აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლმა ელიზაბეთ რუდმა მონაწილეობა მიიღო დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში (22 სექტემბერი)

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლმა ელიზაბეთ რუდმა მონაწილეობა მიიღო დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში (22 სექტემბერი)

დღეს, 22 სექტემბერს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა მონაწილეობა მიიღო თბილისში, კრწანისის პარკში გამართულ დასუფთავების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ქალბატონ რუდთან ერთად დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ მოხალისეები, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების სააგენტოსა და თბილისის მერიის თანამშრომლები.
ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების პროგრამის II ეტაპის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 2018 წლიდან იმართება კამპანია „გარემოს გულისათვის“ (Keep Georgia Beautiful). საქართველოს მთავრობის, ბიზნესსექტორისა და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელებული ღონისძიების მიზანი არის, ებრძოლოს დანაგვიანებას და იზრუნოს გარემოს სისუფთავეზე. კამპანიის წევრების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, ამჟამად კი 27 ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორის, საფინანსო ინსტიტუტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სკოლებს, რომლებიც ზრუნავენ მათ მიერ შერჩეული ტერიტორიების სისუფთავეზე.