როს უილსონის კომენტარი მედიასთან კონფერენციაზე „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ (22 მარტი)

როს უილსონის კომენტარი მედიასთან კონფერენციაზე „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ (22 მარტი)

 

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: მოხარული ვარ და ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ამ კონფერენციას ვესწრები, რათა განვიხილოთ გასული წლის არჩევნებში მიღებული გამოცდილება და ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისა და ქვეყანაში დამოკრატიის გაძლიერებისათვის. ვფიქრობ, რომ სრულ შეფასებას განხილვაზე სასაუბროდ შემოვინახავ, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყება. ჩემი აზრით, ზოგადად, საქართველოს აქვს არაჩვეულებრივი წინსვლა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნაში. სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშებში: OSCE-ის, ODHIR-ის, საერთაშორისო დამკვირვებლების, ადგილობრივი დამკვირდვებლებისა და საელჩოს შეფასებაში აღნიშნულია რამდენიმე პრობლემა და საკითხი, რომელიც ჩვენი აზრით არის ფუნდამენტური ამ ქვეყნის წარმატებისა და დემოკრატიული წინსვლისთვის. ჩვენ ამ საკითხებს განვიხილავთ. მივესალმები პარლამენტის წევრების, სამოქალაქო საზოგადოების, სხვა დაინტერესებული ჯგუფებისა და ამ საკითხზე მომუშავე უცხოელი დიპლომატების მონაწილეობას. იმედი მაქვს დღეს კარგი განხილვა გვექნება.

კითხვა: რა პრობლემებზე საუბრობთ?

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: ჩვენ ამ პრობლემებზე ვისაუბრებთ განხილვისას. ჩემი აზრით, ეს საკითხები საკმაოდ კარგად არის შესწავლილი და იდენტიფიცირებული და ცოტა ხანში მოისმენთ მათ ჩემგან.

კითხვა: რომელ ფუნდამენტურ პრობლემებს ხედავთ ამ არჩევნებში?

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: ჩემი აზრით, თქვენს კითხვაზე სწორი პასუხი არის ის, რომ რამდენიმე საკითხი ერთმანეთთან ისე იკვეთება, რომ მათი განხილვა სჯობს მთლიანობაში, რასაც ახლა ჩემი სიტყვით გამოსვლისას გავაკეთებ და სხვა გამომსვლელებიც ასევე მოიქცევიან. ვფიქრობ, ის ბიძგი და ნაბიჯები, რომელიც საქართველომ დემოკრატიის გაძლიერებისთვის და არჩევნების გაუმჯობესებისთვის უნდა გადადგას, ასევე, არ არის, ერთი, ორი ან სამი რამ, არამედ მათი მთლიანობა, ეს არის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას აქ დემოკრატიული კულტურის გაძლიერებისათვის.