ელიზაბეთ რუდის კომენტარი ნატოს საინფორმაციო ცენტრში (ოქტომბერი 22)

CDA Elizabeth Rood at Stratcom Launch Ceremony. Photo: NATO & EU Info Center

ელიზაბეთ რუდის კომენტარი ნატოს საინფორმაციო ცენტრში (ოქტომბერი 22)

 

კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: საქართველოს აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი ინტეგრირდეს დასავლურ ინსტიტუციებში – ევროკავშირსა და ნატოში, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მხარდაჭერას უცხადებს. საქართველოს ამ არჩევანს ბევრი დადებითი შედეგი მოაქვს, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ეკონომიკური თანამშრომლობა; საქართველო უკვე სარგებლობს ფართო და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრი შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით. ამავდროულად, საქართველო ნატოს წვრთნების უსაფრთხოების ოპერაციებში მჭიდრო თანამშრომლობითა და ნატოს შეიარაღებულ ძალებთან თავსებადობის გაუმჯობესებით, უფრო ძლიერი და დაცული ხდება. თუმცა, საქართველოში ყველას არ აქვს ინფორმაცია ამ დადებითი შედეგების შესახებ, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მიეწოდება დეზინფორმაცია. ამიტომ, გრანტი, რომელსაც დღეს ჩვენ ვაცხადებთ ნატოს საინფორმაციო ცენტრთან ერთად, დაეხმარება ქართველებს ყველა რეგიონში უკეთ გაიგონ საქართველოს დასავლური გზის დადებითი მხარეების შესახებ.