ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდის იუსტიციის უზენაეს საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის გაკეთებული კომენტარი (16 მაისი)

ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდის იუსტიციის უზენაეს საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის გაკეთებული კომენტარი (16 მაისი)

აშშ-ის მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის განვითარება საქართველოში და სწორედ ამაში ვეხმარებოდით საქართველოს ჩვენი ურთიერთობის 26 წლის მანძილზე. რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტი, ამ შემთხვევაში, არის დამოუკიდებელი სასამართლოს გაძლიერება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიმართულებით აშშ-ის მთავრობამ დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით საქართველოს მთავრობასთან მართლმსაჯულების რეფორმის პირველი, მეორე და მესამე ტალღების ფარგლებში და რა თქმა უნდა, ახლაც ველოდებით მეოთხე ტალღის განხორციელებას.  პარლამენტის სამუშაო ჯგუფში წარვადგინეთ კონკრეტული შეთავაზებები ამ რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით და სწორედ ამ კონკრეტულ რეკომენდაციებზეც ვისაუბრეთ დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში. გვქონდა საინტერესო და ნაყოფიერი  დისკუსია და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა და იმისათვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად და სწორად წარიმართოს, აუცილებელია ამ რეფორმების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რა თქმა უნდა, პარლამენტის ჩართულობა.