ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის მედია კომენტარი მმართველი პარტიისა და ოპოზიციას შორის შეხვედრის შემდეგ (8 დეკემბერი)

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის მედია კომენტარი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის შემდეგ (8 დეკემბერი)

 

შეკითხვა დიალოგის შედეგების შესახებ

ელიზაბეთ რუდი: დიალოგის მეორე რაუნდი კონსტრუქციულ გარემოში ჩატარდა. შევთანხმდით, კვლავ შევხვდეთ და გავაგრძელოთ დისკუსია. საერთაშორისო მონაწილეების წახალისებით შემდეგი დისკუსიის განხილვის საგანი იქნება პარლამენტში მაჟორიტარული ადგილების შევსების წესი, შემდეგ შესაძლებელი იქნება სხვა საკითხების განხილვაც. აგრეთვე, ვისაუბრეთ იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი და/ან ადამიანთა ჯგუფი გამოხატვისა და შეკრების უფლების განხორციელებისას მოქმედებდეს მკაცრად კანონის უზენაესობის შესაბამისად და თავიდან აიცილოს ნებისმიერი ძალადობრივი კონფრონტაცია.