი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, სიახლეები, უმაღლესი პირები
USAID– ის განცხადება განვითარების ხელშეკრულების ცვლილების შესახებ (24 აპრილი) ამ რთულ პერიოდში ვაგრძელებთ ქვეყნის მხარდაჭერას. ამ კვირაში, საქართველოს პარლამენტში მოხდა საქართველოს მთავრობასთან USAID – ის საგრანტო განხორციელების ხელშეკრულების ცვლილებების რატიფიცირება. აღნიშნული ცვლილებების თანახმად USAID / საქართველო 64 მილიონზე მეტ დოლარს გამოყოფს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. USAID ამაყობს საქართველოსთან პარტნიორობით, …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 24 აპრილი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ-ის სააგენტოები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სიახლეები, უმაღლესი პირები
USAID COVID-19-ის დამარცხების მიზნით “აწარმოე საქართველოში” პროგრამასთან თანამშრომლობს (9 აპრილი) აშშ-ს მთავრობამ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის საშუალებით შესაფუთი ყუთები შეიძინა ერთი მილიონი ადგილობრივად წარმოებული სამედიცინო ნიღბების დისტრიბუციისთვის საქართველოში . “აწარმოე საქართველოში” პროგრამასთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით USAID საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს COVID-19 პრევენციის პერიოდში. სამედიცინო ნიღბებზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ “აწარმოე საქართველოში” …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 9 აპრილი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ-ის სააგენტოები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, პრეს რელიზები, სიახლეები
ქართველი პროფესიონალები წარმატებით იყენებენ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოდან მიღებულ ცოდნასა და აღჭურვილობას (31 მარტი) მაღალკვალიფიცირებულ სამედიცინო პერსონალთან ერთად საქართველოს ჰყავს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების ჯგუფები, რომლებიც აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ გადამზადდა და სრულად აღიჭურვა. იგივე ჯგუფები ახლა მარნეულში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საპასუხო ძალისხმევაში არიან ჩართული. ჩვენ ვამაყობთ DTRA-სა და …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 31 მარტი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, სიახლეები
USAID-ის მხარდაჭერა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის ფარგლებში (31 მარტი) კიბერ უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიის დასაცავად. დღეს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და კერძო IT კომპანიამ UGT ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც UGT ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაწოდებს შესაბამის ტექნიკურ და პროგრამულ აღჭურვილობას. შედეგად ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები დაცული იქნება გარე საფრთხეებისგან. საარჩევნო …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 31 მარტი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ-ის სააგენტოები, სიახლეები, უმაღლესი პირები
COVID-19-ზე რეაგირების ფარგლებში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები სამედიცინო პერსონალს ტრენინგებს უტარებს (27 მარტი) წლების განმავლობაში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) ქართველ კოლეგებთან წარმატებით თანამშრომლობდა. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს და ამ მხარდაჭერის ნაწილი, სწორედ, COVID-19-თან დაკავშირებულ საფრთხეებზე მიმართული უახლესი ტრენინგია. ახლახან, CDC-მ …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 27 მარტი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, სიახლეები
აშშ-ის საელჩომ ძალადობის მსხვერპლთა კრიზისულ ცენტრს პირადი მოვლის ნივთები გადასცა (4 მარტი) აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა თბილისის ძალადობის მსხვერპლთა კრიზისულ ცენტრს პირადი მოვლის ნივთების 19 ჩანთა გადასცა. ეს ნივთებია იმ ქალებისათვის, რომლებიც ეძებენ უსაფრთხო გარემოს და ახალ დასაწყისს ოჯახური ძალადობის გადატანის შემდეგ. ჩანთები დაკომპლექტებულია პერსონალური მოვლის საშუალებებით რომელიც ესაჭიროებათ დახმარებისა და პირადი ნივთების გარეშე თავშესაფარში მისულ …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 4 მარტი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ-ის სააგენტოები, საელჩო, სიახლეები, ღონისძიებები
აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას (26 თებერვალი) დღეს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მხარდასაჭერად ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან. თანამშრომლობის გადამზადებითა და მარკეტინგული მხარდაჭერით, შეერთებული შტატები დაეხმარება აეროპორტს ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას იმერეთსა და საქართველოში. ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში USAID თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორთან, რათა …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 26 თებერვალი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ-ის სააგენტოები, ბიზნესი, საელჩო, სიახლეები, უმაღლესი პირები
USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი უიბლერი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდა (14 თებერვალი) დღეს, USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ უიბლერი სიტყვით გამოვიდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2019 წლის ყოველწლიური ანგარიშის წარდგინებაზე. მან ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერებისთვის გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებში. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა რამდენიმე საკითხზე, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 14 თებერვალი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, სიახლეები, უმაღლესი პირები
აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებულ პირებს ზუგდიდში (10 თებერვალი) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოვილთა და მიგრაციის ბიუროს დაფინანსებით ზუგდიდში საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი დაარსდა. ამ ცენტრის მიზანია, რომ აქტიურად შეუწყოს ხელი იძულებით გადაადგილებულ პირებს და ადგილობრივი თემის წევრებს, რიგი სერვისებითა და პროგრამებით ისეთ საარსებო შესაძლებლობებზე, როგორიცაა დასაქმება, …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 10 თებერვალი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ-ის სააგენტოები, სიახლეები
ამერიკელმა კერამიკოსმა გორში პრაქტიკული სემინარი გამართა (8 თებერვალი) 2020 წლის 8 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ უმასპინძლა 2019-2020 წლების ფულბრაიტის მეცნიერსა და კერამიკის მხატვრას, ანდრეა დე ჰარისს. მან პრეზენტაცია გააკეთა თემაზე: „ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა: ხელოსნის მოგზაურობა”. პრეზენტაცია მოიცავდა პროდუქტის წარმატებული დიზაინის პრინციპებს, ბაზრის კვლევის თეორიებს ბიზნესის მსოფლიო კონცეფციებსა და თანამშრომლობითი მარკეტინგის მოდელების მაგალითებს, რომელიც ამერიკის შეერთებული …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 8 თებერვალი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ-ის სააგენტოები, განათლება, კულტურა, სიახლეები
დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხების შესახებ თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიში (3 იანვარი) ნებისმიერი პიროვნება შეიძლება გახდეს დეზინფორმაციის სამიზნე, ამიტომაც ყველა ჩვენგანმა უნდა განივითაროს მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარები. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) თანამშრომლობს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან, რათა განმტკიცდეს საქართველოს მედეგობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ. დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სწორი ინფრომაცია. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 3 თებერვალი, 2020 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, განათლება, სიახლეები, ღონისძიებები
რეგიონული ინფორმაციისა და ამომრჩეველთა გაძლიერების აქტივობის, DRIVE-ის გახსნა (12 დეკემბერი) დღეს, 12 დეკემბერს USAID-მა, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრ მრავალპარტიული დემოკრატიისთვისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერთად, წამოიწყო DRIVE დემოკრატიის აქტივობა, სამწლიანი, ერთი მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე პროექტი, რომელიც შექმნილია საქართველოს მოქალაქეების გაძლიერების მიზნით, რათა მათ ეფექტიანად მოითხოვონ საჭირობოროტო საკითხებზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის პროგრამები და დღის …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 12 დეკემბერი, 2019 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ-ის სააგენტოები, ელჩის მოადგილე, სიახლეები, უმაღლესი პირები
ამერიკული ხორბლის პირველი გზავნილი საქართველოში ჩამოვიდა (6 დეკემბერი) მიმდინარე კვირაში ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამის „სურსათი პროგრესისთვის“ ფარგლებში მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბლით დატვირთული გემი ფოთში ჩამოვიდა. ამიერიდან ქართულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ, ამერიკული „Hard Red” ტიპის ხორბალი შეიძინონ და მაღალი ხარისხის პურისა და საკონდიტრო ნაწარმისთვის ეს ახალი ინგრედიენტი გამოსცადონ. აღნიშნული ხორბლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 6 დეკემბერი, 2019 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ-ის სააგენტოები, სიახლეები
ამერიკის საელჩო თბილისში გენდერული ძალადობის საწინააღმდეგო 16-დღიან კამპანიას უერთდება (5 დეკემბერი) ამერიკის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას პოლიციის ოფიცრებისთვის ხუთდღიანი „ოჯახში ძალადობის პრაქტიკული ინტერვენციის“ კურსით შეუერთდა. ლექციებს ატარებენ ამერიკის ჯორჯიის შტატის კოვინგტონის პოლიციის დეპარტამენტის პოლიციელები. ისინი ქართველ კოლეგებს ამერიკელ სამართალდამცავთა საუკეთესო პრაქტიკას უზიარებენ, რათა ხელი შეუწყონ …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 5 დეკემბერი, 2019 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, სიახლეები, უმაღლესი პირები
საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნებისა და ეკონომიკური მდგრადობის მხარდაჭერა (17 ოქტომბერი) 17 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, USAID-ის მეშვეობით, განახორციელა 1,600,000 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ხუთწლიანი პროგრამისთვის, რომლის მიზანიც საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნება, დაცვა და ეკონომიკურ შესაძლებლობათა წარმოქმნაა. USAID-ის ეროვნული პარკებისა და ეკოტურიზმის პროგრამა (NPE) მხარს დაუჭერს საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის გზაზე, რაც მიღწეული იქნება ეკოტურიზმის …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 17 ოქტომბერი, 2019 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ-ის სააგენტოები, სიახლეები, წარმატების ისტორიები
აშშ-ის მთავრობა USAID-ის მეშვეობით ხელს უწყობს საქართველოს მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებაში (2 ოქტომბერი) საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობის საფუძველზე, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მუშაობს ქვეყანაში მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებაზე. დემოკრატია აღწევს წარმატებას მაშინ, როდესაც სამთავრობო სტრუქტურები არის გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ქმედითი. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, USAID „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“ მეშვეობით, მხარს უჭერს საჯარო სამსახურის ბიუროს რეფორმების განხორციელებაში. ჩვენ მზად …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 3 ოქტომბერი, 2019 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, სიახლეები
2019 წლის საერთაშორისო კონფერენცია „ქალები პოლიციაში” (15 – 18 აპრილი) გასულ კვირას (15-18 აპრილს) ა.შ.შ. საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურომ, ბუდაპეშტში მდებარე სამართალდამცავთა საერთაშორისო აკადემიასთან ერთად უნგრეთში, ბუდაპეშტში მე-8-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას „ქალები პოლიციაში“ უმასპინძლა. ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო ამ კონფერენციას 2012 წლიდან მასპინძლობს და ქალ პოლიციელებს სთავაზობს შესაძლებლობას …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 18 აპრილი, 2019 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ-ის სააგენტოები, სიახლეები | Tags: ქალები პოლიციაში
საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომი ეტაპი – სისტემური განახლება გრძელდება (10 – 14 დეკემბერი) სისტემური განახლების ფარგლებში, საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომი ეტაპი გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადების რამდენიმე თვიანი კურსი დაასრულეს, შედეგად უახლოეს მომავალში მუშაობის ახალი სტანდარტი დაინერგება. სიახლის მიხედვით, გამარტივდება პატრულ-ინსპექტორების შემთხვევის …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 14 დეკემბერი, 2018 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, სიახლეები
ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის კომენტარი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროექტის გახსნის ცერემონიალზე (19 ნოემბერი) ჟურნალისტი: პირველ რიგში, თუ შეიძლება რომ გკითხოთ შეხვედრასთან დაკავშირებით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან შეხვედრა, რა ინფრომაცია მიიღეთ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: პირველ რიგში გეტყვით, თუ რაოდენ მოხარული ვარ, რომ დღეს ქუთაისში ვიმყოფები. რამდენიმე წლის ვიყავი ქუთაისში და ძალიან მიხარია, …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 19 ნოემბერი, 2018 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ-ის სააგენტოები, ელჩის მოადგილე, საელჩო, სიახლეები, უმაღლესი პირები
(DTRA) უფროსის მოადგილე, კონტრადმირალი სკოტ ჯერაბეკი სააგენტოს დელეგაციასთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვია (9 თებერვალი) აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) უფროსის მოადგილე, კონტრადმირალი სკოტ ჯერაბეკი სააგენტოს დელეგაციასთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, ეწვია. ამერიკელ სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე შს მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ამერიკის შეერთებულ …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 15 თებერვალი, 2017 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, სიახლეები
ადმირალი სკოტ ჯერაბეკი დელეგაციასთან ერთად ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ეწვია (8 თებერვალი) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა – ბატონმა ამირან გამყრელიძემ ამერიკელ სტუმრებს პრეზენტაციის სახით გააცნო ლუგარის ცენტრის ძირითადი ფუნქცია, ექსკლუზიური შესაძლებლობები და სტრატეგიული მიმართულებები შემდგომი განვითარების კუთხით. ადმირალმა ჯერაბეკმა საუბარში ხაზი გაუსვა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 8 თებერვალი, 2017 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, სიახლეები
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო შსს-სN4 სასაზღვრო სექტორ „ქედას“ ეწვივნენ (8 თებერვალი) აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი სტუმრები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთოსაზღვრის დაცვის დეპარტამენტის N1 სამმართველოს (ბათუმი) N4 სასაზღვრო სექტორ „ქედას“ ეწვივნენ. DTRA-ს უფროსის მოადგილეს, კონტრადმირალ სკოტ ჯერაბეკსა და დელეგაციის სხვა წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს …
მეტის ნახვა»
ავტორების მიხედვით U.S. Embassy Tbilisi | 8 თებერვალი, 2017 | სიახლეების გაფილტვრა: აშშ და საქართველო, აშშ-ის სააგენტოები, სიახლეები | Tags: კონტრადმირალ სკოტ ჯერაბეკსი, სასაზღვრო სექტორ „ქედა"